Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის ცნობით, დღეში საშუალოდ 4 410 საჯარიმო ქვითარი ეგზავნება დამრღვევებს
2023 წლის 1 იანვრიდან შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემება'' საჯარიმო ქვითრის ადრესატისათვის გაგზავნას ახდენს.

ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ, 2023 წლის 19 აპრილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსმა შალვა ბულაშვილმა კომპანიას აცნობა, რომ მისი მუშაობით უკმაყოფილია და მასთან ხელშეკრულება წყდება.

ამის მიზეზად ბულაშვილი ასახელებს იმას, რომ დამრღვევ მოქალაქეთა უმრავლესობას საჯარიმო ქვითრები ბინაზე დროულად არ მისდის. ასევე, დარღვეულია სხვადასხვა პროცედურები.

საჯარიმო ქვითრები კი შედგენილია საქართველოს მასშტაბით, ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებზე.

19 აპრილის წერილით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნულ კომპანიასთან წყვეტს ურთიერთობას, ხოლო გამოთავისუფლებულ თანხას, დაახლოებით 450 000 ლარს სხვა კომპანიას მისცემს ქვითრების დასარიგებლად.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსი, შალვა ბულაშვილი შემდეგი შინაარსის წერილს სწერს კომპანია ,,საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების'' დირექტორს:

,,გადამოწმებულ იქნა ძირითადად 2023 წლის 01 იანვრის 01 თებერვლისა და 03 თებერვლის გზავნილების ძალიან მცირე ნაწილი და აღმოჩნდა, რომ გზავნილების მიწოდებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობების და ვადების დარღვევას მიმწოდებლის მხრიდან აქვს სისტემატიური ხასიათი, რაც ფიქსირდება შემოწმებულ გზავნილთა აბსოლიტური უმრავლესობასთან მიმართებაში.

კერძოდმეორე ვიზიტი განხორციელებულია არაჯეროვნად, ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე ადრე, ასევე ვიზიტების რაოდენობა აღემატება 2-ს. ორი ვიზიტის შემდეგ არ მოხდა წერილის განადგურება.

შალვა ბულაშვილის ცნობით, ზოგჯერ ქვითრების ჩაბარება მაშინ ხდება, როდესაც მოქალაქეს ჯარიმა გადახდილი აქვს. ხოლო ზოგიერთი ქვითარი ჩაბარებულია ადრესატზე, მაგრამ არ ფიქსირდება ადრესატის ხელმოწერა.

,,სულ, შემოწმებული გზავნილებიდან, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება ფიქსირდება 212 გზავნილთან მიმართებაში. ასევე, 44 გზავნილთან მიმართებაში გადაცილებულია მომსახურების გაწევის ვადები, ჯამურად 496 კალენდარული დღით. გარდა ზემოაღნიშნულისა, მხედველობაშია მისაღები, რომ შემოწმებულ გზავნილთა 100 %-ს შემთხვევაში, პირველ ვიზიტზე, ფიქსირდება სტატუსი მისამართზე არავინ იყო. თეორიულად ეს შესაძლებელია, პრაქტიკულად კი ნაკლებად სავარაუდო.'' - აღნიშნულია შალვა ბულაშვილის წერილში.

მისი განმარტებით, მხედველობაშია მისაღები, გზავნილთა რაოდენობა, რომელიც ვიზიტებისათვის ეგზავნება მიმწოდებელს.

,,2023 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში გზავნილთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 4 410-ს. ელექტრონული პროგრამის მიხედვით, ხდება შემთხვევები, როდესაც ორი დღის გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, ვიზიტი ხდება ერთ დღეს, მაგალითად, მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ელექტრონული პროგრამის მიხედვით, 2023 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 13:00-19:00 საათების შუალედში განხოციელებულია 01 და 02 თებერვლის გზავნილების პირველი, ჯამურად 8 219 ვიზიტი საქართველოს მასშტაბით.''

,,მარტივი განსასაზღვრია, თუ რა მასშტაბის ცოცხალ ადამიანურ რესურსს საჭიროებს საქართველოს მასშტაბით, დღე-ღამის გონივრულ მონაკვეთში, ერთ დღეს, 8 219 სხვადასხვა ვიზიტის განხორციელება და გამოსარკვევია მიმწოდებელი ფლობს თუ არა სათანადო რესურსს, ერთ დღეს განახორციელოს ორი ან რამდენიმე დღის გზავნილების შესაბამისი ვიზიტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულის გამოკვლევა აზრს მოკლებულია'' - აღნიშნავს შალვა ბულაშვილი.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.