თუმცა ამ შეთავაზება დემჩენკომ უარი განაცხადა და ის ახლა ბათუმის ,,დინამოს'' მწვრთნელია.
როგორც ,,დილას'' ხელმძღვანელობის განცხადებაშია აღნიშნული, ხელფასის გაზრდა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც დემჩენკომ ბათუმში გადასვლა გადაწყვიტა:
,,მოგეხსენებათ, რომ ანდრიი დემჩენკო გორის ,,დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა.'' - აღნიშნულია ,,დილას'' განცხადებაში.
კლუბისთვის სამწუხარო აღმოჩნდა დემჩენკოს გადაწყვეტილება:
,,სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად ანდრეი დემეჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.'' - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ანდრეი
დემჩენკოს განცხადება - 25 აგვისტო:
,,დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ჩემთვის დიდი
გამოწვევაა, მთავარი ფაქტორი რასაც ამ ნაბიჯის გადადგმის დროს
ჩავეჭიდე და გარკვეულწილად ჩემი მოტივაცია განსაზღვრა იყო კონტრაქტში
არსებული პირობა იმის შესახებ, რომ დინამო ბათუმი ჩემპიონობის და
პირველი პოზიციის გარდა არ განიხილავს არც ერთ სხვა ადგილს ეროვნული
ლიგის სატურნირო ცხრილში და სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება,
ამიტომ არის ეს სამუშაო ჩემთვის უდიდესი გამოწვევა და მინდა
გავამართლო იმ ადამიანების იმედები ვინც არჩევანი ჩემზე შეაჩერა.
ენერგიით და ძალ-ღონით აღსავსე შევუდგები ჩემი მოვალეობების
შესრულებას, მინდა დავამტკიცო, რომ ეს პოსტი დავიმსახურე და აქ
შემთხვევით არავის მოვუყვანივარ.
რაც შეეხება გორის დილადან ჩემი წამოსვლის საკითხს, იმ ადამიანების
გასაგონად ვინც გარკვეული ბრალდებები წამოყენა ჩემს მიმართ მსურს
განვმარტო, რომ მაშინ როცა გორის დილასთან კონტრაქტი მიმთავრდებოდა და
უცხოეთიდან კარგი შემოთავაზება მქონდა კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში
დარჩენა მთხოვა და კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი რომლის მიხედვითაც
ევროტურნირების ჩამთავრების შემდეგ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩემი
თავის გამოსყიდვა შემეძლო, ამას გორის დილას ხელმძღვანელობაც
დაგიდასტურებთ.
დინამო ბათუმი საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეული გუნდია და
შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის ფლაგმანადაც
იქცა, მე მინდა გავამყარო ეს პოზიციები და გუნდის წარმატებები
გავამრავლო. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბს წელს 100 წელი უსრულდება
კარგად ვხვდები და ვაცნობიერებ თუ რა საპასუხისმებლო საქმე მელის
წინ.
გია გეგუჩაძემ ამ გუნდში 6 წელი გაატარა და დიდი სამუშაო გასწია. აქ
თავმოყრილნი არიან კარგი და კვალიფიციური ფეხბურთელები, მადლობა ჩემს
წინამორბედს ასეთი გუნდის შეკრებისთვის, მე ჩემის მხრივ დარწმუნებული
ვარ ჩემს ძალებში და 100 პროცენტით მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა.
მინდა ავღნიშნო. რომ ამ ეტაპზე რადიკალურ ცვლილებს არ ვგეგმავ,
რაღაცის დაშლა ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე შენება, ამიტომ არსებულზე
დავაშენებთ და მხოლოდ მცირე კორექტირებებს შევიტანთ.''
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |