Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
“საქართველოში ისეთი შეგრძნება გვქონდა, როგორც სახლში” — უკრაინელი აქტივისტის ახალი ცხოვრება ბათუმში
ოლენა ვინსენტი ყირიმის ნახევარკუნძულზე, სიმფეროპოლში დაიბადა.
რამდენიმე წელში საცხოვრებლად ხერსონის მოსაზღვრედ, ყირიმის ერთ-ერთ
ქალაქ კრასნოპერეკოპსში გადავიდა.
2014 წელს, მას შემდეგ, რაც მისი სახლი ანექსიის შედეგად რუსეთის მხარეს აღმოჩნდა, ლვოვში მოუწია გადასვლა და 5 წელი იქ იცხოვრა. შემდეგ იყო კრამატორსკი დაბოლოს, ხერსონი. 2022 წელს, როცა რუსეთმა მორიგი ომი დაიწყო, ხერსონში იყო და კიდევ ერთხელ შეეჩეხა საკუთარი მიწისა და სახლის ოკუპაციას. ოლენა აქტივისტი და უფლებადამცველია, რაც ოკუპანტების სამიზნედ აქცევდა. ისევ წამოსვლა მოუწია.
“2014-მდე აქტივისტი არ ვიყავი. ხელოვანი ვარ და სუვენირებზე ვხატავდი. ოკუპაციის შემდეგ დავიწყე აქტივიზმი. ეს სფერო ჩემთვის ყოველთვის ახლობელი იყო და საკუთარი ადგილი ვიპოვე ადამიანის უფლებების დაცვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაში”, — გვეუბნება ოლენა, როცა ომამდე მის ცხოვრებაზე ვეკითხებით.
ის არასამთავრობო ორგანიზაცია Promin Zmin-ის და Between Us-ის თანადამფუძნებელი და Fight for Rights-ის წევრია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლგბტ უფლებებზე, შშმ პირთა საჭიროებებსა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე.
დამატებითი კითხვების მიუხედავად, ამ თემაზე ბევრს არ საუბრობს. რუსული ოკუპაციის გამო ქალაქიდან ქალაქში გადასვლაზეც მოკლედ გვიყვება და ეტყობა, რომ ცდილობს ემოციები შეიკავოს.
“უბრალოდ, შეუძლებელი გახდა ცხოვრება, სამოქალაქო საქმიანობის გაგრძელება და წამოვედი”, — ასე ხსნის ყირიმიდან წამოსვლის მიზეზს და სიტყვა უწყდება.
გაქცევა გადარჩენისთვის
მცირე შესვენების შემდეგ საუბარს ისევ მძიმე თემით, თებერვლის სრულმასშტაბიანი ომით ვაგრძელებთ. ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს ხერსონში, საავადმყოფოში იწვა, რომლის მიმდებარედ რუსებმა ბლოკპოსტები დააყენეს და ქალაქის სხვა ნაწილებში გადაადგილება შეზღუდეს. საავადმყოფოს დატოვება 12 მარტამდე ვერ შეძლო.
ამ დროს ხერსონში მასშტაბური ანტიოკუპაციური აქციები იმართებოდა, რომელსაც ოლენაც ესწრებოდა. ვკითხეთ, როგორ გეგმავდნენ, ეშინოდათ თუ არა.
“ხერსონში აქციების ორგანიზება ავტომატურად ხდებოდა. ხალხს დიდად არ ეშინოდა, რადგან… უბრალოდ, უკრაინელებს ასეთი ხასიათი აქვთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საბრძოლველად”.
ოკუპაციის პირობებში უფლებადამცველები და აქტივისტები გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. ავტორიტეტული მედიების და ორგანიზაციების გავრცელებული ინფორმაციები მოწმობს, რომ რუსების მიერ კონტროლირებად რეგიონში სამხედროები სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უმიზეზოდ აკავებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ.
“როცა პირველად ვცადე ხერსონიდან გასვლა, 70 ბლოკპოსტი გავიარეთ და რუსებმა მოგვაბრუნეს. გვითხრეს, რომ 11 მაისამდე ტყუილად არ გვეცადა გასვლა, რადგან ყველა “საზღვარი” ჩაკეტილი იქნებოდა.
ამის შემდეგ დედასთან ყირიმში წავედი და იქ ველოდებოდით 11 მაისს. ეს დღე რომ მოვიდა, მეგობრებთან ერთად მანქანით წავედით ლვოვში. იქ 2 თვე მომიწია დარჩენა, რადგან შშმ პირის დოკუმენტებს ვაკეთებდი და დრო დასჭირდა. შემდეგ ყირიმში დავბრუნდი, დედას, ძაღლს და 3 კატას მოვკიდე ხელი და საქართველოში წამოვედით”, — იხსენებს ოლენა.
