ახალი ამბები
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს სასჯელი შეუმცირეს 5 თვემდე ვადით - დამცავი ორდერის სანაცვლოდ
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს სასჯელი შეუმცირეს 5 თვემდე ვადით, ხოლო დარჩენილი ერთი თვე ჩაანაცვლეს დამცავი ორდერით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული უ.გ, გარდა ძალადობისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ახორციელებდა ოჯახის წევრის მიმართ ადევნებასაც.

დაზარალებულების განცხადების შემდეგ, ბრალდებული 18 ივნისს დააკავეს. 20 ივნისს კი განაჩენი გამოცხადდა. როგორც ჩანს, ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

გორის სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო, მას მიესაჯა 6-თვიანი პატიმრობა, 1 წელი კი - პირობითი ვადით. ხოლო ადევნების ნაწილში მიუსაჯეს 6 თვე პატიმრობა, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად.

2024 წლის 17 სექტემბერს მიღებული ,,ამნისტიის კანონის'' მიხედვით, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. ადევნების ნაწილში გაუნახევრდა 3 თვემდე, ხოლო ოჯახში ძალადობის ნაწილში შეუმცირდა 5 თვემდე..

იმისათვის, რომ მასზე გავრცელებულიყო ამნისტია, საჭირო გახდა დაზარალებული ქალების თანხმობა. დაზარალებულებმა სასამართლოს მიმართეს განცხადებით, რომ სასჯელი შემცირება მომხდარიყო დამცავი ორდენის სანაცვლოდ.

ამ კანონის მიხედვით, ბრალდებულმა ციხეში გაატარა 5 თვე, ხოლო 1 თვე აკრძალული ჰქონდა დაზარალებულებთან სიახლოვე, როგორც სახლთან, ასევე სამსახურთან.

 

Print