Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
დუსია, იგივე რუსუდან თოგოევი სოფელ ზეღდულეთში ცხოვრობს. 81 წლისაა და საკუთარი შრომით დღემდე ოჯახში შემოსავალი შეაქვს.
,,ფუტკარზე უფრო მშრომელია დღემდე, სამი სახლი ააშენა, ყველა ბაზარი მოვლილი აქვს, საკუთარ პრუდუქციას ყიდდა. ახლაც სულ შრომობს" - ამბობს დუსიას შვილიშვილის მეუღლე თეო ბზიშვილი.
დუსია თოგოევს ახლა 9 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი ყავს.
სიგიჟემდე ენატრება თავის მიწა – სოფელი ქვიჭირი,იმ მიწაზე მოყვანილი წვნიანი მსხალი და თავის დაუტირებელი ახლობლები.
61 წლის წინ, ახალგორის რაიონის სოფელ ქვიჭირიდან სოფელ ზეღდულეთში სტუმრად ჩამოვიდა. აქ ფიცხელაურების გვარის ბიჭს მოეწონა და მოტაცებაც დაუპირა. თუმცა, მის მოსატაცებლად სოფლის ყველაზე ჯანიან ბიჭებს ხელიდან დაუსხლტა. ვერ მოერივნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ფიცხელაურმა მაინც ცოლად შეირთო.
ოთხი წელი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ თვითონ, ქმარი, მამამთილი, დედამთილი, ქმრის დედმამიშვილები.
,,აქ რომ ჩამოვედი, ბოსელში ვცხოვრობდით. ახლა რასაც ხედავთ, სულ ჩემი ხელით გაკეთებულია. კიდევ და კიდევ მინდა შევმატო"
ასი წიგნი არ დაიტევს ჩემი ცხოვრების ამბავსო – ამბობს და თან თუთას კრეფს. არაყი უნდა გამოხადოს. თვეში 100 ლიტრ არაყს ხდის, შემდეგ ყიდის. თვეში 500 ლარი შეაქვს ოჯახში.
ადრიან გაზაფხულზე კი ვაშლის გასხლულ ბაღებში ფიჩხს აგროვებს. მისი ფიჩხით მეზობელი სოფლის მცხოვრებლები თონეს ამუშავებენ. ამის გამო, ოჯახს უფასოდ პურს აძლევენ.
ოჯახში ვაშლის გარდა, სხვა ხილიც მოყავთ. დუსიას შვილს და შვილიშვილებს პროდუქტი კარდაკარ დააქვთ. ხილი მიაქვთ თბილისშიც. ოჯახს თითქმის ყველა ადგილობრივი ბაზარი აქვს ათვისებული.
,,არის ხოლმე შემთხვევები, როცა ხილს ნისიად აბარებენ. ერთხელ ათიათასი ლარი დაითვალეს, რაც ნისიად იყო გაცემული. მე ვუთხარი, შვილო, თუ შენ არაფერი შემოგივა, ვეღარ მოიყვან მოსავალს. მაგრამ რა ქნას? უკან ხომ ვერ მოიტანს ვაშლს? უკან მოტანილ ხილს მერე რაღა ფასი აქვს" - ამბობს დუსია.
სოფელი ზეღდულეთი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მის გარშემო დაუმუშავებელ მიწას ვერ ნახავთ. ყველა ნაკვეთში ადამიანები შრომობენ. მოვლილი ბაღები კარგად ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზიდან.
81 წლის ქალს დღემდე აუსრულებელი ოცნება აქვს – თავის მშობლიურ სოფელში დედის და დედმაშვილების საფლავების მონახულება. დედამ ობლობაში 8 შვილი გაზარდა.
,,მამა როცა ომში წაიყვანეს, 36 წლის იყო. ჩემ გაჩენას ვერ მოესწრო. დედამ ობლობაში 8 შვილი გაგვზარდა, მე ნაბოლარა ვარ. ახლა მარტო მე ვარ ცოცხალი. ახლა ვეღარ მივდივარ ჩემ სოფელში. ბოლოს ჩემი ძმა ცხოვრობდა იქ, მაგრამ ისიც ვერ დავიტირე. ვლადიკავკაზში დაკრძალეს" - ამბობს დუსია.
დუსიას ახლობლებმა სოფელი ქვიჭირი თავდაპირველად 1990-იან წლებში დატოვეს.
,,ზოგმა სად დაიწყო ცხოვრება, ზოგმა სად. არეულობის დროს, ყრიდნენ ხალხს არაფორმალები. მაგალითად, ჩემი ძმა ჯერ მცხეთის რაიონში გადმოვიდა, იქ დაიწყო ცხოვრება, მაგრამ მერე რომ დაწყნარდა სიტუაცია, მაინც თავის სოფელში ავიდა. იქ ერთმა კაცმა არ შეუშვა თავის სახლში. მერე რა, უნდა ვთქვა, ვინც არ შეუშვა, ისიც ოსი იყო. ცუდი ყველგანაა. გამობრუნდა ჩემი ძმამ არ უნდოდა ხეობის დატოვება. მეზობელ სოფელში სხვის მიტოვებულ სახლში შეუშვეს. ისე მოუარა არე-მარეს, რომ იქ ერთი ბალახიც არ იყო.ბოლოს ავად გახდა და აღარ შეეძლო" - იხსენებს დუსია.
დუსია გვიყვება, რომ დედაც ისეთივე ძლიერი ქალი იყო, როგორიც თავადაა; რომ შრომით და გარჯით ადამიანი ყველაფერს დაამარცხებს.
ახალგორის რაიონის სოფელი ქვიჭირი (ქვითკირი) ახლა თითქმის დაცარიელებულია. მის შესახებ ამჟამინდელი ცნობები საკმაოდ მცირეა, ისე, როგორც ქსნის ხეობის დანარჩენი სოფლების შესახებ. ახალგორის რაიონში აგვისტოს ომის შემდეგ, წლების განმავლობაში მიმოსვლა შეუძლებელი იყო. მხოლოდ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის არჩევის შემდეგ გახდა შესაძლებელი, დროებით, მაგრამ მაინც საგუშაგოების გახსნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა. თუმცა ვერც დუსია და ვერც მისი ოჯახის წევრები მაინც ვერ ახერხებენ ხეობაში წასვლას, რადგან ისინი იქ მუდმივად არ ცხოვრობენ და არც ე.წ. ჩაწერა აქვთ.
დუსია თოგოევი – 81 წლის ქალი ზეღდულეთიდან

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |