Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
"შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა" - აქცია თბილისში და რა ხდება გორში
დღეს თბილისში, პარლამენტის წინ ცხოველთა დამცველებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს დევიზით: "დაიცავი სხვისი მიკედლებული", "გაამკაცრე კანონი და დასაჯე მკვლელი", "შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა"

აქციის მონაწილეები ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ.

ისინი მოითხოვენ, რომ დაისაჯონ ის პირები, ვინც სასტიკად ეპყრობიან მიუსაფარ ცხოველებს. დასჯის მექანიზმად კი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის გამოყენებას ითხოვენ.

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის 259-ე მუხლით რეგულირდება და ამ ტიპის დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.



როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კანონის ეს მუხლი ,,არ მუშაობს'' და ცხოველზე მოძალადეები სათანადოდ არ ისჯებიან. ძალადობის მომხრეები ფაქტებს ამართლებენ იმით, რომ მიუსაფარი ცხოველები აგრესიულები არიან და საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.

რა ხდება გორში. ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეტანილია მონაცემები, რომელიც ეხება ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგიონში ძაღლებისგან დაკბენის შემთხვევებს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აგრესიული ცხოველების შესახებ შეტყობინების შემთხვევაში რეაგირება ხდება, ხოლო ასეთი ძაღლები მოთავსებულნი არიან სააგენტოში. მოსახლეობამ ლიკვიდაციის ნაცვლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მოხდეს ცხოველების პოპულაციის მართვა - კასტრაცია და სტერილიზაცია.

ამ სტატისტიკის მიხედვით, გორში ცხოველთა მიერ დაკბენის 1 241 შემთხვევაა დაფიქსირებული: "აღნიშნული 1 241 შემთხვევიდან უმრავლესობა - 833 შემთხვევა (67%-რედ) პატრონიანი ცხოველის მხრიდან მოხდა, საერთო რაოდენობიდან მოხეტიალე ძაღლის მიერ, ადამიანის დაკბენის 279 შემთხვევა დაფიქსირდა", - აღნიშნულია მოხსენებით ბარათში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.