Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
კგბ-მ ახალგორის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა
ცხინვალის უშიშროების ე.წ. სამსახურმა 13 ივნისს ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამოიღეს დოკუმენტები, სახელმძღვანელოები; მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ტელეფონები, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს. ჩხრეკა უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დილით ადრე ერთდროულად ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

ამჟამად, ახალგორის მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლაა, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა: ერთი დაბა ახალგორში და ხუთი სოფლებში - იკოთი, კორინთა, ახმაჯი, ბალაანი და ზემო ბოლი.

,,ამ სკოლებს მოსახლეობა ახლაც ქართულ სკოლებად მოიხსენიებს. ადრე სრულად ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაციის პოლიტიკა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც სკოლებში 1-6 კლასებში სწავლების ენა ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა. ანალოგიური პროცესი შეეხო გალის რეგიონსაც, სადაც ყველა ქართული სკოლა რუსულენოვანი გახდა. წლებია ახალგორში იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იძულებულია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღოს განათლება.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

დამოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია.

,,ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა, მხოლოდ იმ სკოლებს შეეხო, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ახალგორის რუსულ სკოლაში, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ჩხრეკა არ ჩატარებულა. თავისთავად რუსულენოვანი სკოლის გახსნა რაიონში, სადაც ძირითადად ქართული და ოსური მოსახლეობაა, კიდევ ერთი ნიშანია გამძაფრებული რუსიფიკაციის, რომელიც რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს . ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ახალგორის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და სასწავლო პროცესში უკანონო ჩარევის აღკვეთისათვის და ახალგორის და გალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების უფლების აღდგენისთვის.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.