ახალი ამბები
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება
არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. 17 ნოემბერს საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია. ადგილე მიიტანეს პლედები და "პარალონები". აქციის მონაწილეებმა გაათენეს.

კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა გაშალეს. მსვლელობა, რომელიც ვაკის პარკიდან დაიწყო, გაცხადებული იყო, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციას უნდა შეერთებოდა.

თუმცა მსვლელობის მონაწილეებმა კარვები მოულოდნელად ვარაზისხევთან გაშალეს. მოგვიანებით მათ პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

წყარო: პუბლიკა



Print

სტატიის გამოყენების პირობები