Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,არ ვმოძრაობდი, ვიდექი'' - როგორ აღმოჩნდა ხაშურიდან მცხეთამდე ხე-ტყით დატვირთული მანქანა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა განსახილველად საქმე, რომელიც ეხება ხაშურიდან მცხეთამდე უკანონო ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ინდმეწარმე და მძღოლი ხაშურელები არიან. ისინი აცხდებდენ, რომ როდესაც გარემოს დაცვის თანამშრომლებმა ზედნადები მოსთხოვეს, მაშინ ტრანსპორტირებას არ ახდენდნენ, არამედ იდგნენ.

ხის მასალით დატვირთული მანქანა მცხეთის მისადგომებთან ნახეს. შემოსასვლების სამსახურმა საჯარიმო ოქმი გამოწერა და მასალაც ჩამოართვა. იმის გამო, რომ დატვირთული ხე-ტყის მასალა აღემატებოდა 1000 ლარს, ინდმეწარმეს ათი ათასლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. მასალა კი ჩამოართვეს.

ამის შემდეგ ინდმეწარმემ დავა სასამართლოში დაიწყო და მოითხოვა საჯარიმო ქვითრის გაუქმება.

ხაშურის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ინდმეწარმის მოთხოვნა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ხაშურის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მანქანა თუკი მართლა გაჩერებული იყო, ეს ტრანსპორტირებას არ გულისხმობს. როგორც სხდომაზე მძღოლმა განაცხადა, ბუღალტერს გაჩერებული მანქანიდან დაურეკა და ზედნადები გამოაწერინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საჯარიმო ოქმის გამოწერა, სავარაუდოდ, პოლიციელების დაბნეულობამ გამოიწვია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

განხილვის პროცესში გამოიკვეთა, რომ ჯერ კიდევ ხაშურში ყოფნისას, მძღოლს ხაშურის სამმართველოს უბნის-ინსპექტორმა დაურეკა და სთხოვა ზედნადების გამოწერა.

ამის შემდეგ მძღოლი კასპის ტერიტორიაზე გააჩერეს, სადაც მძღოლმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მასალა იქვე, კასპის ერთ-ერთი სოფლიდან მიჰქონდა თბილისში და ზედნადებსაც გამოაწერინებდა, რადგან დიდი მანძილი არ ჰქონდა გავლილი.

საბოლოოდ, მანქანა მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე ნახეს, სადაც ჯარიმაც გამოწერეს. თუმცა, ამ შემთხვევაში მძღოლი აცხადებდა, რომ ის არათუ მოძრაობდა, არამედ იდგა.

მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგენილი პატაკის მიხედვით, ატვომანქანა გააჩერეს 11:45 სთ-ზე, ზედნამდები კი გამოწერილია 12:00 სთ-ზე.

მძღოლის განცხადებით, გაჩერების დროს საათზე არ დაუხედავს, კითხვაზე ზედამხედველობის ავტომანქანის დანახვისთანავე რატომ გადავიდა ცენტრალური გზიდან და შევიდა ცენტრალური გზიდან მარცხენა ჩიხში, მძღოლმა აღნიშნა, რომ ცდილობდა ჯარიმის თავიდან აცილებას. ეს ახსნა-განმარტება კი ეწინააღმდეგებოდა ინდმეწარმის ჩვენებას, რომელიც ამტკიცებდა მისი მანქანა და მძღოლი გაჩერებულები იყვნენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო, ეს ჯერ უცნობია.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.