მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა,
უწყებას ტექმომსახურება 60-ჯერ დაჭირდა. ეს იმ დოკუმენტებით ირკვევა,
რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია.
ჯამში, ტექსმომსახურებაზე 2017 წლის 3 თებერვლიდან (დანიშვნიდან)
დღემდე დაახლოებით 22 200 ლარი
გაიხარჯა.
ხელშეკრულებებია გაფორმებულია კომპანიებთან: ,,მოქლონი“,
,,მოტოსტარტი“, ,,იბერია ავტო“, ,,იბერია ლენდი“, ,,თეგეტა მოტორსი“,
,,ტოიოტა ცენტრი“ და რამდენიმე ინდმეწარმესთან.
ყველაზე მეტი მომსახურება ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 200"-ს დაჭირდა,
რომელიც 2012 წლის გამოშვებაა და გუბერნატორზეა განპიროვნებული.
აღნიშნულ მანქანის მომსახურების თაობაზე 20 ხელშეკრულებაა დადებული,
მათ შორის, ხუნდების, დისკების, ძრავის ზეთების, საბურავების და ა.შ.
შესყიდვაზე.
22 ათასი ლარიდან 6 586 ლარი კონკრეტულად ,,ტოიოტა LC 200"-ს ხუნდებს,
საბურავებს, ზეთებს და ა.შ. მოხმარდა. მაგალითად, ძრავის ზეთი სამჯერ
გამოცვალეს: მარტში, ივლისში და აგვისტოში.
გუბერნატორი იყენებს ასევე კიდევ ერთ ,,ტოიოტას“ (L
C -150)-ს, რომლიც თბილისში ,,სიტი
პარკს“ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (საცხოვრებელი ბინის წინ) სამჯერ ჰყავს
დაჯარიმებული.
გუბერნატორის ადმინისტრაციას ემსახურება:
1. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 200 (2012 წლის გამოშვება)
2. ტოიოტა ლენდკრუიზერი LC 150
3. ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო
4. ,,მიცუბიში“ L 200
5. სამი ერთეული - ,,შკოდა ოქტავია“
6. ერთი ერთეული - ვაზ #21213
საწვავი
2017 წლის 25 დეკემბერს გუბერნატორის ადმინისტრაციამ 28,6 ტონა
,,რომპეტროლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავის ტალონები შეიძინა.
ჯამში 60 000 ლარის
ღირებულების.
აქედან 2018 წლის იანვარში უკვე, 4,2 ტონა გამოიყენეს.
მიღება-ჩაბარების აქტები უკვე გააფრომეს.
28,6 ტონა ბენზინიდან 10 ტონა, 2 მანქანაზე, კერძოდ, გუბერნატორის
სახელზე განპიროვნებულ ,,ტოიტოტა ლენდკრუიზერ LC 200”-სა და
,,მიცუბიში L200”-ზეა გათვალისწინებული.
დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ ცალკე აღებულ 10 ტონა
ბენზინიდან, მიმდინარე წლის იანვარში, 1,2 ტონა უკვე დაიხარჯა.
ჯარიმები

2017 წლის
განმავლობაში თბილისში ,,სიტი პარკმა“ გუბერნატორის ორ მანქანაზე
ჯარიმა 7-ჯერ გამოწერა, აქედან, ოთხი ,,ტოიტოტა ლენდკრუიზერ LC 200”,
ხოლო სამი - ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ LC 150-ის“ არასწორი დგომის
გამო.
პირველი მანქანა გორის გამგეობას (2014 წლის პერიოდის უწყებას და
დღემდე არაა გადაცემული მერიას) ეკუთვნის, ხოლო მეორე მანქანა -
გუბერნიას.
ჯარიმები წლის სხვადასხვა დროსაა გამოწერილი, ყველა ვაჟა-ფშაველას
#39-თან. 210 ლარი დღემდე არაა გადახდილი. ბინა, რომელიც მეუღლეზეა
გაფორმებული, ვაჟა-ფშაველას #45-ში მდებარეობს.
ერთ-ერთი 10-ლარიანი ჯარიმა 9 თვის წინ დააკისრეს და დღემდე არ
გადაუხდია. ამის გამო, საურავი დაეკისრა და ამჟამად, ერთ კონკრეტულ 10
ლარიან დარღვევაზე 160 ლარი აქვს საუარავი.
ფოტოებზე: ,,სითი პარკის"
მიერ დაჯარიმებისას გადაღებული ფოტოები
სტატიის გამოყენების პირობები