Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის მერიისა და შიდა ქართლის გუბერნატორის თანამშრომლებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა
2023 წლის 1 ივლისიდან გორის მერიისა და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს გაუსაძლის პირობებში მუშაობა უწევთ.

ამის მიზეზი გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლაა, რომლის მონტაჟი 2023 წლის 12 თებერვლიდან დაიწყო და რაშიც უკვე გადახდილია 33 500 ლარი.

როგორც გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ლექსო თარხნიშვილმა მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წერილობით მოახსენა,  2023 წლის 01 ივლისიდან, მწყობრიდან არის გამოსული გაგრილების სისტემა, გადახურდა საცირკულაციო დანადგარები.

თარხნიშვილი იმასაც განმარტავს, რომ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად კომპანია ,,სკაი გრუპი'' აღარც კი გამოჩენილა ობიექტზე და არ გამოასწორა სიტუაცია:

,,გარკვეული პერიოდი შენობას ისედაც ვერ ეწეოდა სრული ტექნიკური მომსახურება, კიდევ უწევს გაუსაძლის პირობებში მუშაობა, რაც გამოწვეულია ტემპერატურის მატებასთან, საჭიროა გაგრილების სისტემის შეუფერხებლად მუშაობა, რათა არ შეწყდეს სამუშაო პირობები, ასევე მოგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულია სამი სახელმწიფო უწყება, მათ შორის შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაცია და სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახური.'' - აღნიშნულია მოხსენებით ბარათში.

თარხნიშვილის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კომპანია სკაი გრუპს ხელშეკურლება 10 აგვისტოს შეუწყვიტეს, ამჯერად, მერია ახალ კომპანიას ეწევს, რომელიც მწყობრიდან გამოსულ სისტემას შეაკეთებს და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობას ნორმალურ პირობებში გააგრძელებს.

ადმინისტრაციული შენობაში ვენტილაციის სისტემის დასამონტაჟებლად 2023 წლის იანვარში გამოცხადდა ტენდერი 83 000 ლარად. ტენდერში მონაწილეობა მიიღო კომპანია ,,სკაი გრუპმა'' და გაიმარჯვა, რადგან მიუთითა საკმაოდ დაბალი ფასი - 58 000 ლარი.

მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა და კიდევ ოთხმა წევრმა ეს შეთავაზება საეჭვოდ არ მიიჩნია და კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება გაგრილების გარეშე სწორედ იმ მომენტში დარჩა, როდესაც ეს ჭირდებოდათ. ამ ეტაპზე კომპანიას ჩარიცხული აქვს 33 500 ლარი. მერიაში აცხადებენ, რომ უკან დაიბრუნებენ მხოლოდ დაახლოებით 6000 ლარს.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.