აქამდე გზა უსაფრთხო არ ყოფილა. საქართველოში შემოსვლა რუსეთის ტერიტორიით არ უნდოდათ, მაგრამ, რადგან შინაური ცხოველებიც თან ჰყავდათ, მანქანით გადაადგილებამ მათთვის ერთადერთი გზა აღმოჩნდა და ეს მხოლოდ რუსეთის გავლით იყო შესაძლებელი. რუსულ ბლოკპოსტებზე ავტომატებით თავზე ადგნენ და უხეში ტონით ეუბნებოდნენ, რომ ტელეფონზე პაროლი მოეხსნა. კამათს აზრი არ ჰქონდა, ტელეფონს აწვდიდნენ, რუსი ჯარისკაცები კი ეძებდნენ ყველაფერს, რაც უკრაინასთან იყო კავშირში.
“ერთ-ერთ ბლოკპოსტზე დაგვპირდნენ, რომ დაგვცხრილავდნენ. მაშინ იმის გამო გაგვაჩერეს, რომ ერთ მგზავრს ჰქონდა შშმ პირის სტატუსის დოკუმენტი, მაგრამ არ ჰქონდა სამხედრო ბილეთი. ამის გამო რაღაც გაურკვეველი ამბები მოაწყვეს, მანქანიდან ჩემოდნები გადმოგვაყრევინეს. უცებ ჩვენს უკან სხვა მანქანა გაჩერდა, რომლითაც რუსები უფრო მეტად დაინტერესდნენ და ჩვენ თავი დაგვანებეს. ამიტომ ჩავყარეთ ნივთები და წამოვედით”, — ეს ამბავი ოლენამ ძალიან სწრაფად, ფილმის სიუჟეტივით მოგვიყვა და კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა.
“შიშს და გაურკვევლობას ვგრძნობდი. მობილური კავშირი არ იყო, ნაცრისფერი ზონაა და იქ როცა ხვდები, რამე თუ დაგემართება, ვერავინ გაიგებს”.
მხარდაჭერა ახალი ცხოვრების დასაწყებად
დედასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა 2022 წლის მარტშივე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ოქტომბრამდე ვერ შეძლო. მაშინ არავის დახმარების მოლოდინი არ ჰქონდა, მაგრამ როცა გეგმებზე მეგობრებს უამბო, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან დააკავშირეს. თავიდან ეს ადამიანის უფლებათა სახლის (HRHC) ყირიმის ოფისი იყო, შემდეგ თბილისის.
HRHC და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის, Emergency Support Ukraine (ESU)-ის ფარგლებში, უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებს ეხმარება. 2022 წელს ყირიმის ოფისმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული დაცვის პროგრამის ფარგლებში ოლენას და მის დედას საქართველომდე მგზავრობა დაუფინანსა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა კი ისინი საქართველოში საცხოვრებლით უზრუნველყო.
“ჩვენ უფლებადამცველებს ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად და ზოგადად საცხოვრებელი ხარჯებისთვის. ასევე, ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, რომელიც ძალიან ხშირად სჭირდებათ პროფესიული გადაწვის და სხვადასხვა რთული სიტუაციის გადატანის გამო, რაც უფლებადაცვით საქმიანობასთან არის კავშირში. გარდა ამისა, სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტაცია, თუ ეს საჭიროა. მაგალითად, ბინადრობის ნებართვის მისაღებად”, — განმარტავს ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი, ნათია თავბერიძე.
Emergency Support Ukraine (ESU) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტია, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს გადაუდებელ დახმარებას. პროექტს ახორციელებს პარტნიორთა კოალიცია ERIM-ის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან Human Rights House Foundation და Human Rights House Tbilisi.
ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა უკვე 19 უფლებადამცველს და მათი ოჯახის 5 წევრს, სულ 24 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.
ახალი სახლი ბათუმში
რუსეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ოლენას დედასთან და საყვარელ შინაურ ცხოველებთან ერთად ყაზბეგში მოუწია დარჩენა, რადგან მანქანა გაუფუჭდა. როცა პრობლემა მოაგვარეს, პირდაპირ ბათუმში წამოვიდნენ.
მათი ახალი ბინა ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, მაღალსართულიან კორპუსშია. ოლენასთან და დედასთან ერთად აქ ერთი ძაღლი და სამი კატა ცხოვრობს.
“თავდაპირველად საცხოვრებელს დღიურად ვქირაობდით, მაგრამ მალევე, 3 დღეში ვიპოვეთ ბინა. ახლა სადაც ვართ, ამის გვერდით იყო. ნახევარი წლით ქირავდებოდა და ეს დრო იქ ვიცხოვრეთ.
თავიდან მეგონა პრობლემა იქნებოდა 4 შინაურ ცხოველთან ერთად ბინაში შესვლა, მაგრამ პირიქით. მეპატრონემ როცა გაიგო ძაღლი საიდან ჩამოვიყვანე, დასაწოლი ხალიჩა მაჩუქა. მერე ძალიან გაგვიმართლა და აქვე, მეზობელ ბინაში გადმოვედით, უკვე შეჩვეული ვიყავით აქაურობას, მეზობლებს”, — იხსენებს ოლენა.
როგორც ამბობს, მაშინდელმა სიტუაციამ, ბათუმში უკრაინული დროშების, პლაკატების, წარწერების სიმრავლემ, უკრაინულმა სიმღერებმა და ხალხის სოლიდარობამ თავი ნაცნობ, მშობლიურ გარემოში აგრძნობინა.
“ქართველები კარგად შეგვხვდნენ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, როგორც სახლში. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია”, — გვეუბნა ოლენა და აქ მიღებულ გამოცდილებას, სხვა ქვეყნებსაც ადარებს.
“საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში სერბეთში მომიწია ჩასვლა და მაშინ უფრო მეტად დავაფასე, რამდენად დიდი მხარდაჭერაა საქართველოში. ბელგრადში კვირის განმავლობაში არსად მინახავს უკრაინული დროშა”.
მშობლიური გარემოს შექმნას სახლშიც ცდილობს. საწოლთან ახლოს უკრაინის დროშა და ამავე ფერებში გაწყობილი რამდენიმე თმის სამაგრი უდევს. მაცივარზე კი სახლიდან წამოღებული მაგნიტები აქვს მიკრული. აქ ერთად ნახავთ ყირიმის, დონეცკის, თბილისისა და ბათუმის, უკრაინული მზესუმზირებისა და აჭარული ხაჭაპურის სიმბოლოებს.
“ყველაფრის წამოღება ვერ შევძელი. ჩამოვიტანე ის ნივთები, რაც ჩემთვის სახლთან ასოცირდებოდა, რადგან 2014 წლის შემდეგ 12-ჯერ ან 13-ჯერ მომიწია სხვაგან გადასვლა”.
უხარია, როცა უკრაინული ორგანიზაციები ბათუმში ღონისძიებებს ატარებენ და მშობლიურ ენაზე საუბრის შანსი აქვს. სიცილით მიყვება, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თვის პირველ რიცხვში უკრაინელებისთვის შესვლა უფასოა და იქ მისულს მთელი ავტობუსი უკრაინელებით სავსე ხვდება და ყველგან უკრაინული საუბარი ესმის, რაც ახარებს.
რამდენიმე თვეა ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე დადის. თავის მართლებით ამბობს, რომ ენების სწავლა რთულად გამოსდის და არც ქართული ყოფილა გამონაკლისი, ამიტომ ჯერ ბევრი არაფერი იცის, მაგრამ ავტობუსის გაჩერების გარკვევას შეძლებს.
ამბობს, რომ ბათუმში თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ის შიშები, რაც ოკუპირებულ ყირიმში ცხოვრებისას ჰქონდა, ეტაპობრივად გაუქრა. ამაში გარემო და ხალხის დამოკიდებულება ეხმარება.
ქალაქში ბევრი ადგილი მოსწონს, მაგრამ მისი საყვარელი სივრცე მაინც სახლია, განსაკუთრებით აივანი, სადაც ცდილობს, ის მცენარეები გააცოცხლოს, რომელიც ყირიმში, მის ბაღში იზრდებოდა. აქვე აქვს ხერსონიდან ჩამოტანილი პალმა, რომელიც ახლა ბათუმის მზიან და ნესტიან ამინდში ხარობს.
დისტანციური სწავლა და აქტივიზმი
საქართველოში ჩამოსვლისთანავე ოლენამ ვიკიმედია უკრაინაში დაიწყო მუშაობა, რომლის მიზანია, უფრო მეტი ადამიანი იპოვოს, ვინც უკრაინულ ვიკიპედიაზე სანდო ინფორმაციას დაწერს.
გარდა ამისა, ის უკრაინელების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ ორგანიზაციაში მუშაობს. ამბობს, რომ ამბასადორების მენეჯერია — ადამიანების, რომლებიც მზად არიან, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ისაუბრონ.
პარალელურად, დისტანციური სწავლების კურსით, მაგისტრის ხარისხს იღებს დონეცკის უნივერსიტეტში, რომელიც 2014 წლიდან ვინიცაშია ევაკუირებული. ის მაგისტრანტების პირველ ჯგუფშია, რომლებიც პოსტკონფლიქტურ ტერიტორიებზე სიტუაციების მართვას სწავლობენ.
“მოლოდინი გვაქვს, რომ დეოკუპაციის შემდეგ ასეთი სპეციალისტების საჭიროება იქნება. ამიტომ ახლა სადიპლომო მასალას ვამზადებ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ”.
ოლენა იმაზეც გვესაუბრა, რა გზას გადის უფლებადამცველი, სანამ თავად გახდება ბენეფიციარი.
„ძალიან რთული იყო. პირველად როცა გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად, საერთოდ არაფერი მქონდა და ყველაფერი მჭირდებოდა. საერთოდ არ ველოდი დახმარებას და ყველაფერი ჩემით უნდა გამეკეთებინა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დახმარება მივიღე“.
ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი, ნათია თავბერიძე, განმარტავს, რომ უფლებადამცველებისთვის ყოველთვის რთულია დახმარების მიღება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არის გადაუდებელი გარემოება.
“ყოველთვის ადარებენ სხვების სიტუაციებს. მასშტაბები, თავდასხმები და შევიწროებები ყოველთვის განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ბელარუსში შეიძლება უფრო ცუდი სიტუაციაა, ვიდრე საქართველოში. მაგრამ იმისთვის, რომ უფლებადამცველი იყოს ძლიერი და დიდხანს შეინარჩუნოს ის აქტივობა, რაც აქვს, ამისთვის ხშირად საჭიროა გარკვეული ტიპის მხარდაჭერის მიღება. თუნდაც ფსიქო-სოციალური დახმარების მიღება გადაწვის პრევენციისთვის. ამაზე ხშირად რთულია დათანხმება, რადგან ფიქრობენ, რომ მათზე მეტად სხვას ჭირდება”, — ამბობს ის.
დაბრუნების იმედი, უფრო ზუსტად, გეგმა
“ახლა სახლი მწყობრშია, მაგრამ როცა ყირიმისკენ კონტრშეტევა დაიწყება, არ ვიცი რა მოხდება” — გვითხრა ოლენამ და მორიგ კითხვას, ჰქონდა თუ არა ყირიმზე კონტრშეტევის იმედი, ასე უპასუხა — “უბრალოდ იმედი კი არ მაქვს, ზუსტად ვიცი”.
ბინა ბათუმში ერთი წლით, აპრილამდე აქვს ნაქირავები, მაგრამ იმ დათქმით, რომ თუ “გამარჯვებას უფრო მალე მიაღწევენ”, უკრაინაში მაშინვე დაბრუნდებიან.
ნაფიქრი აქვს იმაზეც, რას გააკეთებს ომის შემდეგ. არ იცის სად ჩავა — ექნება სახლი, თუ ისევ სხვა ქალაქში მოუწევს ცხოვრება.
“სხვაგან დასაბრუნებლადაც მზად ვარ. იქ წავალ, სადაც სამსახური მექნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემს ქალაქში დაბრუნება მინდა. იქ სახლი, დიდი ბაღი, 70 ვარდი, 90 ქრიზანთემა მაქვს.
ყველაზე მეტად ჩემი მცენარეები მენატრება. ვიცი, რომ სახლი შეიძლება დაიბომბოს, მაგრამ შეიძლება, მცენარეები გადარჩნენ”.
ინტერვიუს დასასრულს ბულვარში გავისეირნეთ და ხერსონის, ლვოვისა და ბათუმის არქიტექტურა განვიხილეთ. გვითხრა, რომ მთავარი განსხვავება ბათუმის დიდი ტერასები, აივნები და ფანჯრებია, უკრაინაში კი პირიქითაა, რადგან ცივი ზამთრების გამო სითბოს შენარჩუნებას ცდილობენ.
“მომწონს, რომ ბათუმში ხანდახან წვიმს. მე იმ რეგიონიდან ვარ, სადაც საერთოდ არ წვიმს ზაფხულში. აქ როცა წვიმს, განახლების შეგრძნება მაქვს. ამიტომ, როცა ამინდზე წუწუნებენ, მიკვირს, ბათუმში რატომ ჩამოდიან”, — თქვა ოლენამ, როცა ქალაქის ამინდის განხილვა დავიწყეთ.
ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ოლენა კრაკოვის და კატოვიცეს გავლით კიევში ჩასვლას გეგმავს.
ომის შემდეგ ეს პირველი დაბრუნებაა და სინანულით ამბობს, რომ სულ 4 დღე აქვს და ვერაფერს მოასწრებს, რადგან სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი. მაგრამ გულს არ იტეხს, იცის, რომ დაბრუნდება — თან მარტო არა, დედასთან, ლარისთან და 3 ფისოსთან ერთად. მანამდე კი ბათუმიდან თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
უკრაინის გამარჯვების 2014 წლიდან გვჯერა. ვიცოდი, რომ ეს მალე არ მოხდებოდა, მაგრამ მაინც მოხდება.
ავტორი: თამუნა გეგიძე
სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |