Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ლეონისა და ოსების აჯანყება რუსების წინააღმდეგ (1810-1811 წწ)
მთიულეთის აჯანყების (1804 წ.) ჩახშობის და რუსეთის მოწინააღმდეგე
ბატონიშვილების ქვეყნიდან გადასახლების შემდეგ რუსეთმა
ამიერკავკასიაში პოზიციები გაიმყარა.
ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ღირსეული და სრულიად გამორჩეული წარმომადგენლია ლეონ იულონის ძე ბატონიშვილი. მან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ადრეული ასაკიდან დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელა. მისი სახელი უსამართლოდ არის მივიწყებული.
ლეონი დაკავშირებულია ოსების 1810- 1811 წლების აჯანყებასთან, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რუსების წინააღმდეგ წარმოებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.
ლეონის შესახებ პირველი საგაზეთო სტატია 1883 წელს გაზეთ ,,დროებაში'' დაიბეჭდა. მისი ავტორი გ. ჩოჩიშვილია.
30 წლის შემდეგ, 1913 წლის 25 დეკემბერს გაზ. ,,სახალხო გაზეთმა'' (#1077) კვლავ გამოაქვეყნა აკ. აბესაძის სტატია ,,ლევან ბატონიშვილი ოსეთში და ოსეთის ამბოხება (1810-1811 წ.)''.
იულონის ოჯახმა თბილისი 1795 წელს, კრწანისის ომში ქართველების დამარცხების შემდეგ, რიგით მოქალაქეებთან ერთად, დატოვა. იულონმა ოჯახი ჯერ დუშეთში, შემდეგ კი მთიულეთში გახიზნა, მცირე ხნის შემდეგ (ამავე წლის ოქტომბერში) კი ქართლში (ჯერ გორში, შემდეგ კი პატარა ლიახვის ხეობაში).
ამ დროს ლეონი 9 წლის ყმაწვილი იყო. პატარა ლიახვის ხეობაში იულონის ოჯახი სოფელ ბელოთში ცხოვრობდა. აქ იულონს ჰქონდა ციხე-სიმაგრე და სამსართულიანი სახლი. აღნიშნული სამფლობელო იულონს 1777 წელს, სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით, ქსნის ერისთვებისთვის მამულის ჩამორთმევის შემდეგ, გადაეცა.
გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის აპრილში, იულონი ოჯახიანად იმერეთს გადავიდა და სოლომონ II-ეს შეეკედლა. მას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენისთვის. ამ დროს ლეონი 15 წლის იყო.
ლეონის აქტიური და უშუალო ჩაბმა პოლიტიკურ პროცესებსა და რუსეთის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებში მთიულეთის აჯანყებას უკავშირდება. 1804 წელს ლეონი 18 წლის გახდა, ესე იგი, ქართული ტრადიციის მიხედვით, უკვე სრულწლოვანი იყო.
1804 წლის მაისში ციციანოვმა ერევანზე გაილაშქრა, რასაც მთიულეთის აჯანყება მოჰყვა. იმერეთში მყოფი იულონი და ფარნაოზი ივნისის ბოლოს ქართლში გადმოვიდნენ. რუსებმა იულონი რამდენიმე მხლებელთან ერთად შეიპყრეს. ამ დროს მასთან ფარნაოზის გარდა იმყოფებოდნენ მისი შვილებიც - ლეონი და ლუარსაბი, რომლებმაც მოახერხეს ალყიდან თავის დაღწევა.
ლუარსაბი კვლავ იმერეთში დაბრუნდა, ლეონი კი ფარნაოზთან ერთად სპარსეთში, იქ მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან, გადავიდა.
სპარსეთში ლეონი უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა და სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში ჩაება. შესაძლო იყო რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობის დარეგულირების შემთხვევაში (რომლის ცდებიც იყო XIX საუკუნის დასაწყისში) იგი ადვილად გაეწირა სპარსეთის სამეფო კარს და გარიგების ობიექტი გამხდარიყო.
ლეონს ხიფათი იმ შემთხვევაშიც მოელოედა, თუ სპარსეთისთვის მიუღებელ ნაბიჯს გადადგამდა. ერთი სიტყვით, ლეონის ბედი მთლიანად სპარსეთის მხარეზე იყო დამოკიდებული. ეს კარგად იცოდა მამამ _ იულონ ბაგრატიონმა, რომელიც, ლეონის სპარსეთიდან გადმოყვანის და მასთან გაგზავნის მოთხოვნით, წერილს წერილზე აგზავნიდა რუსეთის საიმპერატორო კარზე და კავკასიურ ადმინისტრაციასთან.
როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა თავისი ვაჟის ლეონის შეუპოვარი ხასიათი და მისი შეურიგებელი დამოკიდებულება რუსების მიმართ _ ოჯახის და მამის გარეშე საქართველოში მარტო დარჩენილი ლეონი აუცილებლად ჩაებმებოდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში _ ეს კი კარგს არაფერს უქადდა ახალგაზრდა ბატონიშვილს.
იულონს უნდოდა იგი თავისთან ჰყოლოდა და ასე აერიდებინა მისთვის ხიფათი. იულონ ერეკლეს ძის შიში გამართლდა.
1805 წლის ივნისში ციციანოვი უკვე სპარსეთის დედაქალაქზე ლაშქრობით და ირანული ქალაქების: მაზანდერანის და გილიანის დაპყრობით იმუქრებოდა, თუმცა ზავილევსკისთან მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ თანახმა იყო დაგეგმილი ოპერაცია შეეჩერებინა, თუკი ბაბა-ხანი რუსეთის ხელისუფლებას ალექსანდრე ერეკლეს ძეს, თეიმურაზ გიორგის ძესა და მათ ნათესავ _ ლეონ იულონის ძეს გადასცემდა.
კავკასიის რუსული ადმინისტრაცია არც თუ უსაფუძვლოდ შიშობდა, რომ სპარსეთი შეეცდებოდა ლეონი მის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დასარაზმავად გამოეყენებინა. აქედან ირკვევა, რომ ლეონი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო როგორც სპარსეთის, ასევე რუსეთის მხარისთვისაც.
1810 წელს ირან-თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება რუსების წინააღმდეგ ერთობლივი საბრძოლო მოქმედების შესახებ. ამ საქმეში ჯერ საფრანგეთმა, შემდგომ კი ინგლისმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. შედგა სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც ამიერკავკასიაში მყოფი რუსეთის ჯარებისთვის ოთხივე მხრიდან უნდა შეეტიათ.
1810 წლის ივლისში აჯანყებულ იმერეთში ახალციხიდან დაბრუნდა სოლომონ II და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. მან საათაბაგოდან ჩამოიყვანა 24 წლის ლეონ იულონის ძე ბაგრატიონი და ქართლის ჩრდილო რაიონებში შეგზავნა.
მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოსმალეთმა და სპარსეთმა სამი ბაგრატიონიდან ლეონ იულონის ძე ამოირჩიეს და საკმაოდ ახალგაზრდა ბატონიშვილს დააკისრეს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც ქართველი ხალხის აჯანყების ხელმძღვანელობა იყო.
1810 წლის 26 ივნისს ლეონი უკვე ქართლში, კერძოდ კი სოფელ კეხვში იმყოფებოდა.
იგი ჩასვლისთანავე შეუდგა აჯანყების სამზადისს; მან დაიწყო პროკლამაციების გავრცელება მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, რომლებითაც აჯანყებისკენ მოუწოდებდამოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელს. ლეონმა საკმაოდ სწრაფად შეძლო აჯანყებულთა შეკრება, მისი ხელმძღვანელობით აჯანყებულები ცხინვალში მდგომ რუსულ გარნიზონს დაესხნენ თავს.
1810 წლის 5 სექტემბერს ახალქალაქთან რუსებმა სასტიკად დაამარცხეს ოსმალთა ჯარი. სექტემბერში ხანისწყალთან სოლომონ II-ეც დამარცხდა. სოლომონი ახალციხეში გადავიდა. ამის შემდეგ ლეონი ფაქტიურად მარტო აგრძელებდა ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.
რუსებს ხელ-ფეხი გაეხსნათ ქართლის ჩრდილოეთ რაიონებზე შეტევისთვის. 1810 წლის სექტემბრის ბოლოს რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ ლეონის და აჯანყებული ოსების დასასჯელად გაგზავნა პოლკოვნიკი სტალი.
30 სექტემბერს პატარა ლიახვის ხეობაში მოხდა სისხლისმღვრელი ბრძოლა რუსთა ჯარსა და 2000 ოსს შორის, რომელიც ამ უკანასკნელთა დამარცხებით დამთავრდა.
ოსები ჯავის ხეობაშიც დამარცხდნენ. მოხდა სასტიკი ანგარიშსწორება. რუსებმა ოცი სოფელი დაწვეს, დაანგრიეს საგვარეულო კოშკები. რუსების შესაჩერებლად ამ ხეობის მოსახლეობამ გაგზავნა 12 უხუცესი, მათ მიესაჯათ თბილისის ქუჩებში ყელზე ხმალჩამოკიდებულებს გაევლოთ, რის შემდეგაც ტორმასოვმა შეიწყალა ისინი.
რუსებმა ქართველი თავადებიც დასაჯეს: ლუარსაბ მაჩაბელი რუსეთში გაგზავნეს. ბაადურ ბორტიშვილი კი თბილისის საპყრობილეში მოკვდა.
1811 წლის 7 თებერვალს გორში ჩამოახრჩვეს თოხ და ბიბო სანაკოშვილები და კასია, მათი ოჯახები კი ციმბირში გადაასახლეს.
1810 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავარმმართველმა ტორმასოვმა უბრძანა პოლკოვნიკ სიმონოვიჩს, რომ შეეკრა იმერეთისა და ქართლის ჩრდილოეთი რაიონების დამაკავშირებელი გზები. ლეონი იძულებული გახდა დვალეთში ნარას ხეობაში გადასულიყო.
ლეონის საქართველოში გადმოსვლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება მის
შეპყრობას მასთან დაახლოვებული პირების მოსყიდვით ცდილობდა. ცნობილია
ლეონის მიერ დასჯილი იერემია ბაგრატიონის ისტორია, რომელიც
ღალატისთვის ჩერქეზეთში იქნა გაყიდული.
ლეონის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს კათალიკოის-პატრიარქის _ ანტონ II-ის რუსეთში გამგზავრებასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ანტონ II-ის რუსეთში გამგზავრებას რუსეთის საიმპერატორო კარი 1810 წლის ზაფხულისთვის გეგმავდა.
საქართველოს მთავარსარდალ ტორმასოვისთვის ცნობილი გახდა, რომ ლეონ იულონის ძეს გზიდან მისი გატაცება ჰქონდა განზრახული. ამის გამო რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართა.
შემუშავდა მთელი რიგი პუნქტები. რუსებს უნდა გადაემოწმებინათ აღნიშნული ხმები. საბოლოოდ, ანტონ II თბილისიდან პეტერბურღს 1810 წლის 3 ნოემბერს გაემგზავრა. ლეონ ბატონიშვილის მხრიდან მისი გატაცების შიშით რუსეთის ხელისუფლებამ იგი კაზაკთა გაძლიერებული დაცვით გააცილა. ანტონ II რუსეთში აღესრულა.
ლეონი ხალხში სიყვარულითა და ერთგულებით სარგებლობდა.
ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ იგი ალყიდან ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას და რუსები მრავალი მცდელობის მიუხედავადვერ ახერხებდნენ მის შეპყრობას.
დოკუმენტური წყაროები მოწმობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ სერიოზული სასჯელის მიუხედავად, როგორც მაღალი, ასევე დაბალი სოციალუ#რი ფენის წარმომადგენლები, უყოყმანოდ, აშკარად თუ ფარულად, ეხმარებოდნენ და ერთგულობდნენ მას.
ერთგულებას ლეონიც საპასუხო გრძნობით პასუხობდა. იგი ითვალისწინებდა ოსი ხალხის მდგომარეობასაც, რომლის წინააღმდეგაც რუსები სასტიკ ზომებს მიმართავენ: ამყოფებენ ეკონომიკურ იზოლაციაში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ოჯახიანად ასახლებდნენ ციმბირში, აპატიმრებდნენ მათ და მათი ოჯახის წევრებს.
დასჯის ერთ-ერთ ზომას ჩამოხრჩობა წარმოადგენდა. ოს მოსახლეობას განსაკუთრებულ ზიანს სადამსჯელო ექსპედიციები აყენებდა, რომლის დროსაც რუსები ცეცხლს უკიდებედნენ ოსების სოფლებს და ნათესებს, ანგრევდნენ საგვარეულო კოშკებს... ლეონმა საქართველო მხოლოდ მაშინ დატოვა, როდესაც მისი აქ ყოფნა ფაქტიურად შეუძლებელი და ძალიან საშიში გახდა როგორც მისთვის, ასევე ოსებისთვის. რუსებისგან შევიწროვებულმა ლეონ იულონის ძემ ახალციხეში წასვლა გადაწყვიტა. გზად ბორჯომის ხეობაში, გოგიას ციხესთან, შეისვენა, სადაც ქართლს სათარეშოდ მომავალი ლეკების მსხვერპლი გახდა.
ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლის მკვლელობა არც დაღესტნელებმა აპატიეს თავიანთ თანამემამულეებს. ბაგრატ ბატონიშვილი წერდა: ,,მსმენელთა დაღესტანსა შინა ლეკთა იწყინეს ესე, რეცა დადებად სისხლისა სამეფოსა სახლისა საქართველოისა. სოფლის მის კაცთა ჰქმნეს აბოხი და სრულიად მოსწყვიტნეს სახლე#ულნი მათ ლეკთანი, რომელთა მოეკლათ ლეონ'' .
ლეონი უკანასკნელ გზაზე გააცილა ციციშვილების ხვედურეთელმა ყმამ დიონოსიმ, რომელმაც ,,მეფის ასულისა მარიამის თხოვით დაასაფლავა ყინცვისის წმინდის ნიკოლოზის გაუქმებულსა მონასტერში'', მძოვრეთის ხეობაში.
1810-1811 წლების ანტირუსული აჯანყება დამარცხდა.
ქვეყნდება შემოკლებით
ავტორი: მზია ტყავაშვილი: ,,ლეონ იულონის ძე ბაგრატიონის
პოლიტიკური პორტრეტისთვის"
ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ღირსეული და სრულიად გამორჩეული წარმომადგენლია ლეონ იულონის ძე ბატონიშვილი. მან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ადრეული ასაკიდან დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელა. მისი სახელი უსამართლოდ არის მივიწყებული.
ლეონი დაკავშირებულია ოსების 1810- 1811 წლების აჯანყებასთან, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რუსების წინააღმდეგ წარმოებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.
ლეონის შესახებ პირველი საგაზეთო სტატია 1883 წელს გაზეთ ,,დროებაში'' დაიბეჭდა. მისი ავტორი გ. ჩოჩიშვილია.
30 წლის შემდეგ, 1913 წლის 25 დეკემბერს გაზ. ,,სახალხო გაზეთმა'' (#1077) კვლავ გამოაქვეყნა აკ. აბესაძის სტატია ,,ლევან ბატონიშვილი ოსეთში და ოსეთის ამბოხება (1810-1811 წ.)''.
ლეონის ბავშვობა
იულონის ოჯახმა თბილისი 1795 წელს, კრწანისის ომში ქართველების დამარცხების შემდეგ, რიგით მოქალაქეებთან ერთად, დატოვა. იულონმა ოჯახი ჯერ დუშეთში, შემდეგ კი მთიულეთში გახიზნა, მცირე ხნის შემდეგ (ამავე წლის ოქტომბერში) კი ქართლში (ჯერ გორში, შემდეგ კი პატარა ლიახვის ხეობაში).
ამ დროს ლეონი 9 წლის ყმაწვილი იყო. პატარა ლიახვის ხეობაში იულონის ოჯახი სოფელ ბელოთში ცხოვრობდა. აქ იულონს ჰქონდა ციხე-სიმაგრე და სამსართულიანი სახლი. აღნიშნული სამფლობელო იულონს 1777 წელს, სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით, ქსნის ერისთვებისთვის მამულის ჩამორთმევის შემდეგ, გადაეცა.
გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის აპრილში, იულონი ოჯახიანად იმერეთს გადავიდა და სოლომონ II-ეს შეეკედლა. მას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენისთვის. ამ დროს ლეონი 15 წლის იყო.
ლეონის ჩაბმა რუსების წინააღმდეგ
ბრძოლაში
ლეონის აქტიური და უშუალო ჩაბმა პოლიტიკურ პროცესებსა და რუსეთის საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებში მთიულეთის აჯანყებას უკავშირდება. 1804 წელს ლეონი 18 წლის გახდა, ესე იგი, ქართული ტრადიციის მიხედვით, უკვე სრულწლოვანი იყო.
1804 წლის მაისში ციციანოვმა ერევანზე გაილაშქრა, რასაც მთიულეთის აჯანყება მოჰყვა. იმერეთში მყოფი იულონი და ფარნაოზი ივნისის ბოლოს ქართლში გადმოვიდნენ. რუსებმა იულონი რამდენიმე მხლებელთან ერთად შეიპყრეს. ამ დროს მასთან ფარნაოზის გარდა იმყოფებოდნენ მისი შვილებიც - ლეონი და ლუარსაბი, რომლებმაც მოახერხეს ალყიდან თავის დაღწევა.
ლუარსაბი კვლავ იმერეთში დაბრუნდა, ლეონი კი ფარნაოზთან ერთად სპარსეთში, იქ მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან, გადავიდა.
სპარსეთში ლეონი უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა და სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში ჩაება. შესაძლო იყო რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობის დარეგულირების შემთხვევაში (რომლის ცდებიც იყო XIX საუკუნის დასაწყისში) იგი ადვილად გაეწირა სპარსეთის სამეფო კარს და გარიგების ობიექტი გამხდარიყო.
ლეონს ხიფათი იმ შემთხვევაშიც მოელოედა, თუ სპარსეთისთვის მიუღებელ ნაბიჯს გადადგამდა. ერთი სიტყვით, ლეონის ბედი მთლიანად სპარსეთის მხარეზე იყო დამოკიდებული. ეს კარგად იცოდა მამამ _ იულონ ბაგრატიონმა, რომელიც, ლეონის სპარსეთიდან გადმოყვანის და მასთან გაგზავნის მოთხოვნით, წერილს წერილზე აგზავნიდა რუსეთის საიმპერატორო კარზე და კავკასიურ ადმინისტრაციასთან.
როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა თავისი ვაჟის ლეონის შეუპოვარი ხასიათი და მისი შეურიგებელი დამოკიდებულება რუსების მიმართ _ ოჯახის და მამის გარეშე საქართველოში მარტო დარჩენილი ლეონი აუცილებლად ჩაებმებოდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში _ ეს კი კარგს არაფერს უქადდა ახალგაზრდა ბატონიშვილს.
იულონს უნდოდა იგი თავისთან ჰყოლოდა და ასე აერიდებინა მისთვის ხიფათი. იულონ ერეკლეს ძის შიში გამართლდა.
1805 წლის ივნისში ციციანოვი უკვე სპარსეთის დედაქალაქზე ლაშქრობით და ირანული ქალაქების: მაზანდერანის და გილიანის დაპყრობით იმუქრებოდა, თუმცა ზავილევსკისთან მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ თანახმა იყო დაგეგმილი ოპერაცია შეეჩერებინა, თუკი ბაბა-ხანი რუსეთის ხელისუფლებას ალექსანდრე ერეკლეს ძეს, თეიმურაზ გიორგის ძესა და მათ ნათესავ _ ლეონ იულონის ძეს გადასცემდა.
კავკასიის რუსული ადმინისტრაცია არც თუ უსაფუძვლოდ შიშობდა, რომ სპარსეთი შეეცდებოდა ლეონი მის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დასარაზმავად გამოეყენებინა. აქედან ირკვევა, რომ ლეონი მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო როგორც სპარსეთის, ასევე რუსეთის მხარისთვისაც.
1810-11 წლები
1810 წელს ირან-თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება რუსების წინააღმდეგ ერთობლივი საბრძოლო მოქმედების შესახებ. ამ საქმეში ჯერ საფრანგეთმა, შემდგომ კი ინგლისმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. შედგა სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც ამიერკავკასიაში მყოფი რუსეთის ჯარებისთვის ოთხივე მხრიდან უნდა შეეტიათ.
1810 წლის ივლისში აჯანყებულ იმერეთში ახალციხიდან დაბრუნდა სოლომონ II და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. მან საათაბაგოდან ჩამოიყვანა 24 წლის ლეონ იულონის ძე ბაგრატიონი და ქართლის ჩრდილო რაიონებში შეგზავნა.
მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოსმალეთმა და სპარსეთმა სამი ბაგრატიონიდან ლეონ იულონის ძე ამოირჩიეს და საკმაოდ ახალგაზრდა ბატონიშვილს დააკისრეს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც ქართველი ხალხის აჯანყების ხელმძღვანელობა იყო.
1810 წლის 26 ივნისს ლეონი უკვე ქართლში, კერძოდ კი სოფელ კეხვში იმყოფებოდა.
იგი ჩასვლისთანავე შეუდგა აჯანყების სამზადისს; მან დაიწყო პროკლამაციების გავრცელება მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, რომლებითაც აჯანყებისკენ მოუწოდებდამოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელს. ლეონმა საკმაოდ სწრაფად შეძლო აჯანყებულთა შეკრება, მისი ხელმძღვანელობით აჯანყებულები ცხინვალში მდგომ რუსულ გარნიზონს დაესხნენ თავს.
1810 წლის 5 სექტემბერს ახალქალაქთან რუსებმა სასტიკად დაამარცხეს ოსმალთა ჯარი. სექტემბერში ხანისწყალთან სოლომონ II-ეც დამარცხდა. სოლომონი ახალციხეში გადავიდა. ამის შემდეგ ლეონი ფაქტიურად მარტო აგრძელებდა ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.
რუსებს ხელ-ფეხი გაეხსნათ ქართლის ჩრდილოეთ რაიონებზე შეტევისთვის. 1810 წლის სექტემბრის ბოლოს რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ ლეონის და აჯანყებული ოსების დასასჯელად გაგზავნა პოლკოვნიკი სტალი.
30 სექტემბერს პატარა ლიახვის ხეობაში მოხდა სისხლისმღვრელი ბრძოლა რუსთა ჯარსა და 2000 ოსს შორის, რომელიც ამ უკანასკნელთა დამარცხებით დამთავრდა.
ოსების დასჯა რუსთა
მიერ
ოსები ჯავის ხეობაშიც დამარცხდნენ. მოხდა სასტიკი ანგარიშსწორება. რუსებმა ოცი სოფელი დაწვეს, დაანგრიეს საგვარეულო კოშკები. რუსების შესაჩერებლად ამ ხეობის მოსახლეობამ გაგზავნა 12 უხუცესი, მათ მიესაჯათ თბილისის ქუჩებში ყელზე ხმალჩამოკიდებულებს გაევლოთ, რის შემდეგაც ტორმასოვმა შეიწყალა ისინი.
რუსებმა ქართველი თავადებიც დასაჯეს: ლუარსაბ მაჩაბელი რუსეთში გაგზავნეს. ბაადურ ბორტიშვილი კი თბილისის საპყრობილეში მოკვდა.
1811 წლის 7 თებერვალს გორში ჩამოახრჩვეს თოხ და ბიბო სანაკოშვილები და კასია, მათი ოჯახები კი ციმბირში გადაასახლეს.
1810 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავარმმართველმა ტორმასოვმა უბრძანა პოლკოვნიკ სიმონოვიჩს, რომ შეეკრა იმერეთისა და ქართლის ჩრდილოეთი რაიონების დამაკავშირებელი გზები. ლეონი იძულებული გახდა დვალეთში ნარას ხეობაში გადასულიყო.
