Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,ცხინვალელები იყვნენ და ცხინვალში დარჩნენ'' - ძმები რომელაშვილების მამა
,,ისინი ცხინვალელები იყვნენ და ცხინვალში დარჩნენ'' - ამბობს მურაზ რომელაშვილი, რომელიც დღეს თავისი შვილების, ძმები რომელაშვილების სახელობის სკვერში იმყოფებოდა.

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს რუსეთ-საქართველოს ომი:

"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომი იყო. კარგად ვიცით სულ ყველამ რა მდგომარეობა იყო, როცა რუსეთი შემოგვესია, იძულებულები ვიყავით ჩვენ დაგვეცვა, მითუმეტეს ჯარისკაცებს უნდა დაეცვათ ჩვენი სამშობლო, ამიტომ იმ ბრძოლაში სხვებთან ერთად ჩემი შვილებიც ჩაერთვნენ. ეგენიც ჯარისკაცები იყვნენ. გავიდნენ 7 აგვისტოს აქედან. ისინი სატანკო ბრიგადაში მსახურობდნენ, გია იყო ოცმეთაური და მთლიანად ბატალიონი წავიდა ცხინვალის მისადგომებთან. ჩავიდა მისადგომებთან. იქ მაგარი ბრძოლები იყო. ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, რა იყო, როგორ მოხდა. მთავარია, რომ ვაჟკაცურად იბრძოლეს. ისინი იყვნენ ცხინვალელები და ცხინვალში დარჩნენ. მათი გვამი ახლაც არ არსებობს, სად გაქრა? ერთი დაკარგულია, დნმ-ს ანალიზი აიღეს და მარტო მაჯა და ქუსლი იყო, დასაფლავებულია მუხათგვერდის სასაფლაოზე",

დევნილი ძმები გორში გაიზარდნენ, გორის უნივერისტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტზე ისწავლეს, ორივე კარატისტი იყო, გია შავ ქამარსაც ფლობდა. საქართველოს არმიაში რომელაშვილები 2004 წელს ჩაირიცხნენ. გიას ამ დროს უკვე ჰქონდა სამხედრო აკადემია დამთავრებული, გელა სწავლას აპირებდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძმები გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში ირიცხებოდნენ, გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. ცხინვალში პირველები სწორედ ძმები რომელაშვილების ტანკები შევიდნენ.

ქართულ სატანკო კოლონას წინ ნომერ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომლის ეკიპაჟში იყვნენ: მეთაური - ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, მსროლელი კაპრალი ზაზა ბირთველიშვილი და მძღოლ-მექანიკოსი კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.