Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,აღდგეს თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის მოძრაობა'' - პეტიცია
2023 წლის 5 ივლისიდან ,,ქუთაისი-თბილისის'' ელექტრომატარებლის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერები გროვდება.

პეტიციის ავტორია სტუდენტი სანდრო კვინიკაძე. ის წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდანაა და აღნიშნავს, რომ ელექტრომატარებელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სასიცხოცხლოდ მნიშვნელოვანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისი-თბილისის ელექტრომატარებელს ბევრი მომხმარებელი ჰყავს შიდა ქართლშიც.

დღევანდელი მონაცემებით, ხელს 835 ადამიანი აწერს. სულ 1 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს. დარჩენილია 165 ხელმოწერა.

გარდა ქუთაისი-თბილისის ელექტრომატარებლის აღდგენისა, პეტიციის ავტორი ითხოვს ხაშური-ზესტაფონის შუადღის რეისების დამატებას.

პეტიციაში ვკითხულობთ:

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამყოფი რაიონია, რთული გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა.

რაიონზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელის ნაწილია.

ხარაგაულის რაიონი 2 საუკუნეა მნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო მიზნების უზრუნველსაყოფად და ატარებს მნიშვნელოვან ტრანსპორტს.

დღეს კი, ჩვენი ბუნების ფაქტობრივი განადგურების ხარჯზე, საქართველოს რკინიგზა აწარმოებს ფართო გზის მშენებლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ეს ცვლის რაიონის ბუნებრივ იერსახეს.

ბუნებრივია, მით უმეტეს, ამ პირობების გათვალისწინებით, ადგილობრივებს აქვთ პრეტენზია, კომფორტულად სარგებლობდნენ რკინიგზით და არ ექმნებოდეთ კომუნიკაციის პრობლემა.

ვაჟღერებ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილს და მოვითხოვ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით მოხდეს რკინიგზასთან მოლაპარაკება თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენასთან დაკავშირებით და ასევე ხაშური-ზეატაფონის ელექტრომატარებლის შუადღის რეისების დამატების თაობაზე. '' - აღნიშნულია სანდრო კვინიკაძის განცხადებაში.

ხელმოწერის მსურველებს შეუძლიათ გადავიდნენ ლინკზე: აღდგეს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის რეისები და თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის მოძრაობა

ფოტო: მარი ნიკურაძის ბლოგიდან
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.