რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორში ბამბეულის ყოფილი კომბინატის ტერიტორია ახალი პირობებით გაიყიდება
გორში ბამბეულის ყოფილი კომბინატის ტერიტორია ახალი პირობებით გაიყიდება. ამის შესახებ დოკუმენტაცია გორის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს.

საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში აღნიშნულია, რომ ყოფილი ბამბეულის კომბინატის ტერიტორია გაიყიდება კვლავ 13.58 მლნ ლარად ორი პირობით. ეს ორი პირობა რადიკალურად განსხვავებულია იმ პირობებისგან, რაც 2 წლის წინ, 2023 წელს იყო მერიისგან წარდმოგენილი.

ახალი პირობების მიხედვით, მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.

ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 216 604 კვ.მ, მყიდველი ვალდებულია 3324.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ააშენოს სოციალური საცხოვრისი.

2023 წლის პირობის მიხედვით კი მყიდველი ვალდებული იყო განეხორციელებინა 50 მლნ ლარის ინვესტიცია, რაც ,,გულისხმობს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, კერძოდ, საცხოვრებელ კორპუსებს, სასტუმროს, საოფისე ფართებს, კვების ობიექტებს, სკოლას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსს და რეკრეაციული პარკის მოწყობას, სადაც დაირგვება სულ ცოტა 1000 ხე.''

გარდა ამისა, ,,მყიდველმა უნდა განახორციელოს მინიმუმ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიცია, პრივატიზებიდან 7 წლის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წარმოადგინოს ანგარიში გახარჯული ინვესტიციის ოდენობის შესახებ, რაც დადასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანი(ებ)ის (Deloitte, PwC, EY, KPMG, BDO, Grant Thornton, RSM, Crowe Horwath, Nexia International, Baker Tilly) შესაბამისი დასკვნით.''



ამჟამინდელი პირობები კი ასეთია:

"პირობა N1

ქონების (ს.კ. 66.45.27.283) პრივატიზების შემთხვევაში მყიდველმა გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 3324.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ 66.45.27.289, ააშენოს და ჩააბაროს გორის მუნიციპალიტეტის მერიას შენობა სოციალური საცხოვრისისთვის.

ა) შენობაში სუფთა საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს მინიმუმ 4500.00 კვ.მ. (სადაც არ უნდა შევიდეს სადარბაზოები, დერეფნები, ლიფტები და სხვა დამხმარე ფართები).

ბ) შენობის გარე ფასადი და შენობაში საცხოვრებელი ფართების (ბინა ერთეულების) დაყოფა უნდა შეთანხმდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან.

გ) შენობაში დამონტაჟებული უნდა იყოს ფასადის ყველა კარ-ფანჯარა და თითოეული საცხოვრისის (ბინა ერთეულის) ძირითადი შესასვლელი კარი.

დ) შენობაში, საცხოვრებელ ფართებში (ბინა ერთეულებში) დაქსელილი უნდა იყოს კომუნიკაციები (წყლის და გაზის მილები, კანალიზაცია და ელექტრო კაბელები). ასევე, შენობაში საცხოვრებელ ფართებში (ბინა ერთეულებში) იატაკი უნდა იყოს მოჭიმულ მდგომარეობაში, ბეტონის მოსწორებული ფენით.

ე) შენობა უნდა აკმაყოფილებდეს, ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლია 28 იანვრის N41 დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას.

ვ) ქონების პრივატიზებიდან 6 თვის ვადაში მოხდეს პროექტის შეთანხმება (მათ შორის სართულების რაოდენობა, საცხოვრებელი ფართების (ბინა ერთეულების) კვადრატულობა და ა.შ.) გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის - სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილებასთან, ხოლო პროექტის შეთანხმებიდან 1 წლისა და 9 თვის ვადაში, მოხდეს გორის მუნიციპალიტეტისთვის დასრულებული შენობის ჩაბარება.

პირობა N2

ქონების (ს.კ. 66.45.27.283) პრივატიზების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, პრივატიზებულ ქონებაზე 9 თვის ვადაში წარმოადგინოს და დაამტკიცოს ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა. მიწის ნაკვეთზე ხაზობრივი ნაგებობის არსებობის შემთხვევაში, ობიექტის შემძენზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ხაზოვანი ნაგებობის დაცვის წესის შესახებ;
"


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც,
სადაც აღნიშნულია,
განცხადება გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმაც, სადაც აღნიშნულია,
01:37 / 12.03.2025
2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი
დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
2024 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.
21:54 / 11.03.2025
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
პრიმა - 109-ე მუხლის

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის

21:48 / 11.03.2025
ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ
გაათავისუფლეს.
ვ.მ სასამართლოში ჩივის იმის გამო, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
17:18 / 11.03.2025
პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8
აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,

პროკურორ ოთახ დოხნაძის ცნობით, მსჯავრდებულებმა, 2023 წლის 8 აპრილს, დილის 04:30 სთ-ზე,

14:35 / 10.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.