Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,პატრიარქს არ მოეწონებოდა მის გამო ჩადენილი ძალადობა'' - რა თქვა მოსამართლემ სხდომაზე
გორის მოქალაქეს იოსებ მაისურაძემ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სრულად დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა. ხოლო ადვოკატის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ თავის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ ძალადობის ნიშნებთან, რადგან გასარკვევია, ხომ არ იყო ეს ფაქტი წინასწარ დაგეგმილი; ხომ არ ჰყავდა ორგანიზატორი; რატომ აღმოჩნდა ბრალდებული ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაზარალებული იმყოფებოდა ა.შ.

მას ისიც აღნიშნა, რომ პროკურატურას გამოძიებისათვის ჭირდება დრო, რადგან პირთა ჯგუფის გამოსავლენად შესაძლოა არსებობდეს მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.



,,ის განცხადება, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და ეს ყველაფერი ჩაიდინა პატრიარქის გამო, მე დარწმუნებული ვარ, პატრიარქს არ მოეწონებოდა, თუკი ვინმე მის გამო ძალადობს'' - განაცხადა მოსამართლე დავით მაკარიძემ.

გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება"-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

ფაქტიდან რამდენიმე საათში ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა განცხადება სწორედ სოსო მაისურაძის სახელით:

"მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს... არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს" - წერია ფეისბუქის გვერდზე სოსო მაისურაძის სახელით.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.