Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას'' - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას მოუწოდებს უშიშროების საბჭოს მოწვევას, რომელმაც უნდა განიხილოს აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული რეაქციები.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით: ,,საბჭომ უნდა განიხლოს აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული რეაქციები, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს ეს მოვლენები გამოიყენონ იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ მოსახლეობაში უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ.''

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ აპირებს, კომენტარი გააკეთოს [რუსეთის] შიდა მოვლენებზე.

,,მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეიძლება ჩვენ გვეხებოდეს და გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე.'' - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რა ხდება ცხინვალში?

დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ,,მოსაბრუნისა'' და ,,პერევის'' საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტა. როგორც ცხინვალში, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები დაიწყო დღეს 24 ივნისიდან და გაგრძელდება 27 ივნისის ჩათვლით.

,,კგბ''-ს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქართველოს პრო-დასავლური ძალების გააქტიურება, რომლებიც ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

"ამასთან დაკავშირებით რჩება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელიც სხვადასხვა ფორმის პროვოკაციებითაა მოსალოდნელი" - აღნიშნულია შეტყობინებაში.

ამასთანავე დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომლებიც ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში არიან, არ დაუჭირონ მხარი უკანონო ქმედებებს, იუწყება დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.

„უკრაინაში და მის გარშემო სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ ვლადიმერის ძის ქმედებებს, რათა ჩაახშოს  „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება“, - ნათქვამია ალან გაგლოევის განცხადებაში.

სააგენტო ,,რესის'' მიერ გავრცელებულ ტექსტში ხაზგასმულია, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ საათში ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლის სასარგებლოდ.

„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც არიან ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ დაუჭირონ მხარი თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“, - ნათქვამია მიმართვაში.

რადიო თავისუფლების ცნობით, 23 ივნისს, პარასკევს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ზურგში დარტყმა" უწოდა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.