Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
რა გახდა 5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - ახლობლის კომენტარი
გორის მერიის თანამშრომლის ცნობით, გორში, 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც წითელით იყო დაინფიცირებული. მისი ინფორმაციით, ბავშვი არ იყო აცრილი.

,,საშინელი ფაქტი მოხდა. ჩემი მეზობლის 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა წითელით, აუცრელი'' - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

მოგვიანებით, დადგინა ბავშვის ვინაობა და მისი ოჯახის ახლობლებთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა გაჩნდა. ოჯახის ახლობლის ცნობით, ბავშვს ჩუტყვავილა ჰქონდა.
"თავ­და­პირ­ვე­ლად, ბავ­შვს და­ე­წყო კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, დედა ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და "გორ­მე­დის" პე­დი­ატრს, ნი­ნი­აშ­ვილს, თუმ­ცა, მან ურ­ჩია, რომ ბავ­შვი გა­რეთ არ გა­ეყ­ვა­ნათ და შინ ემ­კურ­ნა­ლათ მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, როცა გა­მო­ნა­ყარს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაც და­ერ­თო, ბავ­შვის დე­დამ კვლავ და­უ­რე­კა ექიმს, რო­მელ­მაც ისევ მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ მკურ­ნა­ლო­ბა შინ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და რა­ღაც მა­ზიც და­უ­ნიშ­ნა, ამის შემ­დეგ ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, ოჯახ­მა მი­იყ­ვა­ნა თომა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში, ბავ­შვს კი­დუ­რებ­ზე შე­შუ­პე­ბაც აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც დე­დამ ექიმს შეს­ჩივ­ლა, მაგ­რამ მან უთხრა, რომ მორ­ჩე­ნის­კენ მი­დი­ო­და ჩუ­ტყვა­ვი­ლა.''

,,ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა გა­დას­ხმის ან სხვა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ როცა მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ პა­ცი­ენტს ვე­რა­ფერს უკე­თებ­დნენ, ბავ­შვის თბი­ლის­ში რე­ფე­რი­რე­ბის­თვის ექიმს რე­ა­ნი­მო­ბი­ლით დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს, მაგ­რამ მიხ­ვდნენ, რომ ვერც ეს სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბო­და, ამი­ტომ ჩას­ვეს ბავ­შვი კერ­ძო ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში.''

,,გზა­ში თომა კი­დევ უფრო ცუ­დად გახ­და, ვე­ღარ სუნ­თქვდა, ოჯახ­მა გა­ა­ჩე­რა გზად შემ­ხვედ­რი პატ­რუ­ლი და სთხო­ვა, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ და სწრა­ფად მი­ეყ­ვა­ნათ კლი­ნი­კამ­დე. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყვე­ლა, მშობ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, 26 წლი­სე­ბი, ეს ერთი შვი­ლი ჰყავ­დათ, ოჯა­ხის და ნა­თე­სა­ვე­ბის მო­საზ­რე­ბა ცალ­სა­ხაა - ბავ­შვი და­ი­ღუ­პა ექი­მის მხრი­დან არას­წო­რი მარ­თვის შე­დე­გად ", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ნა­თე­სავ­მა ლუ­ი­ზა სახ­ვა­ძემ, რომელთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა ჩაწერა.

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კას, "გორ­მე­დის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მშობ­ლებ­მა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მი­იყ­ვა­ნეს კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, შემ­დგომ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და თვით­ნე­ბუ­რად წა­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.