Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
წინაგარელებმა ალან გაგლოევს შესჩივლეს, რომ რუსი სამხედროები აჯარიმებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი სოფელ წინაგარის მოსახლეობას შეხვდა. ,,ვილაპარაკოდ ღიად'' - ასეთ სტატიას აქვეყნებს ოსური მედია წინაგარასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

სტატიის მიხედვით, წინაგარელებთან საკმაოდ საინტერესო თემები იქნა განხილული, მაგალითად, ისეთი, თუ რატომ არ დასრულდა დროულად სკოლის კაპიტალური რემონტი, რომელიც რუსეთისგან მიღებული ფინანსური დახმარებით კეთდებოდა.

აღნიშნული თანხა გამოიყო საინვესტიციო პროგრამემის ფარგლებში. ასევე, წინაგარაში არ მიუღიათ ბავშვთა სათამაშო ატრაქციონები, რომელიც რუსეთიდან უნდა ჩამოეტანათ.

ალან გაგლოევმა შეხვედრა დაიწყო იმაზე საუბრით, რომ თანამდებობაზე არჩევის დღიდან, ყველა ძალისხმევა "რუსეთის მხრიდან ნდობის აღდგენასა" და ადრე ჩადენილი დარღვევების აღმოფხვრაზე მიმართა.

გაგლოევის განმარტებით, რუსეთის ხაზინის შემოწმების აქტით დარღვევები გამოვლინდა. შედეგად რუსეთიდან ფული აღარ გადმორიცხეს იმ მუხლებში, რომლებშიც დარღვევები იყო.

მიუხედავად ამისა, ალან გაგლოევის თქმით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამა სრულად და ვადაზე ადრე დასრულდა.

ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში თანხების ქურდობასა და მითვისების ფაქტებზე.

"თანხების მითვისების კიდევ ერთი მაგალითია ამძარინის (წინაგარის) სკოლის კაპიტალური რემონტი. როგორ შეიძლებოდა ამ მშენებლების გაშვება იმის შემდეგ, რაც გააკეთეს? მათი ადგილი ციხეშია!" - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯარიმები ,,სახელმწიფო საზღვრის'' დარღვევისთვის

წინაგარის მოსახლეობა ე წ. სასაზღვრო ზონაში ცხოვრობს. მათ რუსი სამხედროები ხშირად აკავებენ. ამბობენ, რომ ეკონომიკური საქმიანობის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს ვერ აუდიან.

როგორც ერთ-ერთმა მკვიდრმა განმარტა, ხშირად პირუტყვის ძოვებისას სწორედ ეს საბუთები არ აქვთ, რაც დარღვევად ითვლება და აჯარიმებენ.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, რომ კანონი ვრცელდება ,,სასაზღვრო ზონაში'' მცხოვრებ ყველა მაცხოვრებელზე და მესაზღვრეები იცავენ ხელშეკრულების პუნქტებს, რომელსაც მხარეებმა - რუსეთის ფედერაციამ და სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის შემდეგ მოაწერეს ხელი.

ამასთან, მან გასცა შესაბამისი ინსტრუქცია ამ საკითხის შესწავლისა და მოსახლეობისთვის ყველაზე მისაღები გამოსავლის მოძებნის მიზნით.

მობილური საკომუნიკაციო ტერმინალები

სოფლის მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაურს მობილური გადახდის ტერმინალების დამონტაჟებაში დახმარება სთხოვა.

"როდესაც ტელეფონზე ბალანსი იწურება, ბალანსის შესავსებად ცხინვალში უნდა წავიდეთ. დაგვეხმარეთ ამ საკითხში", - აცხადებენ მოსახლეობა.

პრეზიდენტმა თავის მხრივ პირობა დადო, რომ დახმარებას უსწრაფესად გაუწევს.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობა

მოსახლეობა ჩივის, რომ ტექნიკა არ არის საკმარისი სასოფლო-სამეურნეო მიწების სრული დამუშავებისთვის.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალან მარგიევმა აღნიშნა, რომ ამ წუთებში განიხილავს სს ,,როსაგროლიზინგისგან'' იჯარით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის საკითხს.

"ვეთანხმები, რომ ტექნოლოგია, რომელიც აქ მუშაობს, უკვე მოძველებულია. მაგრამ ის მაინც მუშაობს და ასრულებს თავის ფუნქციებს. ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ ამ სფეროს და ყოველთვის ვცდილობთ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგახართ. მალე ჩვენ მივიღებთ ახალ აღჭურვილობას, რომელიც გაგიადვილებთ ცხოვრებას როგორც თქვენ, ასევე ჩვენთვის", - განაცხადა მინისტრმა.

ტირიფონის არხი მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც შეხვედრაზე დაისვა, სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხი იყო. როგორც ალან მარგიევმა განმარტა, ზონკარის წყალსაცავიდან წყალი ვეღარ მოდის, როგორც ადრე, რის შედეგადაც გადაწყდა ტირიფონის არხის შეკეთება და ამით სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტირიფონის არხის შესაკეთებლად ხუთ მილიონ რუბლს გამოყოფს, რომელიც სოფელ ამძარინის (წინაგარის) სარწყავი წყლით მომარაგებას შეძლებს.

"ვიცნობ სარწყავი წყლის პრობლემას, მის მოსაგვარებლად თანხა უკვე გამოიყო. ახლა მიმდინარეობს საჭირო სარემონტო სამუშაოები და ამ ზაფხულს თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით სარწყავი წყლით", - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

სხვადასხვა

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი საცეკვაო ჯგუფის კოსტიუმების შესყიდვის, სახურავის გამოცვლის, საბინაო პირობების გაუმჯობესების, რეგიონულ ცენტრში მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობის საკითხები და ა.შ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.