ახალი ამბები
პროტესტის მესამე დღე გორში
30 ნოემბერს საღამოს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქციები იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც 29-30 ნოემბერს, თბილისში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე დაარბიეს, დაასახიჩრეს და დააკავეს.

ადმინისტრაციული შენობის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ბევრი მათგანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე იმყოფება.

,,მე და ჩემი თანატოლები გამოვედით იმისათვის, რომ ვისწავლოთ ევროპაში. არ მიმაჩნია სწორად, რომ მთავრობა და პოლიცია ძალადობს და ხელს უშლის ხალხს თავის აზრის გამოხატვაში'' - ამბობს მოსწავლა ნატალი მახარაშვილი

,,იმის მიუხედავად, რომ გორში ცოტა ხალხი გამოდის აქციაზე. თბილისში მე ძალიან ბევრი გორელი პედაგოგი, საჯარო მოხელე ვნახე თბილისის აქციაზე.'' - ნანა ტერმაკოზაშვილი

,,ცხოველებმა იციან; დაღლიან სირბილით ახალგაზრდა ცხოველს; მერე ჟინმორეულები გაგლეჯავენ მსხვერპლს. ასე გაუკეთეს ჩვენს ახალგაზრდებს'' - ჟუჟუნა ხინჩიკაშვილი

,, იმის მიუხედავად რომ ცოტა ხალხი გამოდის გორში, მე მაინც აქ ვიდგები. ვიბრძვი იმიტომ, რომ დედაჩემი, რომელიც ემიგრაციაში, მალე ჩამოვიდეს.'' - გვანცა ბოლოთაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები