რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
„ჯერჯერობით ჩვენამდე არაფერი მოუღწევია“ – სოფელ ზემო ლეთეთი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეთეთში ფეხით ავედით. გზა საკმაოდ აღმართია, წვიმიანი ამინდი გვქონდა. სპეციალურად შევარჩიეთ ასეთი დღე, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ წვიმიან, თოვლიან და ტალახიან ამინდში სოფელში მოხვედრა რთულია.

გზას ქვემო ლეთეთიდან ავუყევით. პატარა მდინარე გადავკვეთეთ და გზას შევუდექით. ნიადაგი სველი და მლაშეა – ფეხი ცურავს, თუმცა ფეხსაცმელი ვერ გვაჩერებს. დაახლოებით 2 კილომეტრის სავალი გზაა აღმართზე, რომლის გავლაც ძალზე რთულია.



გზაში, ვიწრო მონაკვეთზე, შემხვდა მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც გზას ცურვის რეჟიმში ფარავდა. იმის გამო, რომ გზა ვიწრო იყო, სწრაფად მაღალი ადგილი დავიჭირეთ, რათა მანქანამ თავისუფლად გაიარა. სულ ორი მანქანა შეგვხვდა – ისინი ეკლესიიდან დაბრუნებულნი იყვნენ. როგორც ჩანს, დილით მოილოცეს სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც კვირა დღეს ხშირად სტუმრობენ მლოცველები.

სოფელ ზემო ლეთეთში ბოლოს ავედით. ძალიან პატარა, მაგრამ ცენტრალური ტერიტორიის მქონე სოფელია. ცენტრში წყარო მოდის, რომელშიც ხელები გავიბანეთ, თუმცა წყალი მალე შეწყდა.

ადგილობრივი მცხოვრებლის ძებნა დავიწყეთ და ერთ-ერთ სახლში, ჭიშკრის ღია კარებთან, მამაკაცი გამოვიდა. მას ჩვენი მიზანი გავუზიარეთ – გვაინტერესებდა, როგორ არის მოგვარებული გზისა და წყლის პრობლემები.

ჩვენი მასპინძელი სულიკო გელაშვილი გვესაუბრა:



„ჯერჯერობით ჩვენამდე არაფერი მოუღწევია. გზა არ გვაქვს. ზამტარში, ტალახიან ამინდში, მხოლოდ ორხიდიანი მანქანები გამოდიან. ზამთარში საერთოდ მოწყვეტილი ვართ სამყაროს. ახალი არაფერი გვაქვს და მხოლოდ ველოდებით.“

წყლის პრობლემაზეც ისაუბრა:

„ვითომ ორი კვირის წინ გაარემონტეს, კი არ გაარემონტეს, ,,გააკეთეს’’. ძველები მოხსნეს, ახლები დააყენეს, მილები შეცვალეს. მისი მერე წყალი არ გვაქვს. როცა ჟონავს, ვკეტავთ. მილში უნდა მოგროვდეს წყალი. ახლა თქვენ რაც დახარჯეთ, ეგ მილში იყო მოგროვებული. სათავიდან წვეთებით მოდის და გროვდება მილში. ალბათ ნახევარი საათის შემდეგ კიდევ შევძლებთ ხელების დაბანას.“



სოფელში კიდევ უფრო მძიმეა მოსახლეობის მდგომარეობა:

„ტყიდან მოგვაქვს კვარი, ფისიანი ნაძვი. ჩემ ბავშვობაში სოფელი სავსე იყო. იყო სამი „ბირჟა“, ეს იყო ფუნქციონირებადი ბირჟები. ოჯახები მუდამ 5–10 სულზე ნაკლები არ იყვნენ. აი ეს სახლი რომ დგას, ამ ოჯახში ცხოვრობდა თითქმის 12 სული ადამიანი. დღეს დარჩა მხოლოდ სამი ოჯახი – ერთი ძალუაჩემია, ერთი ზევით ცხოვრობს, ლეილა ფილიშვილი.“

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.