Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გუდალეთის მოსახლეობამ ხე-ტყის ჭრის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პეტიცია, რომელსაც 500 ხელმოწერა სჭირდება, ადგილობრივმა მცხოვრებმა ანი ალიმბარაშვილმა გამოაქვეყნა.

პეტიციის მიხედვით, ხელმოწერების შეგროვება დააჩქარა 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კერძოდ შოვში მომხდარმა ტრაგედიამ:

,,რამდენიმე წელია კასპის რაიონის სოფელი გუდალეთში მიმდინარეობს მთიდან ხე-ტყის მასიური ჭრა და მანქანებით გატანა. მოსახლეობა მოითხოვს, შეწყდეს და აიკრძალოს ბუნებისთვის, დაუდევრობით, ზიანის მიყენება და მოსახლეობის სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენება. შოვში დატრიალებულმა უბედურებამ დაგვანახა, რამხელა ზიანი მოჰყვება ასეთ მავნებლურ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ'' - წერს პეტიციის ავტორი

ის თანასოფლელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და იხსენებს ერთ-ერთ ეპიზოდს, როდესაც ხე-ტყის ჭრა გააპროტესტა:

,,ერთხელ შევეცადე წინააღმდეგობის გაწევა და მომატყუა მძღოლმა, კავთისხევის ავეჯის საწარმოსთვის მიგვაქვსო, მეორე დღეს რაღაც ნაჯღაბნი ფურცელი მომიტანა, ვითომ გამგებლის ნებართვა.. რა ვერ ეყოთ ამდენი წელი, განა რა ავეჯი სჭირდება კავთისხევის გამგეობას ასეთი? სულ მეფიქრებოდა და ახლა უფრო გამიმძაფრდა შიში იმის, რომ ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სოფელი და ამაზე დროულად უნდა დავფიქრდეთ! ერთობლივად უნდა შევუშალოთ ხელი ხე-ტყის ჭრას, თორე ცრემლების ღვრა ძალიან გვიანია ხოლმე ბოლოს.'' - წერს პეტიციის ავტორი.

გუდალეთი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე გავაზურისწყლის (კავთურის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას. შედის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 19 კილომეტრით.

პეტიციაზე ხელმოწერების მსურველებისთვის ლინკი: manifest.ge

ფოტოზე: სოფელი გუდალეთი, ფოტოს ავტორი: ოთარ თაგვიაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.