ახალი ამბები
ხიდისთავში ,,ფერაძეების მარანი” ახალი წლის ღამეს სტუმრებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს
,,ფერაძეების მარანი” სტუმრებს ახალი წლის ღამეს სპეციალური პროგრამით, უგემრიელესი კერძებით და იქვე დაწურული ქართული ღვინით უმასპინძლებს.

პროგრამა დაიწყება 23:00 საათზე და გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. საღამოს მუსიკალურად გააფორემებენ მომღერალი ანა უზნაძე და დიჯეი გიორგი თოდაძე.

,,ფერაძეების მარანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ფერაძე ამბობს, რომ ეს მათთვის ახალი გამოწვევაა და სტუმრებს დაუვიწყარ გართობას პირდება. ,,მარანის დარბაზები ჯადოსუნურად არის გაფორმებული საახალწლოდ, ჩვენი დაგეგმილი პროგრამით ნამდვილად გაატარებთ ულამაზეს საღამოს”

რესტორანში ახალი წლის ღამეს ადგილები შეზღუდულია. მაგიდის დასაჯავშნად მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 598 45 45 49 ან მიწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს. https://www.facebook.com/profile.php?id=61563216596001

მარანი მდებარეობს გორიდან 5 წუთის სავალზე,სოფელ ხიდისთავის შესასვლელთან.

,,ფერაძეების მარანი” მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა და აერთიანებს გარე სივრცეს, სარესტორნო დარბაზებს და კოტეჯებს , სადაც შესაძლებელია გართობა და დასვენება. კომპლექსი განკუთვნილია ტურისტებზეც. მათ იქ შეუძლიათ დააგემოვნონ ნამდვილი ქართული ღვინო და გემრიელი კერძები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები