ახალი ამბები
,,დაეხმარეთ გორის უნივერსიტეტს გათავისუფლებაში'' - ავთანდილ ტიტვინიძის მიმართვა სტუდენტებს
ავთანდილ ტიტვინიძე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, სტუდენტების დუმილი დანაშაულის ტოლფასია.

ამის თაობაზე ავთანდილ ტიტვინიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, სასწავლო დაწესებულება დღეს ოკუპირებულია და ამ ოკუპაციის გათავისუფლებისთვის სწორედ სტუდენტები უნდა იბრძოდნენ:

,,მე, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი როგორც ყოფილი თანამშრომელი, რამოდენიმე თაობის გამომზდელი, 2010 წლიდან უნივერსიტეტის პატრიოტი, ვგრძნობ რომ გორის უნივერსიტეტი ოკუპირებულია.''

,,დუმილი ყველაფერზე, დუმილი უსამართლობაზე ქვეყანაში, დუმილი უსამართლო კანონებზე, დუმილი უდიპლომო პრეზიდენტზე, დუმილი მათი სტუდენტის უსამართლო დაშავებაზე პოლიციისგან. ეს ყველაფერი შეეხო უნივერსიტეტს, მაგრამ მაინც დუმს ყველა მხრიდან.''

,,მე, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემეხო, გავანებებ ზოგადზე საუბარს და კონკრეტულზე ვისაუბროთ.''

,,30 ნოემბრის ინციდენტამდე კანცლერი სულ რეკავდა, დავთანხმდებოდი თუარა ერთერთი სამსახურის უფროსობას - მას შემდეგ აღარ დაურეკავს, სოლიდარობაზე რომ არაფერი ვთქვათ.''

,,თვითმართველობის პრეზიდენტი, რომელიც ჩემივე საინიციატივოს აღზდილი და წინ წამოწეულია, ერთ სოლიდარობის პოსტს არ აქვეყნებს თვითმართველობის სახელით.''

,,და დღეს, ქვეყნის ამ მდგომარეობის ფონზე უსამართლოდ დაკავებულების ფონზე, მაშინ როცა ქვეყანა იბრძვის საით წავა, უსამართლობის გზას გააგრძელებს თუ ჩადგება სამართლოანობის რელსებში, GშU შტუდენტ შელფ-Gოვერნანცე • გსუ სტუდენტური თვითმმართველობა ატარებს კინოკონკურს და ჩემი პროტესტი მიუღებელია.

,,ამჟამად გორის უნივერსიტეტი ყველა მხრიდან კლავს ახალგაზრდულ სულს, კლავს ახალგაზრდობაში სამართლიანობის განცდას და მოთხოვნილებას. არ აღვივებს მათში მოქალაქეობრივ თვითშეგნებას და პასუხისმგებლობას, აღვივებს გაჩუმების და უმოქმედობის აუცილებოლობას.

,,დაეხმარეთ გორის უნივერსიტეტს გათავისუფლებაში, ამოიღეთ ხმა, იყავით უნივერსიტეტის პატრიოტები და ნუ დატოვებთ უნივერსიტეტს ოკუპაციაში, ახლა თქვენი დუმილი დანაშაულია! შენ ჭირდები გორის უნივერსიტეტს, მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის თუ პერსონალის ხმა და მოქმედება.
ნუ იქნებით შეშინებულ მდგომარეობაში როცა უნივერსიტეტს, ქალაქს და ქვეყანას სჭირდები.'' - წერს ავთანდილ ტიტვინიძე.

ავთანდილ ტიტვინიძე პროევროპულ აქციებზე იღებს მონაწილეობას, ის 30 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დააკავეს და სასტიკად აწამეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები