Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
404 000 ლარის პროექტების განხორციელებით მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია შედეგს - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადოდ დაგეგმა და მართა.

კერძოდ, შესყიდვების გეგმისა და ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრებით განსაზღვრა საბავშვო ბაღების, კრივის დარბაზისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროება. მერიამ აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად დახარჯა 407.0 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსი.
სამუშაოების შესრულების დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი:

-  მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წელს ორ ეტაპად შეისყიდა სოფელ კარალეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები, საერთოღირებულებით - 146.2 ათასი ლარი. 2020 წელს ბაღის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 131.7 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და დაზიანებულია.

2021 წელს მეორე ეტაპის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაუფორმდა შპს "მეგა დიზაინს" ღირებულებით - 37.2 ათასი ლარი . წარმოდგენილი ინფორმაციით, მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულებებიდან შეასრულა მხოლოდ 14.5 ათასი ლარის სამუშაო, ხოლო დანარჩენი სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო. კერძოდ, საბავშვობაღის ოთახებში განთავსებული იყო ინვენტარი, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოებას. მიმწოდებელმა რამდენჯერმე მოითხოვა პრობლემის მოგვარება. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერუზრუნველყო შენობიდან ინვენტარის გატანა. შედეგად, სამუშაოები დაუსრულებელია, რის გამოც საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს.

- 2020 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ვარიანში კრივის დარბაზის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით − 109.6 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღიცხვოდოკუმენტაციაში არასწორად დაგეგმა და განსაზღვრა შესასრულებელი სამუშაოები,27 შედეგად, ვერ უზრუნველყო პრობლემების გამოსწორება:

სახურავიდან ჩამოდის წყალი, აზიანებს დარბაზს და ხელს უშლის მის გამართულ ფუნქციონირებას.

-  2020-2021 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით − 151.2 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტმა პროექტის დაგეგმის დროს, ვერ განსაზღვრა სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ღონისძიებები, შედეგად სკოლაში სამუშაოები შესრულებულია, თუმცა ფუნქციური დანიშნულებითსარგებლობა ვერ ხდება.

დასკვნა: მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვის ეტაპზე ვერუზრუნველყო შესაძლო პრობლემების შეფასება, პროექტების რეალური საჭიროებებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა გარემოებების განსაზღვრა ან/და შესყიდვების რაციონალურად განხორციელება. შედეგად, 407.0 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დასახული მიზნის მიღწევა.

რეკომენდაცია

მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენადშესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს გამოვლენილი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.