Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თომას მაკოვსკი: ,,ჩემი მუშაობის შედეგი სახეზეა"
პოლონეთის ყოფილი პარლამენტარი თომას (ტომაშ) მაკოვსკი მის გარშემო გორში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ სწორედ მისი მუშაობის შედეგად, მრავალი პროექტი მიმდინარეობს და მრავალიც განხორციელდა.

ამის შესახებ მან, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გაგზავნილ კითხვების პასუხად, განაცხადა. მას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ, ინფორმაცია არ გააჩნია:

,,ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს დაინტერესდა გორის გამგეობასთან ჩემი თანამშრომლობის საკითხით, არ მაქვს. შესაბამისად არც არავინ დამკავშირებია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი ვინს ინტერესდებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ჩემი თანამშრომლობით, იყვნენ ევროკავშირის ფონდები, პოლონური თვითმმართველი ერთეულები, საგარეო საქმეთა უწყებები, ბიზნესმენები და დიპლომატები. შედეგიც სახეზეა: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც პოლონურ-ქართული თანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნებოდა, პარტნიორი მუნიციპალიტეტები და სამხარეო ადმინისტრაციები, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები, სტაჟირებები პოლონურ თვითმმართველ ერთეულში. შეთხვევითი ნამდვილად არაა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრი იოანა ვრონეცკა 4 დღის წინ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგებნლებს შეხვდა და გორი იყო ერთადერთი ქალაქი, რეგიონებს შორის, სადაც ვიცემინისტრი პირადად ჩავიდა. მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ რთველის დღესასწაულს კი 5 ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩი დაესწრო. საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას სერიოზული მუშაობა და დამსახურება უნდა"
- აცხადებს თომას მაკოვსკი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება ნამდვილად დაიწყო და ის დაკითხვაზეც იმყოფებოდა. გამოძიება დაინტერესდა გამგეობის ,,ტურიზმის" ცენტრიდან პოლონეთის ყოფილი პარლამენტარისთვის ყოველთვიურად (დაახლოებით 1500 ევრო) ხელფასის სახით გადახდილი თანხის მოძრაობით.

გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე ამბობს, რომ ფაქტობრივად მაკოვსკი გამგეობის ლობისტს წარმოადგენდა პოლონეთში.

,,სწორედ, მისი დახმარებით მოვიპოვეთ პოლონეთიდან გრანტი, რომელიც ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებას უნდა მოხმარებოდა" - აცხადებს არსენ აზალაძე. მისი თქმით, უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ტურიზმის ცენტრმა ამისათვის დაიქირავა პოლონეთის ყოფილი მაღალჩინოსანი.

დავით ონიაშვილიც ადასტურებს, რომ ანტიკორუფციული სამსახური, სწორედ, მაკოვსკისთან ურთიერთობით დაინტერესდა: ,,თუ რამე დოკუმენტაცია დაჭირდება გამოძიებას, ჩვენ ვითანამშრომლებთ და მივაწვდით დამატებით ინფორმაციას" - აცხადებს ონიაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, ასევე, რომ ანტიკორუფციული სამსახური ამ ურთიერთობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთიდან დაბრუნდა. მან გუბერნატორსა და სხვა პირებს მოუთხრო, რომ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპული გრანტების მოპოვების სანაცვლოდ, გორის მერს თანამშრომლობა შესთავაზა. რა იგულისხმება მაკოვსკმა ამ თანამშრომლობაში, ჯირკველიშვილს ამის თაობაზე განმარტება არ მოუთხოვებია:

,,თვითონ მოვიდა, გამეცნო, თავი წარმიდგინა პარლამენტის წევრად. თქვა, რომ მომავალ პარლამენტის არჩევნებზეც იყრის კენჭს. იქვე ისიც გაირკვა, რომ უკვე იცნობდა პაპუნა კობერიძეს. პაპუნა ჩემამდე გორის გამგებელი იყო და მაკოვსკის გვითხრა, რომ გორთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდა" - იხსენებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

რამდენიმე დღის შემდეგ, გორის დელეგაცია სხვა ქალაქში მიიწვიეს. დელეგაციის წევრები ავტობუსით წავიდნენ, თუმცა, გორის მერს, როგორც პირველ პირს, მანქანით წასვლა შესთავაზეს.

,,მანქანაში მე და მაკოვსკი ვისხედით. ახლაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ მანქანაში. დაახლოებით 100 კმ მანძილი გავიარეთ. ამ კაცმა მითხრა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთში ბევრი გრანტი შემოდის და შეუძლია ამ გრანტის მოპოვებაში დაეხმაროს გორს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ვითანამშრომლებთო." - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ამის შემდეგ ზურაბ ჯირკველიშვილი ხედავს, რომ თომას მაკოვსკი აქტიურ თანამშრომლობას გორის გამგეობასთან და მის ხელმძღვანელთან, დავით ონიაშვილთან იწყებს. ,,ცოტა გულდასაწყვეტი უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ მერიის ნაცვლად გამგეობასთან იწყებს თანამშრომლობას. თუმცა, როგორც შემდეგ გავიგე, მას ვერ გაუმარჯვია არჩევნებში და გორში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ისე იმყოფებოდა და გარკვეულ ბიზნეს საქმიანობისთვის მოუკიდიათ ხელი, მაგალითად, მძღოლების დასაქმების პირობით მიჰყავდათ მოქალაქეები პოლონეთში" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

თომას მაკოვსკი ამბობს, რომ ის ქალაქსა და რაიონს ერთმანეთისგან არ ასხვავებს. ამბობს, რომ თანამშრომლობა უნდოდა გორთან: ,,არ გამიყვია ქალაქი და მუნიციპალიტეტის თემი ერთმანეთისგან. რამდენჯერმე შევხვდი ბატონ ზურაბს, მოლაპარაკებები ვაწარმოე რუსთავის მერთანაც, რადგან ჩემი ინტერესი პოლონურ-ქართული თანამშრომლობაა, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის მიმართულებით" - განმარტავს იგი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.