Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
თვენახევარში გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2435 სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა
გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ 4 ივლისიდან დღემდე, 17 აგვისტომდე
2435 სამართალდარღვევა გამოავლინა.
ერთ-ერთი პირველი ოქმი შეუდგინეს მძღოლს, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე ხრეშით დატვირთული მანქანით მოძრაობდა და ინერტული მასალა ღია წესით მიჰქონდა.
ამის შესახებ ინსპექციის ადმინისტრაცია იუწყება.
განცხადების მიხედვით, არ ჩანს, თუ რა ტიპის სამართალდარღვევაზეა საუბარი.
გორის მუნიცპალური ინსპექცია იურიდიულად 2023 წლის 1 მარტს დაფუძნდა. ფუნქციონირება ივლისიდან დაიწყო. მას გორის მერია აფინანსებს.
,,არის გარკვეული ფუნქციები, რომლებსაც, მისი განხორციელების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დრომდე ვერცერთი მუნიციპალური დაწესებულება/ორგანო ვერ ახორციელებს ეფექტურად'' - ამის შესახებ გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის საკრებულოს მისწერა, რითაც ასაბუთებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალური ინსპექციის დაფუძნება.
,,მაგალითად,'' - სწერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს - ,,დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი და საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე კონტროლი შეუძლებელი იყო.''
,,პრაქტიკული დაკვირვებისა და დაკვირვების შედეგების გაანალიზების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ფუნქციები შეასრულოს სპეციალურად ამ ფუნქციების განხორციელების მიზნით შექმნილმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ვინაიდან ა(ა) იპ-ი მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნული უფლება-მოვალეობებს უფრო მოქნილად, სწრაფად და ეფექტურად განახორციელებს, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება, იმ ფონზე, რომ მისი ფუნქციების ნაწილს ა(ა) იპი განახორციელებს და მას უფრო ნაკლები საქმის შესრულება მოუწევს, გაცილებით სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს დარჩენილ უფლება-მოვალეობებს.'' - აღნიშნულია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წერილში.
გორის მერის აზრით, მუნიციპალური ინსპექციის შექმნით, ზედამხედველობის სამსახურიც უფრო ეფექტური გახდებოდა, რადგან, მისი ცნობით, გარკვეული ფუნქციები ჩამოცილდება ზედამხედველობის სამსახურს:
,,აღსანიშნავია, რომ საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მსგავსი პრაქტიკა არსებობს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მაგალითად, შექმნილია და ფუნქციონირებს: ა(ა)იპ "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია", ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია", ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია", ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია".'' - აღნიშნავს გორის მერი.
ინსპექციის ფუნქციები:
ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, ინფრასტრუქტურული მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის კონტროლი;
გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;
დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე; წინადადებების მომზადებას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით;
ვ) გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევებზე კონტროლის განხორციელება;
ზ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
თ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი და დამფუძნებლის წერილობითი დავალების საფუძველზე განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |