რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ფხვენისის საბავშვო ბაღი წლებია ნაწილ-ნაწილ შენდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში საბავშვო ბაღი 20 ოქტომბერსაც არ გაიხსნება. პირველად, 2017 წლის 16 სექტემბერს, შემდეგ კი, 2 ოქტომბერს უნდა გასხნილიყო.

ამის მიზეზი დაუმთავრებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება.

მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ითხოვს, რომ ბაღის დირექციამ სააღმზრდელობო დაწესებულება დაუყოვნებლივ გახსნას, თუმცა, მასთან შეხვედრის დროს, ადგილობრივების ნაწილმა ამის თაობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ადგილობრივი მკვიდრი ანო ომაძე ამბობს, რომ ონიაშვილი ე.წ. ზეთის გამათბობლებით (ელექტროქურა) მომარაგებას დაპირდა:

,,აქ მოსახლეობამ განუცხადა, რომ არ შეიძლებოდა ამ ბაღის გახსნა ამ მდგომარეობაში. არ არის გათბობა, არ არის გაზი შეყვანილი, დაუმთავრებელია სარემონტო სამუშაოები. მეხუთე წელია არემონტებენ, მოუწესრიგებელია ბევრი რამ, მაგრამ იქნებ მართლაც ჯობდა გახსნილიყო და, შემდეგ, ეტაპობროვად, მართლაც დაემთავრებინათ" - აცხადებს ანო ომაძე.

საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ბოლოს ორჯერ ჩაუტარდა, პირველად 2016 წელს კომპანია ,,ჯინო პლიუსის" მიერ, ხოლო 2017 წელს - ინდმეწარმე ,,ჯემალ ჭოველიძემ" განახორციელა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულეს:

,,რაც გათვალისწინებული იყო პროექტებით, ყველაფერი დასრულდა. ეს არ წარმოადგენდა მასშტაბურ სამუშაოებს, არ ითვალისწინებდა გათბობის სისტემების დამონტაჟებას. ამ თანხით მათ კოსმეტიკური სამუშაოები ჩაატარეს, მოაწესრიგეს სველი წერტილები, გადასაადგილებელი იყო მაგალითად უნიტაზები და ა.შ." - აცხადებს ანესაშვილი.

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის უზრუნველყოფა გათბობის სისტემით ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენს:

,,როგორც ვიცი, ბაღების მართვის სააგენტომ ტენდერები უკვე გამოაცხადა და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. მანამდე, გამოცხადებული ტენდერები ჩავარდა და შესაბამისად ვერ მოესწრო გათბობის სისტემის დამონტაჟება" - აცხადებს ტარიელ მაისურაძე. ბუნებრივი აირი სოფლამდე მიყვანილია.

საბავშვო ბაღი დაახლოებით 50 ბავშვზეა გათვლილი. აღსაზრდელები მეზობელ სოფელ შინდისში დაჰყავთ, თუმცა რამდენიმე ბავშვის მშობელს, ადგილების შევსების გამო, რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.