Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
26 წლის ნინო თიგიშვილი პროფესიით ტურიზმის მენეჯერია. სოფელ ოძისში, მშობლების სახლში გახსნა ეკოტურისტული ობიექტი, სადაც ადამიანებს საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღოთ ტრადიციული კერძების მომზადებაში და გამხდარიყვნენ მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მან მამის მცენარეებით გატაცება, საოჯახო ბიზნესად აქცია და ახლა სხვადასხვა სასარგებლო მცენარისაგან ჩაის აწარმოებს.
„მამაჩემს განსაკუთრებით უყვარდა ხალხური მედიცინა და ზოგადად მცენარეული ჩაი. იმ წელსაც ძალიან ბევრი მოიტანა, რომელ წელსაც გარდაიცვალა. რაღაცნაირად თითქოს დატოვებული ნიშანიც იყო. რაღაცა დიდი ინსპირაციის წყაროც იყო იმიტომ, რომ თითქოს იმ საქმეს ვაგრძელებდი, რომელიც მამას ძალიან მოსწონდა“-იხსენებს ნინო თიგიშვილი.
მცენარეული ჩაის წარმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა. დაბრკოლებების მიუხედავად, ნინომ შეძლო და თავისი მცირე საწარმო საზოგადოებას, სოციალური ქსელის მეშვეობით გააცნო.
„ჩაის რეალიზაცია, რომ დავიწყეთ 2020 წლის თებერვალი იყო და მარტში, ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდა. კოვიდის გამო ყველაფერი ჩაიკეტა. რადგან სოფელში ვიყავი დრო და საშუალება მომეცა, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, სოციალური ქსელების მეშვეობით, მომხმარებლებისთვის გამეზიარებინა. დავდე ვიდეოები, როგორ დღვებავდა და ამოყავდა კარაქი დედას. ფურცლიან ქადას, როგორ ვაცხობდით და ა.შ. საზოგადოებას ვუზიარებდი ყველაფერს, რაც ჩვენს ტრადიციულ სამზარეულოს ეხებოდა“-ამბობს ნინო თიგიშვილი
როგორც ნინო გვიყვება, მის მიერ გაზიარებულ ვიდეოებს, სოფელში ცხოვრების შესახებ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც გაჩნდა იდეა, რომ სოფლის სახლში მოეწყო სივრცე, სადაც ტურისტებს უმასპინძლებდა.
„2022 წელს, ესტონეთის საელჩოს გრანტი მოვიპოვე. ეს იყო ომით დაზარალებული მეწარმე ქალების საგრანტო კონკურსი, რასაც მოჰყვა აწარმოე საქართველოს გრანტი. ამ გრანტით შევიძინეთ ის ინვენტარი, რაც გარე სივრცეში, სტუმრების მიღების შესაძლებლობას მოგვცემდა“- ამბობს ნინო თიგიშვილი
სოფელი ოძისი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. 2008 წელს ნინო 10 წლის იყო, როდესაც რუსული ტანკების პირისპირ აღმოჩნდა. ამბობს, რომ აგვისტოს დღეები ყველაზე მძიმედ შემორჩა მის მეხსიერება.
„ სახლიდან ცოტა მოშორებით ბოსტანი გვაქვს, საიდანაც ხეხილი და ბოსტნეული მოგვქონდა. გზად რუსული ტანკები შემოგვხვდნენ და მაშინ ერთი ღამით მოგვიწია ტყეში გათენება. რა თქმა უნდა ძალიან შეგვეშინდა, მაშინვე გავიქეცით. იმ დროს, ჩემი დის შვილიც პატარა იყო და ყველა ერთად ვიყავით სოფელში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი. შემდეგ აქ მაცხოვრებლები გამოელაპარაკნენ რუს ჯარისკაცებს. ისინი დაპირდნენ, რომ ცეცხლს არ გახსნიდნენ და სახიფათო არაფერი იქნებოდა. ჩვენ მაინც გვეშინოდა, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, რომ გავეშვით ქსნის ხეობაში , კერძოდ ქარჩახის ხეობაში. თუმცა 5 დღეში იქაც შემოვიდნენ, რის გამოც იძულებულნი გავხდით ის ხეობაც დაგვეტოვა. ფაქტობრივად ამის შემდეგ, ქარჩახის ხეობაში ვეღარ დავბრუნდი. იქაურობა ძალიან მიყვარდა“-წუხს ნინო თიგიშვილი.
ნინო თიგიშვილი 2008 წლის აგვისტოს დღეებში მიხვდა , რომ ომისგან ვერავინ დაიცავდა.
„მშობლების საუბარი მოვისმინე, ამბობდნენ, ბავშვებს რა უნდა ვუყოთ, სად დავმალოთო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე არ შეუძლიათ მშობლებს, ყველაფრისგან დაგიცვან და არსებობს ისეთი რაღაცეებიც სამყაროში, რისგანაც ვერ დაგიცავენ. როცა მანამდე ფიქრობ, რომ მშობელთან თუ ხარ, უსაფრთხოთ ხარ“-ამბობს ნინო თიგიშვილი.
ნინო გვიამბობს, რომ მის გარშემო ოსებს და ქართველებს იმდენად მჭიდრო ნათესაური კავშირი აქვთ და ორივე ხალხის კულტურა თუ ტრადიციები იმდენად აქვს გათავისებული, რომ მათ შორის რაიმე განსხვავების აღქმა უჭირს,
„დედა მთიულია, ქსნის ხეობიდან. ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ ის არის, რომ დედაჩემის 8 დედმამიშვლილიდან, 4 ქართველთან აქვს ოჯახი შექმნილი და ოთხს ოსთან. აგრეთვე მამაჩემის დაც, მამიდაჩემიც არის ქართველზე გათხოვილი. შესაბამისად იმდენად ახლოო კავშირი გვაქვს, რომ უკვე ვეღარც ვხვდებით რა ოსურია და რა ქართული. ჩვენთან ყველაფერი ჰარმონიულად შერწყმული და გათავისებულია ორივე მხრიდან“-ამბობს ნინო თიგიშვილი.
,,თიგის სახლი'' ოძისში - როგორ გააგრძელა 26 წლის ნინო თიგიშვილმა მამის საყვარელი საქმიანობა

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |