Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« февраль 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტში ქარის ელექტროსადგურმა ქარს ვერ გაუძლო
ქარელის მუნიციპალიტეტში ქარმა ქარის ელექტროსადგური დააზიანა. კერძოდ, დამტვრეულია ფრთები.

როგორც კოდავარდისუბანში გვითხრეს, ელექტროსადგური რამდენიმე წელი მუშაობდა, ხოლო ფრთები დაზიანდა მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი იყო და სოფელშიც რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.

მათთვის უცნობია, თუ ვინ დაამონტაჟა ელექტროსადგური სოფლის თავზე - მირდატის სახელობის ეკლესიის გვერდით. გადმოცემით იციან, რომ მესაკუთრე სპორტსმენია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ქარის ელექტროსადგური დამონტაჟებულია იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ანგარიშების მიხედვით, სოფელ კოდავარდისუბანში ქარის ელექტროსადგურის მონტაჟი მოითხოვეს 2021 წლის ივნისში. თუმცა, მთელი რიგი მოთხოვნების შეუსაბამობის გამო, მისი განხილვის წარმოება შეწყდა.

ამის შემდეგ, ახალი მოთხოვნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით, აღარ განხილულა. თუმცა, კოდავარდისუბანში ქარის ელექტროსადგური მაინც ააშენეს. როგორც მინისტროს მოადგილის განცხადებიდან ჩანს, სოფლის თავზე ქარის ელექტროსადგური უნდა მოხმარებოდა მაინინგის სისტემას.

პირი, რომელმაც 2021 წელს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა მოითხოვა ლევან გუგუჩიაა. მისი საცხოვრებელი ქარელია. ფლობს რამდენიმე კომპანიას - ,,ნიუ ენერჯი ჯგუფს'' და ა.შ.

იგი გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს პირდებოდა, რომ ელექტროსადგური აშენდებოდა კერძო ტერიტორიაზე და გაიზრდებოდა ტურბინების რაოდენობა. კერძო ტერიტორია იმ პერიოდში ეკუთვნოდა გორში მცხოვრებ გაბრიელ ჯანაშვილს.

2022 წლიდან ამ მიწის მფლობელი კომპანია ,,ტოპ ოფ ჯორჯია - სნეილს'' გახდა, რომლის მფლობელი საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე დავიდ-ნუგზარ დვირია. მან კაკლის ბაღები გააშენა და როგორც ადგილობრივებმა თქვეს, ლოკოკინის შეგროვებასაც აწარმოებს.

ქარის ტურბინები კი აშენდა მისი მიწის ნაკვეთის გვერდით.

რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას, მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ასეთი პასუხი გასცა მაინერს:

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განიხილა თქვენი მიმდინარე წლის 15 ივნისის N10532 სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდავარდისუბანში მიკრო სიმძლავრის ქარის ტურბინის მოწყობასა და ექსპლუატაციას.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში განხილულია არა უშუალოდ საპროექტო ტერიტორიის და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, არამედ რეგიონის ზოგადი დახასიათება. ამასთან, სკრინინგის განცხადებაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ:

● წარმოდგენილი სკრინინგის განცხადებიდან არ იდენტიფიცირდება რამდენი ერთეული ქარის ტურბინის დამონტაჟებას გეგმავს საქმიანობის განმახორციელებელი და არ არის მოცემული საპროექტო ტერიტორიაზე (ს/კ68.05.41.378) ქარის ტურბინების განთავსების კონკრეტული ლოკაციები (მაგ: GPS
კოორდინატები). მათ შორის დაზუსტებას საჭიროებს ქარის ტურბინ(ებ)ის განთავსებიდან მანძილი უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე ან/და სხვა კერძოსაკუთრებამდე;

● სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ორნითოფაუნაზემოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადებაში მოცემული უნდა იყოს ზედაპირული და გრუნტისწყლებზე ზემოქმედების შესახებ საკითხები;

● დაზუსტებას საჭიროებს წყლის გამოყენებისა და სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების მართვის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ნიადაგის ნაყოფიერ ფენაზე და გრუნტზე ზემოქმედებისა და მისი შემდგომი მართვისშესახებ;

● დაზუსტებას საჭიროებს ინფორმაცია სამშენებლო და მოწყობითი სამუშაოების შესახებ, მათ შორის ზემოქმედების საკითხი და სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა;

● სკრინინგის განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მცენარეულ საფარზე ზემოქმედების შესახებ;

● სკრინინგის განცხადებაში განხილული უნდა იქნას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი ნარჩენების და მათი შემდგომი მართვის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადების თანახმად, ქარის ტურბინების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დატვირთვის მიზნით მოხმარდება მაინინგის სისტემას. დაზუსტებას საჭიროებს გამომუშავებული ენერგიის გამოყენების, მათ შორის მაინინგის სისტემის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადებაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს ტრანსფორმატორის ან/და სხვა მსგავსი მოწყობილობის განთავსების შესახებ ინფორმაცია;

● დაზუსტებას საჭიროებს სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე ატმოსფერულ ჰაერზე მოსალოდნელი ზემოქმედების საკითხი;

● სკრინინგის განცხადების მიხედვით, ტურბინის დაბალი სიმძლავრიდან გამომდინარე არ ექნება ხმაური და ვიბრაცია. ვინაიდან, ქარის ტურბინის ექსპლუატაცია დაკავშირებულია ხმაურის გავრცელებასთან, შესაბამისი გამოთვლებისა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (ტურბინების
რაოდენობა, არსებული ბუნებრივი ბარიერები და მანძილი უახლოეს რეცეპტორებამდე) დაზუსტებას საჭიროებს საპროექტო ტურბინების ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის გავრცელების დონის შესახებ ინფორმაცია;

● სკრინინგის განცხადების თანახმად, ქარის ტურბინის განთავსება დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. გაცნობებთ, რომ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების გარეშე მისი არასასოფლოსამეურნეო დანიშნულებით გამოყენება დაუშვებელია;

● სკრინინგის განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

სამინისტრო სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით იმსჯელებს ზემოაღნიშნული შენიშვნების შესაბამისად შესწორებული სრულყოფილი სკრინინგის განცხადების წარმოდგენის შემდეგ.'' - წერს ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020