Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ბაკურიანის შემოდგომის სკოლა იწვევს შიდა ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომით არიან დაინტერესებული
1-4 სექტემბერს ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია ბაკურიანში უმასპინძლებს შემოდგომის სკოლას: ბაკურიანი 2023 – NATO-საქართველოს ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მასზე.

სკოლაში მიიღებიან ის ახალგაზრდები, ვინც ცხოვრობს შიდა ქართლის რომელიმე მუნიციპალიტეტში (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) და დაინტერესებულია სახელმწიფო უსაფრთხოების აქტუალური თემებით: რუსეთ-უკრაინის ომითა და მისი გავლენით საქართველოს უსაფრთხოებაზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებითა და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესებით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარეობს.

მონაწილეები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ სემინარებში, შეხვდებიან NATO-ს სამოკავშირეო ოფისის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს უსაფრთხოების საკითხებში. შემოდგომის სკოლის ფორმატი მოგცემთ შესაძლებლობას გაიღრმაოთ ცოდნა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ.

შემოდგომის სკოლის განმავლობაში მონაწილეები სესიების თემატიკიდან გამომდინარე აარჩევენ მათთვის სასურველ თემას, გამოწვევას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების წინაშე არსებობს და თვალსაზრისის ფურცელში ჩამოაყალიბებენ მისი გადაჭრის ხედვას. საუკეთესო ნაშრომის ავტორებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის წამახალისებელი პრიზები.

თვალსაზრისის ფურცლები კი გამოიცემა ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის მიერ, რომელთაც გამარჯვებული მონაწილეები პროექტის დასკვნით ეტაპზე, კონფერენციაზე წარადგენენ.

დეტალურ ინფორმაციას განრიგის, მომხსენებლებისა და სკოლის დაგეგმარების შესახებ შერჩეული აპლიკანტები ელ-ფოსტით მიიღებენ.

სკოლაში მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 16-დან 22 წლამდე. მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://rb.gy/br93n

შემოდგომის სკოლაში მონაწილეობის მსურველმა აპლიკაცია უნდა შეავსოს 25 აგვისტოს 23:55 საათამდე.

პროექტში მონაწილეობის ყველა ხარჯი დაფარულია NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.

პროექტის პარტნიორები არიან: ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი, მომავალ დიპლომატთა კლუბი.

მონაწილეები ბაკურიანში გორიდან გაემგზავრებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან 598 80 72 27
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.