Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ნულოვანი დამუშავების მეთოდით დათესილი ყანების აღება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტში დაიწყო იმ მოსავლის აღება, რომელიც ნულოვანი დამუშავების მეთოდით დაითესა.

შიდა ქართლში, ნულოვანი დამუშავების სათეს აგრეგატით მარცვლეული კულტურები 261 ჰექტარ მიწაზე დაირგო.

ჯამში პროექტი, რომელიც ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გამყოფ ხაზთან მცხოვრები 80-ზე მეტი ფერმერი სარგებლობს.

საქართველოში ამ პროცესს ორგანიზაცია FAO ხელმძღვანელობს.

FAO დაეხმარა ფერმერებს კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდებზე ტრენინგებითა და ნულოვანი დამუშავების სათეს დანადგარზე წვდომის უზრუნველყოფით.

,,ამ, თანამედროვე აგრეგატით შესაძლებელია წარმოების ხარჯების შემცირება და დროის დაზოგვა, რაც აძლიერებს და ეკონომიკურად მედეგს ხდის კონფლიქტით დაზარალებულ თემებს და გვეხმარება კონსერვაციული სოფლის მეურნეობის დანერგვაში. ამასთანავე, ნულოვანი დამუშავება ეკოლოგიურად მდგრადი გადაწყვეტაა რეგიონში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გახშირებულ გვალვებთან და ნიადაგის ეროზიასთან გასამკლავებლად.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

FAO-ს ცნობით, ნულოვანი დამუშავების მეთოდი ეკონომიკურად მომგებიანია, რადგანაც ის არ საჭიროებს მოხვნასა და კულტივაციას, რაც ფერმერებს საწვავისა და მექანიზაციის დანახარჯებს 35 პროცენტით უმცირებს. ეს მეთოდი დანადგარების, მუშახელისა და საწვავის დანახარჯებს ამცირებს.

ამასთანავე, ნიადაგის დამუშავების გარეშე თესვის მეთოდის გამოყენებით, ფერმერებს მეტი დრო რჩებათ სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებისთვის.

,,აღსანიშნავია, რომ ნაკვეთის დამუშავებისას ისინი თესვას დროულად იწყებენ და უკეთ ეტევიან თესვის აგროვადებში, რაც მოსავლიანობაზე დადებითად აისახება.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობა და FAO ეხმარებიან ასევე ფერმერებს, რომ აღნიშნულ დანადგარზე წვდომა ჰქონდეთ.

,,ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიით დამუშავებული ნაკვეთი ბევრად უფრო მედეგია გვალვისას, რადგანაც ნიადაგს წყლის შეკავების გაუმჯობესებული უნარი აქვს. მოსავლის აღების შედეგად დარჩენილი მცენარეული ნარჩენი ნიადაგის ზედაპირზე მულჩად გარდაიქმნება და ნიადაგს ქარითა თუ წვიმით გამოწვეული ეროზიისგანაც იცავს. ამასთანავე, მარცვლეულის ნაკვეთი გახშირებული წვიმიანობისას დატბორვისგანაც მეტადაა დაცული. შესაბამისად, ფერმერები გარე, ეკოლოგიური რისკების მიმართ მეტად დაზღვეულები არიან.'' - აღნიშნავენ FAO-ში.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.