რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მერიის სპორტის სააგენტოში წარმომადგენლობით ხარჯებს მეტი დასაბუთება სჭირდება - აუდიტი
შიდა აუდიტის ცნობით, გორის მერიის კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის
სააგენტოში საჭიროა გამართული მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
დოკუმენტი, რომელიც მერიის შიდა აუდიტის ხელმძღვანელმა, მერაბ
რაზმაძემ მოამზადა, აღნიშნულია, რომ სააგენტომ უნდა გააძლიეროს
კონტროლი, რათა წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა მოხდეს
დასაბუთებულად, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
შემოწმების აქტი მოიცავს 2024 წლის პერიოდს. შიდა აუდიტმა აღმოაჩინა, რომ აიპიში ერთსა და იმავე პოზიციაზე, იდენტური ფუნქციების მქონე თანამშრომლებისთვის, სხვადასხვა სახელფასო განაკვეთებია:
,,ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ფუნქციური დატვირთვის შესახებ, ან სხვა რაიმე სახის განმასხვავებელი დოკუმენტის წარმოდგენა/მომზადება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ზემოაღნიშნული შრომის ანაზღაურების სხვაობის დასაბუთება'' - ვკითხულობთ ანგარიშში.
ირკვევა, რომ აიპის ბიუჯეტი წლის განმავლობაში ხშირად იცვლება, რაც აუდიტისთვის მიუღებელია. მერაბ რაზმაძის აზრით, ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ წლის განმავლობაში არ გახდეს საჭირო ბიუჯეტის ხშირი ცვლილება.
ირკვევა, რომ სააგენტოში ადგილი აქვს ისეთი ვალდებულებების აღებას, რომელიც მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებს სცილდება.
რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, ანგარიშში ვკითხულობთ:
- სააგენტომ, სოციალური დახმარების (ბიულეტენი) ანაზღაურება მოახდინოს საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით დამტკიცებული - ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციით განსაზღვრული მუხლის მიხედვით;
- მივლინების ბრძანებებს, წინ უსწრებდეს სამსახურეობრივი ბარათები, დასაბუთებული შინაარსით მივლინების აუცილებლობის და სამსახურის ინტერესების შინაარსობრივი დადასტურებით. სამსახურებრივი ტრანსპორტით გამოყენებისას ბრძანებაში მიეთითოს ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი);
- ძირითად საშუალებების ინვენტარიზაცია ჩატარდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N#364 ბრძანებით განსაზღვრული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“-ისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N36 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად;
- სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილებამ შეიმუშაოს გეგმა და ანგარიშგების ფორმა ღონისძიებების პროცესების კონტროლისთვის; ასევე, სასწავლო პროცესებზე ზედამხედველობის განყოფილებამ სასწავლო პროცესებზე კონტროლი განახორციელოს შემუშავებული წლიური გეგმის საფუძველზე;
- სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელშიც ასახული იქნება საწვავის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები, სადაც ნათლად იქნება წარმოდგენილი ხარჯის მიზნობრიობა;
- სრულყოფილად შესრულდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: შესყიდვების გეგმის შედგენისას დაცული იქნას მონეტარული ზღვრები, CMR მოდულში მიღება-ჩაბარების აქტის და სხვა დოკუმენტების ატვირთვა მოხდეს დადგენილი ვადების მიხედვით, წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტი შესაბამისობაში იყვეს ხელშეკრულების პირობების მოთხოვნასთან;
- სპორტულ სკოლებში მოსწავლეთა პირადი საქმე შეივსოს ყველა იმ დოკუმენტით, რასაც სააგენტოს მიერ განსაზღვრული და დამტკიცებული სასწავლო-საწვრთნელი პროცესის წარმართვის წესი ითვალისწინებს;
- სააგენტომ ახლო მომავალში მოახდინოს მერიიდან თხოვებით გადაცემული ძირითადი ქონების (ტრანსპორტის, რომელსაც გაუვიდა თხოვების ვადა) უკან დაბრუნებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
განსაზღვრონ რისკები, მათი მისაღები დონე (საკადრო საკითხები, თანხის არაეფექტური ხარჯვა და ა.შ.), შეიმუშაონ რისკების მიმართ სტრატეგიული მიდგომები და უზრუნველყონ მათი მართვის უწყვეტობა.

ამავე კატეგორიაში

განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც,
სადაც აღნიშნულია,

2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი
დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლეს.

პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები