Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,ეს ოჯახი არის მთელი პოლიციური სისტემა'' - მეტეხში დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს
გორის სასამართლომ განიხილა მეტეხში დაკავებული ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხი. სამივე ბრალდებულ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაზარალებულია პოლიციის მაღალჩინოსანი, თბილისის დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე ლაშა ტუხაშვილი.

ადვოკატი ნოდარ ცინცაძე:


,,სრული იდენტიფიცირება ხდება შევარდნაძის პერიოდის. რადგან რამოდენიმე პოლიციელმა სახელმწიფოს სახელით ცემეს ადამიანები. დაკავების უკანონო შემთხვევებთან გვაქვს საქმე. დაკავების შემდეგ ისინი იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოთახებში. მათთან წვდომა შეძლეს დაზარალებულმა მამა შვილმა და სცემეს პოლიციის შენობაში.

ეს ხდება ცეცხლაძის და მაისურაძის შემთხვევაში კასპის პოლიციის ოთახებში.

დავუკავშირდი სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ამ ფაქტს იძიებს და ვითხოვ რომ მათ ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ფაქტი, რომ დაზარალებულები და დამნაშავე ერთმანეთს ამოცნობამდე შეხვდნენ, რაღაც მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა სცნოს სასამართლომ. ბრალდების მხარემ უნდა მოითხოვოს განჩინება და ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ესენი არიან ჩვეულებრივი სოფლელი ადამიანები, არანაირი კრიმინალური წარსულით, ხოლო დაზარალებული არის მაღალჩინოსანი და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მას აქვს შესაძლებლობა გამოძიება ისე წაიყვანოს, როგორც მას სურს. ჩხუბი გამოიწვია მამამ და მან მოახდინა ყველაფრის პროვოცირება.

მამა შევარდნაძის დროს ყოფილა მაღალჩინოსანი პოლიციელი და ჩემთვის უკვე ნათელია არსის ვითარება.

ბრალდებულებს ჩაუტარდათ სასამართლო ექსპერტიზა და ორ მათგან დაზიანებები დაუმტკიცდა მესამეს შემთხვევაში ექპერტიზის ჩატარება ვერ მოესწრო

დაზარალებულის მამამ და ძმამ ბრალდებული სცემეს მაშინ, როცა ხელბორკილი ეკეთა და პილიციას იარაღის ამოსაცნობად ჰყავდა მიყვანილი კონკრეტულ ადგილზე. დაზარალებულის ძმაც არის ჩინოსანი პოლიციელი

მთელს ამ საქმეს ლაით მოტივად გასდევს პოლიციელის საქმის ,,გაპრავება.''

"პისტოლეტი საბრძოლო მოქმედებაში არ მომიყვანია მაგრამ მაშჯნ როცა ჭაღარა თმიანი ჩემს იარაღს წაეჯაჯგურა, ამ პროცესში მოიმართა იარაღი და შემთხვევით მოხდა გასროლა"-წერია დაზარალებულის ჩვენებაში

ადვიკატი: რატომ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი დაზარალებულს, როდესაც ის იმუოფებოდა აგარაკზე დასასვენებლად?

ეს ოჯახი არის მთელი პოლიციური სისტემა და გამოხიების პროცესში დაზარალებული უნდა გადაეყენებინათ დროებით თანამდებობიდან.''

მაისურაძეს ჰყავდა არასრულწლოვანი თან და დღემდე ესენი გამოკითხულები არ არიან. ამ ბავშვებმა დაინახეს, რომ ელბერტ ტუხაშვილი აგრესიით წამოვიდა ამათთან.''

ხალხი არის დაშინებული პოლიციისგან, რომ მიიღონ მათთვის სასურველი ჩვენება. იმის გათვალისწინებით , რომ ბრალდებულის მიმართ არ არის მტკიცებულებები, არ იყოს გამოყენებითი პატიმრობა, თუმცა არ შევეწინააღმდეგებით, თუ იქნება გამოყენებული გირაო 2000 ლარის ოდენობით.

ჯიმშერ ცეცხლაძეს ყავს 5 მცირეწლოვანი შვილი, ბექას 3 თვის შვილი ყავს და ერთერთი იყო, რომელიც უბრალოდ აშველებდა თან იყო ფხიზელი. მიხეილ მაისურაძე არის ავადმყოფი. შაქრიანი დიაბეტი აქვს ინსულინდამოკიდებულია.



პროკუროი ამბობს, რომ 16 ივლისს 17 საათზე სოფელ მეტეხში შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულებმა ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემეს დაზარალებული. ფიზიკური დაპირისპირების დროს ცეცხლაძემ დაზარალებულს გასტაცა იარაღი და იარაღთან ერთად დატოვა ადგილი.

,,ბრალდებულების მხრიდან არსებობს საფრთხე რომ გააგრძელებენ ძალადობას. მოწმეებზე იძალადებენ და მიიმალებიან.''

ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა მანქანას და დაეჯახა დაზარალებულის მეუღლეს. დედას და მეუღლესაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იარაღის ტარი ჩაარტყეს თავის არეში. ფაქტს შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილი

დედას გასტაცეს ასევე მობილური ტელეფონი და ცეცხლსასროლი იარაღით და ტელეფონით მიიმალნენ. დაზარალებულს დასჭირდა 5 ნაკერი. ნივთმტკიცებები მოიშორეს თავიდან და გადააგდეს მითოვებულ სასაფლაოზე. შესაძლოა სხვა პირებიც გამოიკვეთონ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში - განაცხადა პროკურორმა.

რა ხდებოდა მეტეხში



კვირა დღეს სოფელში ერთ-ერთ ოჯახში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი სუფრა იყო გაშლილი და ე.წ. ორმოცი აღინიშნებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. როცა ხალხი დაიშალა, ყველა სხვადასხვა მიმართულებით წავიდა, ზოგი მანქანით, ზოგი ფეხით.

,,ეს ბიჭი, ვის ინტერესებსაც ვიცავ, მიდიოდა მანქანით, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა ავტომანქანა, რომელსაც ქალბატონო მართავდა. ქალბატონის მანქანას უკან მოსდევდა მისი მეუღლის მანქანა, რომლის მძღოლი პოლიციელი აღმოჩნდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანისა და ქალბატონის მანქანის სარკეები შეეჯახა ერთმანეთს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოვიდა მანქანიდან და იკითხა, ხომ არაფერი დაზიანდა. ამ დროს მესამე მანქანის სალოდან პოლიციის თანამშრომლის მამამ შეიგინა – შენი დედაო, ნორმალურად იარეო. ამას მოყვა დაპირისპირება. იმ კაცმა და მისმა შვილმა, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა, დაუწყეს ცემა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამ დროს გზაზე მოდიოდნენ ორმოციდან მომავალი ხალხი. დაინახეს რომ მათ თანასოფლელ ბიჭს სცემდნენ პოლიციელი და მისი მამა. ხალხმა დაიწყო მამა-შვილის შეკავება, ამდენი ხალხი რომ დაინახა პოლიციელმა, ამოიღო იარაღი და დაუმიზნა მათ. ხალხმა წაართვა ეს იარაღი, ამ წართმევაში მეორედაც გაისროლა. დიდ უბედურებას გადარჩა მეტეხი" - ამბობს ადვოკატი..

როგორც ადვოკატი ამბობს, სპეციალური საგამოძიებო კომისიამ დაიწყო მოკვლევა, თუ რა მოხდა საკუთრივ კასპის პოლიციის შენობაშიც. რატომ შეუშვეს დაკავებულებთან პოლიციის მაღალჩინოსანი და მისი მამა, რატომ აცემინეს მეტეხლი ბიჭები.

კასპის საავადმყოფოში შემოწმებაზე კი მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსანი მიიყვანეს. ექიმ ბეგი თათრიშვილის თქმით, პოლიციელს დაზიანება მხოლოდ თხემის არეში აღენიშნებოდა, ისიც კანის შეწითლება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.