რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ვინ არის პროვოკატორი?!" - გორის გამგებელს დიციდან სწერენ
რედაქციამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიციდან სოფლის ყოფილი წარმომადგენლის, ზაქარია ვატიტაძისგან წერილი მიიღო. აღნიშნული წერილით ზაქარია ვატიტაძე და მისი მხარდამჭერები მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს პასუხობენ. ისინი გამგებელს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

საქმე იმაშია, რომ გამგეობის გაზეთ ,,გორის მაცნეს" 2017 წლის 3-9 ივლისის ნომერში, დავით ონიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც გამგებელი იმ აქციის შესახებ საუბრობს, რომელიც თბილისში, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. საპროტესტო აქციის შემდეგ, სოფელში დამატებითი სატუმბი საქაჩი დაიდგა.

აღნიშნული აქციის ორგანიზატორებს დავით ონიაშვილმა პროვოკატორები უწოდა, რადგან, მისი თქმით, სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება და შესაბამისად, საპროტესტო მუხტი კონკრეტული პირების ინტერესში შედიოდა.

ციტატა გამგებლის ინტერვიუდან:

,,არანაირი უკმაყოფილების მიზეზი დიცელებს არ გააჩნიათ. ტირიფონის სარწყავ არხზე დამონტაჟებული ყველა ტურბინა ჩართულია და არსებული რესურსის 100% მიეწოდება სოფლებს, მათ შორის, ყველაზე მეტ წყალს, ამ რესურსის თითქმის 90%-ს, სწორედ დიცი იღებს, თუმცა, მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა. ეს უკმაყოფილება კი, ხელოვნურადაა შექმნილი და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. გარკვეული ჯგუფის წევრებს სურდათ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმება, მაგრამ შესაბამისი კვალიფიკაციის არქონის გამო, ეს ვერ მოხერხდა. ახლა კი, ამგვარი მეთოდებით და ხალხის წაქეზებით ცდილობენ პროვოკაციებს" - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა
(ციტატის დასასრული)




ზაქარია ვატიტაძის პასუხი:

,,ბატონო დავით. თქვენ შეცდომაში შეგყავთ საქართველოს მთავრობა, საქართველოს მოსახლეობა. იმ სოფლის ამომრჩეველს, რომელთა 83%-მა ხმა მოქცა, პროვოკატორები უწოდეთ. არ გეკადრებათ ასეთი ტყუილები. აცხადებთ, რომ ტირიფონას არხის წყლის 90% დიცში მიდის. 4 წელიწადია რაიონის გამგებელი ხარ და 4 წლის განმავლობაში ვერ შეისწავლე, თუ საიდან მიეწოდება დიცს, ქორდს და არბოს წყალი. იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და შეგესწავლა ამ გაჭირვებული ხალხის გასაჭირი, მათ მხარში დასდგომოდით, თქვენ, პირიქით, ეს ხალხი გამოიყვანეთ პროვოკატორები, მატყუარები.

ჩვენ ვატყუებთ მთავრობას, სადაც წყალი არ არის და გვიხმება ყველაფერი? ჩვენ ხომ არ გთხოვდით თანხას ან პროდუქტს? ჩვენ არ გვინდა არაფერი. ჩვენ გვინდა წყალი, რომლის გადასახადს გადავიხდით. მოსავალს მოვიყვანთ და ჩვენი ალალი შრომით ვიცხოვრებთ. რაც შეეხება არაკვალიფიკაციურ ჯგუფებს და მათში ნაგულისხმევ ყოფილ გამგებელს, მე, ზაქარია ვატიტაძე, მოგახსენებთ:

თქვენ კარგად იცით, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში, თავდაუზოგავად ვაგვარებდი ყველა საჭირბოროტო საკითხს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვაკეთებდი ბევრ პროექტს. ბევრს კიდევ ჩემი საკუთარი თანხით - ხელფასით.

დიცის, ქორდისა და არბოს მოსახლეობისგან ერთობლივი წერილი შემოგივიდათ სამსახურში ხელმეორედ ჩემი დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ეს წერილი ნაგვის ურნაში ჩააგდეთ.

მე რკინის ქალამნები ავისხი და ჩემს სოფელს ბევრი საქმე გავუკეთე. 2008 წლის ომგამოვლილი ხალხისთვის, რომელნიც დაჩაგრულები იყვნენ, მათი კეთილდღეობისთვის შემომყავდა თვითშემოქმედი კოლექტივები. სამივე სოფელში ცხინვალის თეატრის სპექტაკლები ჩემი დახმარებით დაიდგა, მოვიწვიე მოცეკვავეთა ანსამბლი ,,ნართები", მომღერალთა ჯგუფები, გორის თეატრი, თბილისიდან ,,იუმორინას" მთელი შემადგენლობა. ჩავატარე ბევრი სპორტული ღონისძიება, სადაც ადგილობრივი ფეხბურთელები ელიტარულმა ფეხბურთელებმა ლევან ყიფიანმა, მაჩაიძემ, ძმებმა არველაძეებმა, ფედერაციამ, გუბერნიამ, მუნიციპალიტეტმა და სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოეს. დიცში, ქორდსა და არბოში სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები (ჯამში 23 ღონისძიება) და 20 ზე მეტი სპორტული შეჯიბრებები ჩავატარე.

თქვენ კი, ნაცნობობით საკრებულოში დანიშნულ წარმომადგენელთან ერთად, ქვა ქვაზე არ დაგიდიათ. მოხედე ამ წყლის სისტემებს! მოხედე თქვენს მიერ დიცის დაშლილ კლუბს, საიდანაც კარგი ბლოკი და მასალები წაიღეთ და ნაგავი სოფელში დატოვეთ. არც ერთი წერილი, რომელიც სოფლიდან იყო შემოსული გამგეობაში, არც ერთი საკითხი არ მოგიგვარებიათ. ახლა ამიხსენით, მე ვარ არაკომპეტენტური? ნათქვამია, ქალს ქმარი მოუკვდა და არ აგებინებდნენო? რომ არ მიუწვებოდა, ვერ გაიგებდაო? ხალხს რა გაგულიანება უნდათ? წყალი რომ არ აქვთ და მოსავალი რომ არ ექნებათ, მოსავალი რომ უხმებათ. წელს რომ შიმშილი ელით. ამას თვითონ ვერ იგებენ? ამას რა ზაქარია ვატიტაძე უნდა.

ჩემმა ხალხმა ჩემი თხოვნით აგირჩია და მოგიტანეს ხმების 83%. მე ჩემს მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი შეცდომაში შეყვანისთვის, მაგრამ ჩვენ კი, ჩვენი ხალხი, მხარში არ დადგომისთვის, გამგებლად აღარ გთვლით. ამიტომ, სანამ ახალი არჩევნები იქნება, გადადექი!

რაც შეეხება მე, ზაქარია ვატიტაძეს, კვალიფიკაციაც კარგი მაქვს, განათლებაც კარგი მაქვს. მე, ზოგიერთებივით, ნაყიდი დიპლომი არ მაქვს. თუ იმიტომ არ მოგწონვარ, რომ თქვენზე სიმღერებს არ ვმღერი, ბოდიშს გიხდით, სხვის დაკრულზე არ გამომდის სიმღერები."
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.