Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
როცა სოფელ დიცის სკოლის ეზოში, 5 წლის წინ, წიგნების თარო დაიდგა და ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, ამ სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული, 17-წლის მოსწავლე შორიდან აკვირდებოდა მოვლენებს. ცდილობდა, არ გამოჩენილიყო თუნდაც მედიის წინ. აშკარა იყო, რომ არ უყვარდა ,,თავის გამოჩენა"".
ახლა დიმა 23 წლისაა. თბილისში ნიუტონის თავისუფალი სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია. მის ფეისბუქის გვერდს თუ დაათვალიერებთ, ნახავთ, როგორი აქტიურია და რა საოცრებებს აკეთებს მოსწავლეებთან ერთად.
ერთ-ერთი ბოლო გაკვეთილის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზეც დაპოსტა, თუ როგორ ხდება ემბრიონის განვითარება. მოსწავლეებმა გააკეთეს ინკუბატორი. ბავშვები საკუთარი თვალით უყურებდნენ, თუ როგორც ხდებოდა სიცოცხლის დაბადება - განაყოფიერებული კვერცხიდან დამოუკიდებელი კვებისა და მოძრაობის უნარის ჩამოყალიბებამდე.
,,ბავშვები შაბათ დღესაც კი მოდიოდნენ, რომ კვერცხი გადაებრუნებინათ. იმდენად თვალსაჩინო იყო ეს პროცესი, რომ ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიბადებოდა ახალი სიცოცხლე. ეს არის კეთებაზე, ძიებაზე დაფუძნებული სწავლება. ბავშვები თვითონ ცდილობენ ჩაატარონ კვლევა, გაიგონ, გაიაზრონ, ის რასაც სწავლობენ "" - გვიყვება დიმიტრი მინდიაშვილი.
დიმიტრი მინდიაშვილის გასაცნობად თბილისში ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ჩავედით.
ეს არ არის ის ჩვეულებრივი სკოლა, რომელშიც საქართველოს არაერთი თაობა იზრდება, თუნდაც ის სტანდარტული შენობა, რომელშიც ზეპირად იცი, სად, რომელ მხარეს კლასებია, დარბაზი ან სამასწავლებლოა. ან კიდევ სადაც დაგხვდება დიდი რკინის კარი, რომელიც ხშირად ურდულითაა დაკეტილი ხოლმე და მის უკან მკაცრსახიანი მანდატური გხვდება.
ერთი სიტყვით ეს არის სკოლა, რომელიც ძალიან უცხოა საბჭოთა შენობებში გაზრდილი თაობისთვის და გაფიქრებინებს მხოლოდ ერთ რამეს, თურმე როგორი უნდა იყოს სკოლა.
ინტერვიუს ჩწერამდე, არ გვასვენებდა ეს კითხვა, როგორ მოხვდა დიმიტრი აქ?
ვიდრე მასპინძელი შეგვეგებოდა, სკოლის დამფუძნებელი შეგვხვდა ეზოში, მოგვესალმა, თუმცა იმ დროს, არ ვიცოდით, ვინ იყო. შემდეგ ორი თანამშრომელი მოგვეგება – მობრძანდით, შენობაში დაელოდეთო.
"ჩემი თანატოლები არ არიან სოფელში. ყველა წასულია. ჯერ ჩემი კლასი, რომ ავიღო ამის ნათელ მაგალითად, ჩემი კლასიდან თითქმის მოსწავლეთა 80 % მა უმაღლესში ჩააბარა და ყველა თბილისში წამოვიდა. აქ იმყოფებიან ან სკოლის მოსწავლეები,ან უფრო დიდი საზოგადოება."- წუხს დიმიტრი მინდიაშვილი.
სკოლის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩააბარა. ჯერ კიდევ ბაკალავრიის სტუდენტი იყო, როდესაც მუშაობა ნიუტონის სკოლაში პედაგოგად დაიწყო.
"მოსწავლეებს ვასწავლით ხოლმე, როგორია ჩვენი გენები. სად არის მოთავსებული. მემკვიდრეობით რომელი ნიშანი როგორ გადაეცემა. რა ნიშნებს ვიღებთ ჩვენ, ჩვენი მშობლებისგან და როგორ ხდება შთამომავლობაში ნიშანთვისებების მემკვიდრეობით გადაცემა. ყველაზე ეფექტური რაც არის, ეს არის კეთებაზე დაფუძნებული სწავლება. ძიებაზე დაფუძნებული სწავლება და არა გამზადებული მასალის მიწოდება, რომ აი ეს არის და უნდა ისწავლო. შესაბამისად, ვგეგმავ ხოლმე პროექტებს, სადაც თითოეული მოსწავლე თავისი ხელით გააკეთებს. თავის კვლევას დადებს. თვითონ აღმოაჩენს და თვითონ მივა დასკვნამდეც იმიტომ, რომ ეს მოსწავლეს დაეხმარება უკეთესად გაიგოს და გაიაზროს ნებისმიერი საკითხი, რასთანაც შეხება ექნება მას."-ამბობს დიმიტრი მინდიაშვილი
როგორც თავად ამბობს მისი ბებია და დედა პედაგოგები იყვნენ და ბავშვობაში მასწავლების როლს თავადაც ხშირად ირგებდა.
"როგორც ჩანს მეც ასე ვთქვათ მემკვიდრეობით რაღაცეები მერგო. ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს, როდესაც ჩემს მეზობლებს ვამეცადინებდი ხოლმე. მაშინ ბიოლოგიაში არ ვამეცადინებდი იმიტომ, რომ ასევთქვათ ჯერ კიდევ ბავშვობაში არ იყო კარგად გამოკვეთილი ჩემში, რომელი პროფესიით წავიდოდი. ახლა როდესაც გამოვივლი და მოსწავლეები მეგებებიან მთელი სიხარულითა და ემოციებით, გულში პატარა რაღაცა დაფრინავს. ძალიან ბედიერი გრძნობაა ეს ყველაფერი. ვხვდები, რომ ძალიან კარგ ადგილას ვარ და ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ."- გვიყვება დიმიტრი მინდიაშვილი.
დიმიტრი საკუთარ პროფესიას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და წუხს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მიწის დამუშავების დროს ნიადაგს არ უფრთხილდება, რასაც გლობალურ საშიშროებამდე მივყავართ.
"თუ მიწის სწორად დამუშავებაც არ იცი, ვერაფერს ვერ მოიყვან იქ. აზრი არ ექნება შენს შრომას, რამდენიც არ უნდა იშრომო. პაპასგანაც გამიგია ხოლმე, ბაბოსგანაც, რომ ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ესე. მე ვეუბნები ხოლმე, რომ ადრე იყო სხვა დრო. დღეს ვცხოვრობთ სხვა დროში, სადაც უამრავი გლობალური საშიშროებები გვემუქრება. უამრავი ვირუსული და ბაქტერიული დაავადება, რომელიც როგორც მოქმედებს ან ვრცელდება ადამიანზე, ისევე ვრცელდება მცენარეებზეც. შესაბამისად ნიადაგის დაბინძურებაც ძალიან დიდია."- გვიხსნის დიმიტრი მინდიაშვილი. თან დასძენ, რომ ყანის აღების შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ყანის გადაწვა.
"დაწვისას იქ უამრავი მცენარე და ბაქტერია ნადგურდება, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს. დღეს რომ ჩავიდეთ სოფელში და ვუთხრათ, იცი რა აქ უამრავი ბაქტერია ცხოვრობს, რომელიც მცენარეს ეხმარება, რომ შეითვისოს აზოტი, დიდი ალბათობით ამას არ დაიჯერებენ. მე რომ დავრჩენილიყავი სოფელში, ახლა რასაც გეუბნებით ეს ყველაფერი არ მეცოდინებოდა."- ამბობს დიმიტრი მინდიაშვილი.
ბავშვობის გახსენებას 2008 წლის აგვისტოს ომით აგრძელებს. ამბობს, რომ ომის დღეებში სულ იყო საცხოვრებელი სახლების გადაწვის საშიშროება, ამიტომ მისმა ბებიამ და ბაბუამ სახლის უკანა ეზოში ხის ყუთებით პატარა ქოხი აიშენეს.
" ბომბი რომ ჩამოვარდებოდა ხოლმე, ისე გაზანზარდებოდა ყველაფერი ღამით მეღვიძებოდა, მარტო მე არა, ყველას ფაქტობრივად. ბებო და პაპა ბოლომდე იყვნენ სოფელში, არ მახსენდება, რომ წამოსულიყვნენ. ბებო ახლა იხსენებს იმ ამბებს. ყვება, თუ რას აკეთებდნენ, როგორ იყვნენ ომის დღეებში. ყუთებით ააშენეს პატარა ქოხი და იქ იძინებდნენ. იმიტომ, რომ თუ ვინმე კარზე დააკაკუნებდა და კარს არავინ გააღებდა, შეიძლებოდა სახლი დაეწვათ. იმასაც ამბობს ხოლმე, რომ საკვები არ ჰქონდათ და თანასოფლელები გამზადებულ სადილს ერთმანეთს უწილადებდნენ. როცა იქ მცხოვრები ქალები პურს აცხობდნენ, შემდეგ ამას სოფელში ანაწილებდნენ."-იხსენებს დიმიტრი მინდიაშვილი.
როგორც დიმიტრი გვიყვება, მისი ბავშვობის პერიოდში სოფლის სკოლებში, ქალაქის სკოლებთან შედარებით, სასწავლო რესურსი საკმაოდ მწირი იყო. ახლა ამ დანაკლის საკუთარ მოსწავლეებთან ანაზღაურებს და ცდილობს, რომ მისი გაკვეთილები უფრო მეტი თვალსაჩინოებით და ბავშვების თვით შემოქმედებით იყოს გამყარებული.
"სამწუხაროდ სოფელში არ იყო მუდმივად აქტიური წრე, სადაც ბავშვები ვივლიდით. მაშინ როდესაც ჩემი თანატოლები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობდნენ უამრავ წრეზე დადიოდნენ. ხატვაზე, ცეკვაზე და ა.შ.
ასევე არ იყო აქტიური სასწავლო რესურსები, რასაც გამოვიყენებდით თვალსაჩინოების მიზნით. იმიტომ, რომ ჩვენს სოფელში არსებული ინტერნეტი ხშირ შემთხვევაში არ იყო საკმარისი, თუნდაც გაკვეთილთან დაკავშირებული ვიდეომასალები გვენახა. ჩვენი ძრითადი რესურსი იყო მხოლოდ სახელმძღვანელო და ბიბლიოთეკაში არსებული ენციკლოპედიები."-ამბობს დიმიტრი მინდიაშვილი.
დიმიტრი მინდიაშვილი – 23-წლის პედაგოგი სოფელ დიციდან

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |