Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გიორგი ყარალაშვილის ,,ყარალას'' კედელი გორში
გორში ეს სტენსილი გიორგი ყარალაშვილმა 2018 წელს გააკეთა. მაშინდელი
ფოტოები მისმა მეგობარმა მარიამ თოფჩიშვილმა შემოინახა.
მარიამის ფოტოებში ასახულია, თუ როგორ მუშაობს გიორგი ყარალაშვილი ,,ახალბაღის'' ტერიტორიაზე. ,,ახალბაღი'' გორის კულტურისა და დასვენების პარკია, რომელსაც ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება.
ფოტო: მარიამ თოჩიშვილი
ამჟამად კედელი, პარკის რეაბილიტაციის გამო, გადაღებელია.
გიორგი ყარალაშვილი შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიის დროს დაიღუპა.
მის მიერ მოხატული კედლის სანახავად ,,ახალბაღს'' ვესტუმრეთ, თუმცა ვერსად ვნახეთ. სტენსილის ფოტო ვაჩვენეთ ,,ახალბაღის'' მშენებლობის ზედამხედველს:
ფოტო: კედელი დღეს
,,მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს ეს ნახატი. შორიდან რომ დავინახავდი, სულ მეგონა, რომ ნამდვილი ბავშვები იდგნენ კედელთან და ხატავდნენ. რამდენჯერაც დავინახავდი, სულ ასე მეგონა'' - იხსენებს მშენებელი ჩვენთან საუბარში. ეს კედელი ბავშვების ყოფილი ავტოდრომის შენობას ეკუთვნის.
მარიამ თოფჩიშვილი იხსენებს, თუ როგორ დაიბადა გორში სტენსილის გაკეთების იდეა.
,,მახსოვს ერთ-ერთ ლექციაზე გაგოშას სტენსილზე ვლაპარაკობდით და ვთქვი, როგორ მინდა გორში გაკეთდეს ასეთი ამბები-თქო და მითხრა, მე გავაკეთებო. გულწრფელად ვიტყვი, ძალიან გამიკვირდა და თან გამიხარდა! მერე მოვიძიეთ მცირე რესურსები საღებავებისთვის და ყველაფერი თვითონ გააკეთა, 2 კვირის ვადაში შექმნა ესკიზიც, საღებავებიც იყიდა და ჩამოვიდა გორში დასახატად.'' - იხსენებს მარიამი.
ფოტო: 2018 წელი
დაახლოებით 1 წლის წინ გიორგიმ მოიკითხა თავისი სტენსილი:
,,მკითხა, როგორ არის ჩემი სტენსილიო? იმ დროს უკვე დაწყებული იყო ახალ ბაღის რეაბილიტაცია და ვუთხარი, ალბათ, დაანგრიეს ის კედელი, მითხრა არა უშავს, გორში ერთ კედელს როგორ ვერ ვიპოვით, რომ რამე კარგი დავხატოთო. ჰოდა, როგორც კი მორჩება ამ სივრცის რეაბილიტაცია, ერთ კედელს აუცილებლად ვიპოვი და დავხატავთ ყარალას ესკიზს, ზუსტად ვიცი გაუხარდებოდა და სორბონიდანაც ჩამოვიდოდა ამ ამბისთვის.'' - წერს მარიამი.
ფოტო: კედელი დღეს ,,ახალბაღში''
გიორგი ყარალაშვილი გუშინ, 6 აგვისტოს, შოვში ნაპოვნ ცხედრებს შორის ოჯახის წევრებმა ამოიცნეს. გიორგი რაჭაში დასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა. დის ცხედარს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. გიორგი და სოფი ყარალაშვილების მეგობრის, დავით ბერიაშვილის ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს.
ფოტო: შოვის სტიქია, 2023 წლის 3 აგვისტო
გიщრგის შესახებ მასალა ,,კახეთის ხმამ'' გასულ წელს მოამზადა სათაურით: ,,გზა საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე- გაიცანით გიორგი ყარალაშვილი სიღნაღიდან''.
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი ყარალაშვილი, სექტემბრიდან სწავლას პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, დიზაინისა და ინტერაქტიული მულტიმედიის მიმართულებით გააგრძელებს.
გიორგი ამბობს, რომ მისი ჰობი კედლის მხატვრობა და გრაფიკული დიზაინია, სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობდა დღემდე საქართველოშიც, თუმცა იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს მეტი ისწავლოს.
ფოტო: გიორგი ყარალაშვილი
ახალგაზრდა ამბობს, რომ სწავლის გასაგრძელებლად სააპლიკაციო პროცესი Eტუდეს ენ Fრანცე საიტზე გაიარა, სადაც მაქსიმუმ 7 ფრანგულ უნივერსიტეტში ჰქონდა საბუთების გაგზავნის საშუალება, რის შედეგადაც მან დადებითი პასუხი მიიღო სორბონის, ბორდოსა და ტულონის უნივერსიტეტებისგან.
,,ვარ გრაფიკოსი დიზაინერი, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჩემი ჰობი იყო კედლის მხატვრობა და გრაფიკული დიზაინი. ვიმუშავე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის და ვღებულობდი კერძო შეკვეთებსაც. ახლა კი გადავწყვიტე ჩემი კარიერა და განათლება მთლიანად დავუკავშირო დიზაინის სფეროს და სწავლას ვაგრძელებ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, ინტერაქციული მულტიმედიის მიმართულებით.'' - ვკითხულობთ სტატიაში.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |