Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ბრალი შეუმსუბუქეს კაცს, რომელმაც ცოლი ზამთარში გარეთ გააგდო, შემდეგ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა
ბრალი შეუმსუბუქეს მამაკაცს, რომელიც, თვითმკვლელობამდე ქალის
მიყვანის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული.
ნაცვლად მუხლისა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს 6-წლამდე, შეუფარდეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს 4 წლამდე.
გორის სასამართლომ ბრალდებულს თავისუფლება 3 წლითა და 6 თვით აღუკვეთა.
ცაგურიამ გორის სასამართლოს 2023 წლის ივლისის გადაწყვეტილება ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა. მსჯავრდებულს ერთი წლით გაუხანგრძლივა პატიმრობის ვადა, კერძოდ, პატიმრობის ვადა 4 წლითა და 6 თვით განუსაზღვრა.
ანა ცაგურია მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ეს იყო არა ჩვეულებრივი დანაშაული, არამედ ეს იყო გენდერის ნიშნით, თვითმკვლელობამდე ქალის მიყვანის მცდელობა.
რა მოხდა?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ მამაკაცმა ცოლ-შვილი ცივ ზამთარში გარეთ გააგდო.
პროკურორ ანა ცაგურიას განმარტებით, ქალმა და ბავშვებმა თავი შეაფარეს ბოსელს და ელოდებოდნენ კაცის თანხმობას სახლში შეშვებასთან დაკავშირებით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქმარი ცოლზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა, კერძოდ სცემდა. სცემდა ასევე მცირეწლოვან შვილებსაც.
,,მამაკაცი სასტიკად ეპყრობოდა მეუღლეს, ემუქრებოდა, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას, რაც გამოიხატებოდა არაერთგზის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით, ამის გამო ქალი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, ღამის საათებში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ კი ზამთრის ცივ ამინდში გააგდო სახლიდან გარეთ, ქალმა თავი შეაფარა პირუტყვის სადგომს და იქ მყოფი ელოდებოდა დართავდა თუ არა ნებას, დაბრუნებულიყო სახლში. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედებებით, მამაკაცმა მიიყვანა თვითმკვლელობის ცდამდე, კერძოდ მეორე დღეს, დილის საათებში, საცხოვრებელ სახლში დაზარალებულმა სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ ზონრის გამოყენებით ცდილობდა ჩამოეხრჩო თავი, თუმცა ადგილზე მყოფი პირების დროული რეაგირებისა და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.'' - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
პროკურორის განცხადებით, მსჯავრდებულს მიაჩნდა, რომ მას მის მეუღლესთან, როგორც ქალთან მიმართებით, ეკავა უპირატესი მდგომარეობა, შესაბამისად, ცოლს, როგორც ქალს, არ ჰქონდა უფლება უკმაყოფილება გამოეთქვა ქმრის ქცევის თაობაზე და მის მიერ ალკოჰოლის ხშირად მოხმარებასთან დაკავშირებით.
არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა სასამართლოსათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მამის მიერ მათ მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტები, კერძოდ: მამა ეჩხუბებოდა და ხანდახან სცემდა კიდეც, თუ არ იძინებდა. ამ მიზეზით ერთხელ თავშიც წამოარტყა, რა დროსაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე სცემდა მეორე ბავშვსაც, ვინაიდან ისიც ეუბნებოდა, რომ არ დაელია. ბავშვებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ ცივ ზამთარში გარეთ, დედასთან ერთად გააგდეს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани