რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სხვადასხვა
,,აბრამიანი", ბასილის კვერი და სხვა - საახალწლო ტრადიციები შიდა ქართლში
ხალხის რწმენით, ახალწლის მხიარულად და უშფოთველად გატარება მომავალ წელს ბედნიერად ყოფნის საწინდარია. ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანის სტუმრობას, ვინც ოჯახს პირველი ესტუმრებოდა. საახალწლო მეკვლეობის ტრადიის შესახებ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მდიდარი მასალა არსებობს.

მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, თამარ კოშორიძის კვლევის მიხედვით, შიდა ქართლში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ,,აბრამიანს“ და ,,ბასილის კვერს“. მაგალითად, 1940 წელს ჩაწერილი ინტერვიუს მიხედვით ცნობილი ხდება, რომ „აბრამიანი” სხვადასხვა სანოვაგით შემკული ტაბლა იყო. ხონჩის შუა ღორის თავი იდო, ხოლო სანოვაგით დატვირთულს ხონჩას გარშემო წმინდა სანთლები ენთო.

მაგალითად, სოფელ ატენში, ,,აბრამიანს“ და ,,ბასილის კვერს“ ღვინოსა და სანთელთან ერთად წინა ღამით ინახავდნენ საბძელში. ახალი წლის დილით, ოჯახის უფროსი ამ ხონჩას-აბრამიანს შეიტანდა სახლში და ყველას „დააბერებდა“ ლოგინშივე. თითოეულისათვის პირში უნდა ჩაედო თაფლი ან გოზინაყი და მიელოცა ახალი წელი. ოჯახში სუფრა გაშლილი იყო ნათლისღებამდე და აბრამიანიც სუფრის მშვენებად იდო.

ახალ წელსვე ატენში დილით შეიტანდნენ წიწვიანი ხის ნაჭრებს, შეუკეთებდნენ ცეცხლში და ნაპერწკლებს რომ გაჰყრიდა შეშა, შემკეთებელი იტყოდა: „ამდენი ცხვარი, ამდენი ძროხა და სხვ. ახალ წელს ულოცავდნენ საქონელსაც.

ფრონეს ხეობაში ჩაწერილი ინტერვიუებით ირკვევა, რომ ბასილას გამოცხობის შემდეგ, ვერცხლის ფულს პირთან ჩაარჭობდნენ და იმასაც აბრამიანში ჩასდებდნენ.

აბრამიანთან ჯამით იდგა ღორის ქონი და ყველანაირი მარცვლეული. მეკვლე ამ მარცვალს წყალს მიულოცავდა და წყალს წამოიღებდა. მერე ღორის ქონს წაუსვებდა ყველა კარს, რომ მსუქანი წელი მოვიდესო. მარცვალს იმიტომ ულოცავდა წყალს, რომ უხვი მოსავალი მოვიდეს წვიმიანი წელიწადი იყოსო.

მეკვლე ჩაივლიდა საქონელთან ბოსელში. საქონელს კვერცხს შემოავლებდა და კედელს მიახეთქებდა - ასე დაიქცეს თქვენი ავითვალით შემომხედავიო. მეკვლე ბასილადან ამოღებულ ვერცხლის ფულს პირში გამოავლებდა ოჯახის წევრებს და ეტყოდა: „ასე თეთრად დაბერდითო“, მერე თაფლიან პურს შეაჭმევდა და ეტყოდა: „ასე ტკბილად დაბერდითო“.

,,საერთოდ, ქართლში, საახალწლო დალოცვაში, მთავარი სიტყვაა „დაბერება“, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე (სიბერემდე) კეთილ სურვილს ნიშნავს. „ - აღნიშნავს თამარ კოშორიძე.

მეკვლე სამ დღეს არსად წავიდოდა, რომ საქონელი არ დაიფანტოს ამ წელიწადსო. ყველა თავის ბედის პურს შესჭამდა, ხოლო ბასილას კი, ნათლისღებამდე ინახავდნენ.

მცირედით განსხვავებული რიტუალი სრულდებოდა ახალ წელს სოფელ ბრეთში (ქარელის რაიონი).

აქ ახალი წლის სამზადისის დროს თონეზე აკრავდნენ ყველას ბედის პურს-ნიგვზით. აცხობდნენ სამ სხვა პურსაც: ახალი წელი, ძველი და ოჯახი. თუ რომელიმე პური ჩამოვარდებოდა, ძალიან ცუდი ნიშანი იყო. გააკეთებდნენ აბრამიანს. დიდ გორდაზე (თაბახზე) დაალაგებდნენ ამ პურებს, ღორის თავს, ტკბილეულს. ოჯახის წევრებს ფაქტობრივად მთელი ღამე არ ეძინათ.

დილით მეკვლე გავიდოდა გარეთ და შემოიტანდა აბრამიანს, მანამდე დააბრუნებდა კარზე და იტყოდა: „გააღე კარი“ . შინიდან შეეკითხებოდნენ: „რა მოგაქვს?“ პასუხად მეკვლე ილოცებოდა: „მე მომაქვს სავსე გორდა, აიმსეთ ღონითა და ჯანითა. ამის შემდეგ, მეკვლე მარჯვენა ფეხს შედგამდა სახლში და იტყოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემიკვალი ანგელოზისა“. მეკვლე მივიდოდა ოჯახის წევრებთან და ღვინით სავსე დოქზე შემოავლევინებდა ხელს შემდეგი სიტყვებით: „ასე აიმსეთ ჯანითა და ღონითა“, შეაჭმევდა ტკბილს და იტყოდა: ასე ტკბილათ დამიბერდითო“. დოქზე სანთელი ენთო. მერე მეკვლე მიულოცავდა საქონელს, ბოსელში კვერცხს შეიტანდა და ეტყოდა: „ესე დარგვალდითო“. კვერცხს თვითონ შესჭამდა“ .

ახალ წელს სოფელ ქურთაში ათ ბედის კვერს გამოაცხობდნენ. ამის შესახებ ცნობები მუზეუმს ეთნოგრაფმა ჯულიეტა რუხაძემ შემოუნახა.

ამ ცნობის მიხედვით, მაგალითად, ათი კვერიდან ერთ-ერთი იყო მხართ კვერი, რომელსაც განსაკუთრებულად მორთავდანენ ნიგვზითა და ჩამიჩით. ამ კვერიდან ამოჭრიდნენ ჯვარს და იმას ნათლისღებას გუთნისდედს ხარის ქედზე გადატეხავდა- ნაწილს თვითონ შეჭამდა, ნაწილს ხარს შეაჭმევდა და მცირე ნაწილს სათესლე ხორბალში შეინახავდა. გაზაფხულზე ამ კვერს თესლთან ერთად მინდორში გაიტანდნენ. მათვე სცოდნიათ ფუტკრის კვერის დაცხობაც, რაც ჩვენ მიერ სხვაგან არსად დადასტურებულა.

სრულიად განსხვავებული რიტუალი ჩაუწერია მ. ხუციშვილს ფრონეს ხეობის სოფელ ნულში 1944წ. მთხრობელი დარო ტაბატაძის გადმოცემით, „ახალი წლის ღამეს ლამფას არ ჩააქრობენ ბედნიერ ღამეს უნდა ენთოსო. თითოეულ ბავშვს ტახტის გადასასვლელზე ფეხსაცმელს დაუწყობდნენ - მიწაზე არ დადგას ფეხი და გრილა არ გაუჩნდესო (გრილა - ქუსლი გაუმაგრდებათ ხოლმე, ტკივილებიც იცოდა).

ახალ წელს რო გავიღვიძებდით ხოლმე, დედა ვარცლში ქვას დასდებდა, ყველას ზედ უნდა დაგვებანა ხელი-ჭიანჭველა არ გაჩნდესო. ერთმანეთს ხელს არ მოვკიდებდით - დაგიმუწუკდებათო“ .

შიდა ქართლის ერთ-ერთ უძველეს სოფელ ქვემო ჭალაში ჯულიეტა რუხაძეს განსხვავებული რიტუალის შესახებ მოუთხრეს. მთხრობელ დარო რაზმაძის გადმოცემით, ახალი წლისთვის დაკლული ქათამი განკუთვნილი იყო მეკვლისათვის, რომელსაც ქათმის მეკვლეს უწოდებს, ხოლო სოფელ საკორინთლოში (სოფელი ქვემო ჭალის გვერდით) მცხოვრები ნინო ქოზაშვილის გადმოცემით, ახალი წლის მეორე დღე ქათმის მეკვლეობაა.

ბედობა დღეს ქათმის მეკვლეობად მიიჩნევს სოფ. ხიდისთავში მცხოვრები ლ. რაზმაძეც. მისი ღრმა რწმენით, ოჯახში წვრილფეხის გამრავლება ბედობის დღის მეკვლეობასთან არის დაკავშირებული. ქათმის მეკვლეობად მოიხსენიებს ახალ წელს საღოლაშენის მცხოვრები (73წ) ბესო შუბითიძე: „ახალწელიწადს თუ ეწვევა ვინმე დილითა მაშინ სტუმარს საჭმელი უნდა მიართვა და კარქა დასვა, რომ კრუხი კარქად დაჯდესო. აბრამიანს ცხრილზედ აკეთებენ, ზოგი თონეს შემოუვლიდა“ .

,,საახალწლო ტაბლას შიდა ქართლის ყველა სოფელში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მასში მთავარია ბასილას ქანდაკება-რომელიც უნივერსალურია მთელი საქართველოსთვის, ბედის კვერები და ღორის თავი. აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია შევჩერდეთ წმინდა ბასილის ადგილზე ქართველთა საახალწლო რწმენაში. ბასილის კვერი საახალწლო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს და მისი ჭამა კი საწინდარია წმ. ბასილის მიერ მინიჭებულ კეთილდღეობასთან ზიარებისა. საერთოდ, ქართველი ხალხის საახალწლო დღეობათა ციკლში წმ. ბასილი (ბასილი დიდი) დღემდე ფართოდ ფიგურირებს და დღესასწაულთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენების მყარ ფიგურად გვევლინება. „ახალწელიწადს ეგრე ფიქრობდნენ ბასილობა არისო...ამ დღეს ვინც დაიბადებოდა ბასილი ან აბრამი უნდა დაგვერქმია. ბასილი და აბრამი ძმები ყოფილან“ . - აღნიშნავს მუზეუმის თანამშრომელი თამარ კოშორიძე.

იკრძალებოდა ცეცხლისათვის სულის შებერვა - მუცლის ბერვა იცისო; ოჯახიდან წყლის გატანა-ბარაქა გაჰყვება თანო

ბასილი დიდი ანუ ბასილი კესარიელი დაიბადა 329წ. კაბადოკიის ქალაქ კესარიაში დიდგვაროვანთა ოჯახში. ამ ოჯახის ხუთი წევრი ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. დიოკლეტიანეს დროს ეს ოჯახიც, ისევე როგორც სხვა ქრისტიანები, დევნას განიცდიდა და იმპერატორის რისხვას შვიდი წლის განმავლობაში პონტოს ტყეებში ემალებოდა.

პროფესორ ღამბაშიძის ცნობით, ბასილი კესარიელმა თავდაპირველი განათლება მამისა და ბებიისაგან მიუღია. შემდეგ კი, სწავლობდა ლესარიაში, კონსტანტინეპოლსა და ათენში, სადაც დაუმეგობრდა გრიგოლ ნაზიანელს. ბასილი 358წ მონათლულა და აქედან დაიწყო მისი, როგორც ქრისტიანი მოღვაწის გზა.

„კარიერის დასაწყისში ბასილი გატაცებული ყოფილა ასკეტური ცხოვრებით, რომელსაც გაეცნო ეგვიპტეში. სამშობლოში დაბრუნებულმა მდინარე ირისის სანაპიროზე დააარსა რამდენიმე მონასტერი, რითაც, ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას კაბადოკიაში. მის მიერ დაარსებული მონასტრები გამოირჩეოდნენ იმით, რომ ეწეოდნენ საქველმოქმედო საქმიანობას. ამით ბასილი გავლენას იხვეჭს ხალხში და სამღვდელოებაში. რიტორიკული ნიჭი და მჭერმეტყველება მას საუკეთესო მქადაგებლად ხდის. ამავე დროს, მას უხდებოდა ბრძოლა მისდამი მტრულად განწყობილი სასულიერო პირების წინააღმდეგ. 370წ. ბასილის ეპისკოპოსად ირჩევენ და ცხრა წლის განმავლობაში დაუღალავად იღვწოდა ეკლესიის, სამწყოსა და მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ. ბასილი დიდი გარდაიცვალა 49 წლის ასაკში. იგი მართლმადიდიებლობის ერთ-ერთი ყელაზე დიდი მამა იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის წმ.სამების გააზრების, თეოლოგიურად ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში. იგი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის პარალელურად მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობასაც ქმნიდა."
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის
კოლმეურნეობას!

,,ამხანაგებო, მიესალმეთ პატარა ოხერის სტალინის სახელობის კოლმეურნეობას!" - კვლავ გაისმა ტრიბუნიდან.

19:30 / 21.09.2019
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება,
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
17:45 / 13.06.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის
ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
გთავაზობთ მორიგ სახალისო გამოკითხვას სოფელ ხიდისთავის შესახებ. ის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა მუნიციპალიტეტში.
01:01 / 28.02.2019
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.