Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,იასონ მეწიგნე“ და გორი - იასონ კერესელიძე
გორში ყველამ იცოდა მათე კერესელიძისა და მარიამ ყანჩელის ქართული წიგნის მაღაზია, რომელიც კოპინაშვილის სახლში ოქონის ეკლესიის მახლობლად იმყოფებდა და ისყიდებოდა ყოველგვარი ქართული წიგნი. ამის შესახებ განცხადებები გაზეთების ,,დროებისა" და ,,ივერიის" ფურცლებზე იბეჭდებოდა.

ალბათ, სწორედ ამიტომ გაჰყვა წიგნების გამავრცელებლობის საქმეს მათი უფროსი ვაჟი იასონ კერესელიძე.

იასონი იყო მათეს და მარიამის უფროსი შვილი. მათე კერესელიძე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ასევე ბიბლიოთეკისა და თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელია.

მათი შვილი იასონ კერესელიძე 1917 წლიდან უკვე თავად იყო წიგნის გამომცემელი.


დახვრეტა


1923 წლის 21 მაისს, არაადამიანური წამებისა და ზეწოლის შემდეგ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე 14 თავდადებულ მამულიშვილთან ერთად იასონ კერესელიძეც დახვრიტეს.

დახვრეტილთა შორის იასონ კერესელიძე რიგით მე-13 გახლდათ და მისი დაპატიმრება უფრო ადრე მოხდა, ვიდრე დანარჩენი ,,დამკომის" წევრებისა.

განაჩენი სისრულეში 24 საათში იქნა მოყვანილი.

,,15 ქართველი ვაჟკაცის ,,დანაშაული" სამშობლოს სიყვარული და საქართველოსთვის ბრძოლა იყო. ის, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ,,ბანდიტურ მოძრაობას" და მუშურ-გლეხური სახელმწიფოს ,,ღალატს" უწოდებდა, სინამდვილეში, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო.

,,გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, მშვიდობით ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ", - ხმამაღლა ყვიროდა სიმონ ბაგრატიონ მუხრანსკი და მის სიტყვებს მოჰყვა თურმე იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით დაწყებული დამოუკიდებლობის ჰიმნი ,,დიდება", რომელსაც აყვნენ სხვებიც.

,,სამხედრო ცენტრის" საქმეზე დაპატიმრებულები 1923 წლის 21 მაისს, გამთენიისას, 4 საათსა და 30 წუთზე დახვრიტეს.


იასონის ახალგაზრდობა


ზურგზე წიგნებწამოკიდებული იასონი, ზაქარია ჭიჭინაძის მსგავსად, საქართველოს ყველა კუთხეში სასურველ სტუმრად იყო მიღებული. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იასონ მეწიგნეს ხალხი ,,გრძელ იასონად" - მოიხსენიებდნენ:

,,ნეტა სად დაიკარგა ჩვენი ,,გრძელი იასონი"?! რა იქნა, რომ აქამდის წიგნები აღარ მოგვაწოდაო."

მაშინ როცა რომანოვების მთავრობამ გორის მაზრაში, ,,ტირიფონის ველის" სამხედრო პოლიგონად გადაკეთება და იქაური გლეხების აყრასა და გადასახლებას გეგმავდა, იგი პირველთაგანი იყო, რომელმაც პრესის საშუალებით ხმა აღიმაღლა.

იგი არ მოერიდა არავითარ საშიშროებას, არიგებდა ხალხს, რათა არ დამორჩილებოდნენ მთავრობის დადგენილებას და არაფრით არ გადასახლებულიყვნენ. ხალხის ერთსულოვნებითა და შეუპოვრობით გადაწყვეტილება მალე შეიცვალა, რაშიც ლომის წილი პირველ მსოფლიო ომითაც იყო გამოწვეული.

აღსანიშნავია, ერთი ასეთი ფაქტიც, როცა ,,გრძელმა იასონმა" აჭარიდან ჩამოიყვანა რამდენიმე ბავშვი და სასწავლებელში მიაბარა იმ მიზნით, რომ ისინი სწავლის დამთავრების შემდეგ კვლავ აჭარაში დაბრუნდებოდნენ და სწავლა-განათლების საქმეში გარკვეულ წილს შეიტანდნენ.

საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაუფასდა და მალე საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრი გახდა.


იასონი 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ


1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციამ ხალხის მღელვარება გამოიწვია.

1921 წლის გაზაფხულიდან იწყება შეიარაღებული პარტიზანული გამოსვლები, რომლებმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.

რუსული ჯარები და რუსოფილი ქართველი აგენტები აჯანყებულებისათვის ყოველგვარი დახმარების საშუალებას წყვეტენ.

საბჭოური დაზვერვა ყოველნაირად ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის საქმიანობის, სამომავლო გეგმების თაობაზე, რისთვისაც საიდუმლო აგენტებს აგზავნიდა მისი გარემოცვის შესასწავლად. სწორედ, ამ საიდუმლო აგენტების მსხვერპლი გახდა იასონ კერესელიძე, რომელიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა.

იასონ კერესელიძის ოჯახში 1922 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ გაცემული N5169 ორდენის მიხედვით ჩეკას კომისარმა ჩაატარა ჩხრეკა და ამოიღო ოფიცრის სამხრეები, სხვადასხვა მიმოწერა, ვაზნები, ფოტოსურათები და რუკები.

ჩხრეკისას ასევე აღმოაჩინეს მოწმობა, რომ იგი იყო მეცხვარეთა ამხანაგობის წევრი და საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს N54 (წევრი).

და, რაც მთავარია, დაპატიმრების დროს იპოვეს შემდეგი სახის მოწმობა: ,,ამის წარმომდგენი ამხ. იასონ კერესელიძე არის ნამდვილათ კახეთის წითელი პარტიზანული რაზმის უმწყობრო გუნდის უფროსის თანაშემწე, რომელიც იმყოფება პირველ საარტილერიო დივიზიონთან, რასაც ვამოწმებ ხელის მოწერით და ბეჭდის დასმით."

იასონ კერესელიძის 1923 წლის 12 მაისის ჩვენებით ჩანს, რომ იგი გაერთიანებული იყო საზოგადოება ,,მწყემსში", სადაც:

,,მე ვმუშაობდი. ის და ცისკარაული ,,მწყემსში" ჩასაწერად მოვიდნენ. თავიდან ერთმანეთი ვერ ვიცანით, შემდეგ მე ვიცანი და მანაც გამიხსენა. არაბული ჩემი ოთახიდან გავიდა. გიგო არაბულს 1922 წლიდან ვმეგობრობდი. იგი კორიდორში ცისკარაულთან ლაპარაკობდა, როდესაც მე გამოვედი და მან მითხრა, რომ ,,მწყემსის" გარდა კიდევ სხვა საქმეც ჰქონდათ და რადგან ჩემ გარდა თბილისში სხვა ნაცნობი ვერ ნახეს, მთხოვეს, ალექსანდრე პაპიაშვილის რესტორანში წავყოლოდი და მათთვის მომესმინა."

კითხვაზე რა ურთიერთობა გვქონდათ ხევსურებთან, რომლებთან ერთადაც რესტორანში იყავით? იასონ კერესელიძის პასუხი ასეთია:

,,ხევსურებს საერთოდ არ ვიცნობდი, ისინი მეცხვარეებად გავიცანი და მათთან კარაქის შესახებ მქონდა საუბარი, რომლის გაცვლაც უნდოდათ ტანისამოსსა და მარილზე. რაც დავპირდი, იმიტომ რომ თავად ვიყავი ამით დაინტერესებული. მე ვთხოვე ფულის სესხება გ. მაღალოვს, რომელიც, სავარაუდოდ, კადეტის ქ. N4 ან 6-ში ცხოვრობს, რომ მეყიდა ხევსურებისგან კარაქი, რათა მისი ყიდვა-გაყიდვით ცოტა ფული მომეგო და ამით ცოტახენი თავი მერჩინა. ისინი მართლაც წავიყვანე რესტორან ,,პურ-ღვინოში"... არანაირი კავშირი ხევსურებთან არ მქონია, გარდა კარაქზე საუბრისა და მათი ამხანაგობა ,,მწყემსში" გაერთიანების სესახებ, რომლის წევრიც მე გახლავართ. გარდა ამისა, შემიძლია დავამატო, რომ იმის ნაცვლად ჩამედინა დანაშაული, რომელსაც მე მაბრალებთ, პირიქით, უკვე დავწერე ახსნა-განმარტება საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარის, ოკუჯავას სახელზე, რომ მოეცათ ჩემთვის უფლება, წავსულიყავი ხევსურეთში და შემერიგებინა შეიარაღებული გაქცეული ხევსურები. ამ საკითხზე ხევსურებსაც ველაპარაკე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო მათი შემორიგება. გარდა ამისა, ხევსურეთში ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს, რომელთა დახმარებითაც შევძლებდი საქართველოსთვის მხოლოდ სარგებელი მომეტანა და რასაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ ბრალთან, რომელსაც მიყენებენ, კერძოდ, ბანდიტებთან კავშირს.

იასონ კერესელიძე ამავე დაკიხვის ოქმის მიხედვით ორ კითხვაზეც სცემს შემდეგ პასუხს:

,,- რას იტყვით ჩოლოყაშვილის წერილის შესახებ, რომელიც არაბულს უპოვეს?- წერილის შესახებ არაფერი ვიცი, მხოლოდ ვნახე, რომ საქართველოს საგანგებო კომისიაში მას ჩამოართვეს წერილი და თქვეს, რომ ჩოლოყაშვილისგან იყო.

რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, იასონ კერესელიძე დახვრიტეს.

გამოყენებულია მარიამ მარჯანიშვილის ნაშრომი - ,,იასონ კერესელიძე - რიგით მე-13“
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020