ბრძოლა ლეონის ხელში
ჩსაგდებად
ლეონის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს კათალიკოის-პატრიარქის _ ანტონ II-ის რუსეთში გამგზავრებასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ანტონ II-ის რუსეთში გამგზავრებას რუსეთის საიმპერატორო კარი 1810 წლის ზაფხულისთვის გეგმავდა.
საქართველოს მთავარსარდალ ტორმასოვისთვის ცნობილი გახდა, რომ ლეონ იულონის ძეს გზიდან მისი გატაცება ჰქონდა განზრახული. ამის გამო რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართა.
შემუშავდა მთელი რიგი პუნქტები. რუსებს უნდა გადაემოწმებინათ აღნიშნული ხმები. საბოლოოდ, ანტონ II თბილისიდან პეტერბურღს 1810 წლის 3 ნოემბერს გაემგზავრა. ლეონ ბატონიშვილის მხრიდან მისი გატაცების შიშით რუსეთის ხელისუფლებამ იგი კაზაკთა გაძლიერებული დაცვით გააცილა. ანტონ II რუსეთში აღესრულა.
ლეონი ხალხში სიყვარულითა და ერთგულებით სარგებლობდა.
ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ იგი ალყიდან ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას და რუსები მრავალი მცდელობის მიუხედავადვერ ახერხებდნენ მის შეპყრობას.
დოკუმენტური წყაროები მოწმობენ, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ სერიოზული სასჯელის მიუხედავად, როგორც მაღალი, ასევე დაბალი სოციალუ#რი ფენის წარმომადგენლები, უყოყმანოდ, აშკარად თუ ფარულად, ეხმარებოდნენ და ერთგულობდნენ მას.
ერთგულებას ლეონიც საპასუხო გრძნობით პასუხობდა. იგი ითვალისწინებდა ოსი ხალხის მდგომარეობასაც, რომლის წინააღმდეგაც რუსები სასტიკ ზომებს მიმართავენ: ამყოფებენ ეკონომიკურ იზოლაციაში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ოჯახიანად ასახლებდნენ ციმბირში, აპატიმრებდნენ მათ და მათი ოჯახის წევრებს.
დასჯის ერთ-ერთ ზომას ჩამოხრჩობა წარმოადგენდა. ოს მოსახლეობას განსაკუთრებულ ზიანს სადამსჯელო ექსპედიციები აყენებდა, რომლის დროსაც რუსები ცეცხლს უკიდებედნენ ოსების სოფლებს და ნათესებს, ანგრევდნენ საგვარეულო კოშკებს... ლეონმა საქართველო მხოლოდ მაშინ დატოვა, როდესაც მისი აქ ყოფნა ფაქტიურად შეუძლებელი და ძალიან საშიში გახდა როგორც მისთვის, ასევე ოსებისთვის. რუსებისგან შევიწროვებულმა ლეონ იულონის ძემ ახალციხეში წასვლა გადაწყვიტა. გზად ბორჯომის ხეობაში, გოგიას ციხესთან, შეისვენა, სადაც ქართლს სათარეშოდ მომავალი ლეკების მსხვერპლი გახდა.
ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლის მკვლელობა არც დაღესტნელებმა აპატიეს თავიანთ თანამემამულეებს. ბაგრატ ბატონიშვილი წერდა: ,,მსმენელთა დაღესტანსა შინა ლეკთა იწყინეს ესე, რეცა დადებად სისხლისა სამეფოსა სახლისა საქართველოისა. სოფლის მის კაცთა ჰქმნეს აბოხი და სრულიად მოსწყვიტნეს სახლე#ულნი მათ ლეკთანი, რომელთა მოეკლათ ლეონ'' .
ლეონი უკანასკნელ გზაზე გააცილა ციციშვილების ხვედურეთელმა ყმამ დიონოსიმ, რომელმაც ,,მეფის ასულისა მარიამის თხოვით დაასაფლავა ყინცვისის წმინდის ნიკოლოზის გაუქმებულსა მონასტერში'', მძოვრეთის ხეობაში.
1810-1811 წლების ანტირუსული აჯანყება დამარცხდა.
ქვეყნდება შემოკლებით
წყარო:
სამეცნიერო ჟურნალი: ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები"
თსუ;
Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |