Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,კამერა თან არ გვქონდა, რომ გადაგვეღო'' - ქარელის პოლიციელებმა სასამართლო პროცესი წააგეს
თბილისის სასამართლომ გააუქმა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ნასამართლევი პირი უკანონოდ ატარებდა მაკაროვის სისტემის იარაღს. პროკურორი ბაჩანა ქარქუზაშვილი, რომელმაც ხაშურში პროცესი მოიგო, თბილისიდან წაგებული დაბრუნდა.

სასამართლომ პროკურორს განუმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ოთხმა პოლიციელმა იარაღი აღმოუჩინა, სრული შესაძლებლობა ჰქონდათ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ნეიტრალურ მტკიცებულებად ვიდეოგადაღება ითვლება.

ქარელის პოლიციის თანამშრომლებმა თავი იმით იმართლეს, რომ ხელთ არ ჰქონდათ ვიდეოკამერა, რომლითაც შეძლებდნენ ჩხრეკის გადაღებას.

,,პატაკი და პატაკის შემდეგი პირის ჩვენება ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ბრალდებული გამოძიების საწყის ეტაპზევე, პირადი ჩხრეკის ჩატარების მომენტიდან აღნიშნავდა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა. ამ ვითარებაში ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება, რისი საშუალებაც მას ჰქონდა; ბრალდების მხარემ ვერ დასაბუთა, რატომ ვერ უზრუნველყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება, განსახილველ შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძველია არა დანაშაულზე წასწრება, რაც იმწუთიერ მოქმედებას მოითხოვს და ობიექტურად, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს შესაბამისი ტექნიკით პოლიციელთა აღჭურვა, არამედ - ოპერატიული ინფორმაცია. ამდენად, ჩხრეკის ჩამტარებელ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თუნდაც თავიანთი ტელეფონით გადაეღოთ ჩხრეკის მიმდინარეობა; პოლიციელებს მათი რაოდენობიდან (ოთხი პოლიციელი) და ჩხრეკის ვითარებიდან გამომდინარე, ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, საგნის გადამალვის ან განადგურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, ჰქონდათ შესაძლებლობა, მოეხდინათ საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგადაღება.'' - აღნიშნა მოსამართლემ.

რა მოხდა ქარელში?

ქარელის შს სამმართველოს თანამსრომლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ქარელის გადასახვევთან მდებარე ძველი რესტორნის ტერიტორიაზე, განზრახ მძიმე დანაშაულში ნასამართლევი პირი ატარებდა ცეცხსასროლ იარაღს.

ქარელის პოლიციელებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნეს, რომ ღამის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ ბრალდებულ თ.გ-სთან. ერთ-ერთმა პოლიციელმა შესთავაზა ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა.

მოქალაქე გაჩხრიკეს, მისი შავი სპორტული ზედატანის მარჯვენა ჯიბიდან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ამოუღეს შავი ფერის პისტოლეტი, სამი ოქროსფერი ვაზნით. მოწმე პოლიციელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მალევე გავიდნენ, შესაბამისად, არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩხრეკის მიმდინარეობა გადაეღოთ.

საგამოძიებო პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციამ მოქალაქეს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა:

პირველი ეს არის ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო მეორე მუხლი ეს არის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 238-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იარაღი იყო ,,BERNARDA-MAGNUM-2005"" მოდელის პისტოლეტი, ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ კი მასზე მოქალაქის ნიმუშები დააფიქსირა.

ხაშურის და თბილისის სასამართლოების პოზიცია

ხაშურის სასამართლომ ბრალდებული ყველა მუხლში გაამტყუნა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სასამართლომ გააბათილა ხაშურის 2022 წლის 3 აგვისტოს განაჩენი. ბრალდებული დამნაშავე ცნობილ იქნა მხოლოდ 238ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულში ნასამართლევი პირის მიერი იარაღის ტარებას. თბილისის სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით:

,,სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს ("კონფიდენტი", "ინფორმანტი") ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი'' - წერია განაჩენში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.