Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ცხინვალში რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავი აღნიშნეს
26 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების 15
წლისთავი აღნიშნეს.
სტუმრებს შორის იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაური სერგეი მენიაილო, თურქეთის რესპუბლიკაში "სამხრეთ ოსეთის ელჩი" ბურჰან ხოსითი, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი დენის რონალდო, ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ასევე ყირიმის, დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების წარმომადგენლები.
მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამხრეთ ოსეთის შეერთების იდეა განხორციელდება, თუკი ამის მიზეზები იარსებებს:
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს", – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.
"ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ", – განაცხადა მედვედევმა.
შეფასება ცხინვალში:
,,სამხრეთ ოსეთს არასდროს შეუცვლია თავისი ისტორიული არჩევანი და მზადაა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისთვის.'' - ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა გორკაში, დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს პრეზიდენტის მოადგილის, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ალან გაგლოევის ადმინისტრაცია იტყობინება, შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 15 წლისთავს მიეძღვნა, რომელსაც ხელი დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 26 აგვისტოს მოაწერა, რა დროსაც მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
როგორც გაგლოევმა განაცხადა — "ოსეთი ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთის იმპერიას 1774 წელს და მას შემდეგ არასდროს შეუცვლია ისტორიული არჩევანი."
ალან გაგლოევმა მედვედევი ცხინვალშიც მიიწვია: "დიმიტრი ანატოლიევიჩ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ეწვიოთ ჩვენს რესპუბლიკას"
შეფასება თბილისში:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.
საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
"2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა მოხდა 1774 წელს?
1774 წელს ზავით დათავრდა რუსეთი-თურქეთის ომი, სადაც ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეები რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. 1774 წლის ზავის შემდეგ ერეკლემ მორიგე ჯარი შექმნა. 1774 წელს ერეკლემ კვლავ სთხოვა რუსეთს ფულადი სესხი და რამდენიმე წლით ჯარი, მაგრამ ოსმალეთთან ზავის პირობებში რუსეთმა ერეკლეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |