ახალი ამბები
თბილისში ,,ქართლელების მარში'' გაიმართა
თბილისში ,,ქართლელების მარში'' გაიმართა.

გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მოქალაქეები მზიურის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

28 ნოემბრიდან საქართველოში საპროტესტო აქციები იმართება, დაკავებულია ასობით მოქალაქე. უმეტეს მათგანს სპეცრაზმელებმა სასტიკად აწამეს.



პროტესტი მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს აჩერებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები