Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
სუქითი და ნანული ხაჩიძე-ბესტავაშვილი
სოფელი სუქითი კარგად ჩანს სამწევრისი-ახალსოფლის გზიდან, თუმცა ვინც არ იცის, რომ აქ სოფელია, ის ვერ მიხვდება. კარგ ამინდში მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანა ადის.

უხვი ნალექის გამო, ეს გზაც დახრამულია, ამიტომ სოფლამდე ფეხით ავედით. გზად სამების ეკლესიის ნანგრევებთან ქობესაშვილების გვარის წარმომადგენლები შეგვხვდნენ. ისინი ერთად შეკრებილიყვნენ და უბრალოდ ერთად ყოფნას აღნიშნავდნენ:

,,ჟურნალისტები ხართ? ალბათ ტუხოსთან მიდიხართ" - გვითხრეს მათ და სუფრაზე მიგვიპატიჟეს. პაპანაქება სიცხეში მოგვწყურებია და მათ მოწოდებულ ღვინოს გემრიელად დავეწაფეთ. რაკი სამების ეკლესიასთან ვიყავით, 3-3 ჭიქა ღვინო უნდა მიგვერთმია.

,,დედამისი ცხოვრობს ხოლმე მარტო. დენიც კი არ არის ამოყვანილი. დენს თუ გამოიყვანენ, იქნებ სხვებიც ამოვიდნენ საცხოვრებლად" -გვეუბნებოდნენ ქობესაშვილები. ისინი ზოგი ახალსოფლიდან, ზოგი აგარიდან ან მიმდებარე სოფლებიდან არიან.

დავემშვიდობეთ ადამიანებს, რომლებიც მოწყურებულებს ღვინით გაგვიმასპინძლდნენ. შემდეგ კიდევ 300-400 მეტრი გავიარეთ. სოფლის შესასვლელში ტუხო დაგვხვდა, თიბავდა.

ტუხო იგივე გელა ბესტავაშვილი ჩვენი ძველი ნაცნობია. ნაწყენი იყო, რომ გასულ წელს, შემოდგომით, გიორგობის დღესასწაულზე არ ავედით. კუდატყეში რომ ვიყავით, სუქითის გზით დავბრუნდით გორში და მაშინაც შეგვხვდა. გვთხოვა, რომ გიორგობას ავსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

,,აი, ესე იცით, მოულოდნელად გვეწვევით ხოლმე. როცა გეპატიჟებით, მაშინ არ მოდიხართ" - გვითხრა მასპინძელმა.

შუადღე იყო და ცოტა დასვენება ჭირდებოდა. ,,საქონელსაც გამოვრეკავ, წყალი მოწყურდებოდა და მეც ჩამოვალ, დედაჩემია სახლში" - გვითხრა მან და საქონლისკენ გაემართა. ჩვენ კი სოფლის ცენტრალურ, თუმცა პატარა კოხტა გზით შევედით სოფელში.

ბოლო ვიზიტის შემდეგ, ოდნავ შეცვლილიყო გარემო, განსაკუთრებით, გზა. სულ დაეტბორა ნიაღვარს. საქონლის სადგომთან დიდი ხრამი იყო გაკეთებული.

ფრინველის სადგომიდან ნანული ხაჩიძე-ბესტავაშვილის გამოემართა ჩვენსკენ. უფრო მეტად მოხრილიყო წელში. ბოლო ვიზიტის დროს, უფრო წელში იყო გამართული. მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა და მარტო დარჩა სოფელში. ყურადღების მისაქცევად ხან ერთი შვილი ამოდის აგარიდან, ხან – მეორე, ლელა ბესტავაშვილი. ლელა პედაგოგია, კოდავარდისუბნის სკოლის ერთადერთი მასწავლებელი. მასაც კარგად იცნობს ჩვენი მკითხველი.



ნანული ხაჩიძე-ბესტავაშვილი ერთერთია ვინც სუქითის მუდმივ მაცხოვრებლად ითვლება და 6 ათეული წელია რაც ამ სოფელში დასახლდა.

"1965 წლიდან ამ სოფელში ვარ. როდესაც გეოლოგებმა დაიწყეს სიარული, ხალხს უთხრეს, რომ სოფელში მეწყერი ჩამოწვებოდა. მოსახლეობას დაბლა მისცეს საცხოვრებელი ადგილები. ჩვენთვის სამოსახლკარო არ მოუციათ. რატომ არ მოგვცეს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ასე შემოვრჩით აქ, მე და ჩემი ქმარი. 90-იანი წლების არეულობა, რომ დაიწყო მე და ჩემი მეუღლე მაშინაც სოფელში დავრჩით."-გვიყვება ნანული ხაჩიძე-ბესტავაშვილი.

88 წლის ნანული პროფესიით ზოოტექნიკოსია. მისი სუქითში ჩამოსვლის მიზეზი სწორედ მისი სამსახური იყო, რამაც სამუდამოდ დააკავშირა ამ ადგილს.

"მე აქ სამუშაოდ გამომგზავნეს. ჩემი ქმრის ბიძა, სოფელში ფერმის გამგე იყო. მას და მის ცოლს კარგად ვიცნობდი. ჭარხალი ქონდა გასათოხნი. მე წამიყვანა ჭარხლის გასათოხნად. არ ვიცოდი რაზე მივყავდი. ერთი მითხრა, წამოდი, წამომყევი ჩემს ქალს გასათოხნი აქვს, უკან არის ჩამორჩენილი და მომეხმარეო. ასე შევხვდი ჩემს ქმარს"-იხსენებს ნანული ბესტავაშვილი.

ნანული ხაჩიძე-ბესტავაშვილი იმ წლებს იხსენებს, როდესაც სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა და ამბობს, რომ მის ოჯახს, სხვაგან ცხოვრებაზე, არასოდეს უფიქრიათ.

"ყველა, რომ წავიდა. ყველა რომ გადასახლდა აქედან, მაშინ მეუღლემ რუსეთში დაიწყო სიარული. ჩემი ქმარი ამბობდა, რომ ყველას ბავშვი სასწავლებლად წავა და მე ჩემი შვილები, ამ დანგრეულ სოფელში როდემდე მყავდესო. წავიდა და აგარაში უყიდა ბავშვებს ბინა, რომ სკოლაში იქ ევლოთ"-ამბობს ნანული ხაჩიძე-ბესტავაშვილი.

შიდა ქართლის სხვა სოფლების მსგავსად, პრობლემები ამ სოფელშიც ბევრია. მოსაწესრიგებელია სარწყავი წყალი, რის გამოც, მოსახლეობას ერთწლიანი კულტურების მოყვანა უჭირს.

"წყლის გაკეთება გვინდა, რადგან ვერ ვთესავთ ვერაფერს. პატარა რაღაცა მაქვს დათესილი და ვერ შევდივარ, ლამია. წყალი ისე შემოდის ვერ ვაჩერებთ. ჩადიან სათხოვნელად და არ მოდიან. არჩევნები, რომ მოატანს მერე დაგიძახებენ, აბა ეს შემოხაზე! აბა ის შემოხაზე! ერთხელ მოვიდნენ , დახმარებას ვიღებდით, სანამ ჩემი ქმარი ცოცხალი იყო და მომიხსნენს დახმარებაც. 3-4 წელია დახმარებაც არ ამოღია. რომ წავიდე,სად წავიდე? დალხინებული ვარ თუ გაჭირვებული, ეს არის ჩვენი სოფელი. სხვა არაფერი გვაქვს, რომ პატარა რაღაც შემოსავალი მივიღოთ"-წუხს ნანული ხაჩიძე-ბესტავაშვილი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.