Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,100 წლისა ხარო, რო უკვირთ, განა ბევრია ადამიანისთვისა!'' - ლიზო კახნიაშვილი დიდი ლიახვის ხეობიდან
,,მისი ადგილსამყოფელი საინფორმაციო გადაცემის საშუალებით გავიგეთ, მე და ჩემმა ქალმა წამოვიყვანეთ და ამხელა ისტორიის მქონე სიდედრს, აბა, ვის დავუთმობო" - ხუმრობს ლიზო კახნიაშვილის სიძე, ილია გურაშვილი, რომელიც წარმოშობით კახეთიდანაა.

- მე ისეთი სიდედრი მყავს. კარგი როა, თვალისჩინივით ამიტომ ვუფრთხილდები და აი, ხედავთ? - ასი წლისა ჯერ ოთხმოცისასაც კი არა ჰგავს!.." - ამბობს ილია გურაშვილი.

ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა ლიზო კახნიაშვილმა უკვე საუკუნეს გადააბიჯა და სვენებ-სვენებით, თუმცა წარსულიდან ზოგიერთ ამბავს დაწვრილებითაც კი იხსენებს, ჯერ მეორე მსოფლიო ომი, შემდეგ 90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტი. აგვისტოს ომის თემაზე კი უფრო მეტი სევდა ეძალება.

,,მეორე მსოფლიო ომის წლების ომი ძალიან რთულ პერიოდს მახსენებს. ბევრი ოჯახი მაშინაც გამწარდა. 1990 - დან კი ოს-ქართველობა რო აირია, სროლები იყო, ვინმეს დაღუპვა იყო თუ გზის ჩაკეტვა, სოფელთან ერთად მეც შიშში ვიყავი. ეს ყველაფერი აგვისტომ დააგვირგვინა... სოფელში დარჩენა მსურდა, მაგრამ არ შეიძლებაო, ყველა იმას ამბობდა და ვიფიქრე, მეც წავალ საითმე - მეთქი. რო წამოვედი, დამიჭირეს. ეხლა ამ ასაკისა ვარ და არც მაშინ ვიყა ჯიელი... ასაკიანი ვიყა, თუმცა არავის შევეცოდე - ცხინვალში 11 დღე ტყვედ ჩავვარდი... ისე ცუდად გვექცეოდნენ, წყალსაც კი არ გვასმევდნენ. მერე, როგორღაც თბილისამდე გამოვაღწიეთ" ...- იხსენებს ლიზო კახნიაშვილი.

,,ომი ქვეყანას ანადგურებს,"" - აგრძელებს საუბარის, - ,,პატიოსან და უპატიოსნო ადამიანს ვერ არჩევს, ბევრ უდანაშაულოს ნაადრევად იმქვეყნად ისტუმრებს, ცოცხლადდარჩენილების ჯანმრთლობას კი სპობს. პირდად ჩემ თავზე გამოვცადე. 100 წლისა ხარო, რო უკვირთ, განა ბევრია ადამიანისთვისა!.. მეხსიერება და რამე კი კარგი მაქვს, მაგრამა, აგერა, წამლებსა ვსვამ, იმიტომა რო, ხან თავი მტკივა და ხან - გული ამიჩქარდება ხოლმე... ეს ყველაფერი ომისა და ნერვიულობის ბრალია. სულ მშვიდობა რო ყოფილიყო, ეხლ ამაზე უკეთესად ხო ვიქნებოდი?!" - გვეუბნება ლიზო და გვთხოვს, რომ:

,,ეცადეთ, ყველა ეცადეთ, რო დედამიწაზე ტყვია არ გავარდეს და ყველგან, ყველა ქვეყანაში მშვიდობა იყოს." - ამბობს 100 წლის ქალი, რომელიც თავად უკვე რამდენიმე ომი გადაიტანა, აგვისტოს ომის დროს კი, - ტყვეობა.

საუბარში ლიზოს შვილი, ზინა ერთვება:

,ამ ბოლო დროს დაეჩვია ჩივილებს, თორემ დედაჩემი ჯანმრთელი ქალი იყო, ისა მტკივა, ისა მტკივაო, - წუწუნი არ სჩვეოდა, როგორც ბევრმა იცის. კეხვში ვცხოვრობდით და ხომ იცით, სოფელს რამხელა ენერგია ჭირდება. თან რამდენიმე წელი კეხვის რესტორნის თანამშრომელი იყო, - ოჯახს კაპიკები შევმატოო... აგერ 100 წლისაა, უსათვალოდ წერს და კითხულობს, ჩემზე უკეთესი მეხსიერება აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისში დღესაც გასეირნება ნებავს - არავის გაყოლა არა მჭირდება, მე თვითონ აფთიაქშიც კარგად წავალ და ახმეტელის მეტროსთან გავივლი-გამოვივლიო, მაგრამ ივლისის ამ პაპანაქება სიცხეში არ ვუშვებ." - ამბობს ზინა, ლიზო კახნიაშვილის შვილი.

ზინას თქმით, დედამისს სჯერა, რომ სოცოცხლეს დიდი რაოდენობით საკვების მიღება კიარა, როგორც ზოგსა ჰგონია, არამედ თავის დროზე ჭამა და ასევე ბალახეულის სწორად გამოყენება ახანგრძლივებს.

,,ლიახვის ხეობაში მოსავალიც ჯანსაღი იყო და ჰაერიც, ჯანმრთელობა ალბათ ამანაც შეუნარჩუნა - პამიდორს ხელს გადაუსმევდი და ბაღშივე გემრიელად შევჭამდი ხოლმეო, - იხსენებს... ადრეც და ახლაც, ამხელა ქალი მცენარეებს თავის დროზე აგროვებს. ისევ მშვენივრად ერკვევა, რა რასა რგებს და ნახარშებს ღებულობს." - გვიყვება ზინა.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ლიზო კახნიაშვილი თბილისშიც დადის, ახმეტელის მეტროსთან ავეჯეულობის მაღაზიებს ათვალიერებს, აფთიაქშიც თავად შედის.

,,ისეთ დროს დაიბადა, განა რა ბედნიერი ბავშვობა ამას ექნებოდა... 19 წლისა ყოფილა მეორე მსოფლიო ომი რომ დაწყებულა. მეუღლეს ხშირი კონფლიქტის გამო დაშორებია. სამი შვილი გაგვზარდა, მე ორი ძმა მყავს. დედის გული ხო იცით, - თავისებური განსაცდელები დედაჩემმაც გადაიტანა, მაგრამ მე მის თვალზე ცრემლი არ მინახავს. იმდენად ძლიერი ხასიათისაა, შვილი ვარ და მე თვითონაც კი მიკვირს. სულიერად არასდროს დაცემულა. საკმაოდ ცნობისმოყვარე და პრინციპული ხასიათისაა. გულში შენახვა არ ახასიათებს - ყველაფერს ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა და დღემდე ასე მოდის... " - ამბობს ზინა კახნიაშვილი.

ახალ საიდუმლოს გვიმხელს ნინუცა გურული, ბებოს შვილიშვილის მეუღლე: ,,ისიც უნდა გითხრათ, რომ 101 წლისა შესრულდა. პასპორტში დაბადების თარიღი - 1922 წელი, ერთი წლით გვიან ჩაუწერიათო".

,,ქალბატონო ლიზო, კეხვიდან დევნილი, უკვე 15 წელია თბილისში ცხოვრობთ. დაბრუნების იმედი გაქვთ?" - ვკითხეთ.
,,უიმედო ადამიანს ფიქრი და დარდი გულს უჭამს, მე კი ასე უიმედო რო ვიყო, განა აქამდე ვიცოცხლებდი?! ახლა ქვეყანა არეულია, ხო ატყობთ, ბევრი უცნაურობა ხდება, მაგრამ მე მაინც სულ იმ დღეს ველოდები, ტელევიზორში გამოაცხადონ, გზა გაიხსნა და აბა, თქვენ იცით, ხალხო, ახლა კი დროა, საკუთარ არე-მარეს დაუბრუნდითო...

ავტორი: ნანა კახნიაშვილი დიდი ლიახვის ხეობიდან, ჟურნალ ,,ლიახვის ხეობის" ჟურნალისტი




Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.