Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
წარმატებული და წარუმატებელი ოჯახები ანუ ფუნქციური და დისფუნქციური / ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე
ბედნიერი ოჯახი ყველაზე ძვირადღირებულია ამ სამყაროში და მას არაფერი აღემატება. დაოჯახებიდან მალევე გავაცნობიერე, რომ ასრებობს ფასეულობები, ღირებულებები, გამოწვევები, მიღწევები, წარუმატებლობები, გამარჯვებები, რომლებიც ოჯახმა ერთობით უნდა  გაიაროს, გადალახოს და მიაღწიოს საერთო ძალისხმევით გამარვებას. ეს ერთგვარი ციკლია რომელსაც ყველა ოჯახი გადის. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში ოჯახში ერთობის შენარჩუნებაა. "ქმარი ყოველთვის მართალია, ცოლი კი არასოდეს ცდება." - ამ ფრაზას ფსიქოკონსულტირების პროცესში ხშირად ვიყენებ, უნდა ნახოთ წყვილების რეაქცია როგორია. ერთ წუთში ჩაფიქრდებიან, თვალები გაუფართოვდებათ, მერე სახეზე ცოტა ბრაზიანი სევდა მოერევათ, მერე შემომხედავენ და იღიმებიან. განცდა მრჩება ხოლმე, რომ სათქმელს მიმიხვდნენ.   

მნიშვნელოვანია, რეალურად დავაფასოთ ჩვენი ოჯახი, ყველა ოჯახის წევრი, გავიგოთ რეალური შინაარსი ოჯახისა და რაღა თქმა უნდა ფასი / ღირებულება. ეს პირველი სოციალური ინტიტუტია, სადაც გვმართებს ჩვენ სწორად, ჯანსაღად ფუნქციონირება, სადაც არის  მოვალეობები, პასუხისმგებლობები და მათი სწორად შესრულება უდიდესი ბედნიერების მომტანია ადამიანისთვის. მცირე მისიები, რაც ოჯახს აცოცხლეს და დიდ მისიამდე და მიზნამდე მიყავს, სწორდეს ეს გამოწვევებია, რასაც ოჯახი პერიოდულად აწყდება. ფსიქოთერაპიაში ოჯახი განიხილება, როგორც ერთი მთლიანობა. ოჯახის ყველა წევრის ერთიანობა აღემატება მათგან აღებულ მხოლოდ ერთ წევრს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ოჯახში ერთიანობა ფასდაუდებელია. 

ფსიქოთერაპიაში ძირითადად ორი ტიპის ოჯახს ვაწყდებით. ეს არის ფუნქციური და დისფუნქციური ოჯახი. ფსიქოკონსულტირების პროცესში მარტივია გაარკვიო, რომელი ტიპის ოჯახს განეკუთვნება პაციენი / კლიენტი.

იცი, ფუნქციური ოჯახი რით განსხვავდება დისფუნქციურ იგივე წარუმატებელი ოჯახისგან? ფუნქციური ოჯახში ყველა ცნობს და აღიარებს ერთმანეთს, გამოხატულია პატივისცემა და სიყვარული. წარმატებული ანუ ფუნქციური ოჯახი კონსტრუქციულად წყვეტს გარე და შიდა პრობლემებს, უმკლავდება ოჯახის ფუნქციებს - რეპროდუქციულს, საყოფაცხოვრებოს, სოციალურს, სულიერს და ა.შ.

ფუნქციურ ოჯახში წევრები აღიარებენ ერთმანეთს და თითოეულის უნიკალურობას; ერთმანეთის მხარდაჭერა პრიორიტეტია, ნდობა, გულრწფელობა და გახსნილობა პირველ ადგილზეა! შიდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებს სორის იდეალურად მიმდინარეობს! თითოეულ წევრს ეკისრება საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ; ერთად დასვენბა და მხიარულება წარმატებული ოჯახისთვის პრიორიტეტია, ტრადიციები და რიტუალები შენარჩუნებული და დაცულია. დაცულია პირადი ცხოვრების უფლება (პირადი სივრცის არსებობა.

- გასააზრებელია ის ფაქტი რომ ფუნქციური ანუ წარმატებული ოჯახი ხელს უწყობს თითოეული წევრის "ფსიქოლოგიური იმუნიტეტის" გაძლიერებას , რაც მნიშვნელოვანია პიროვნული, ოჯახური და ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევისთვის.

საფიქრელად: ,,ჩვენ შეგვიძლია გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება ­იმის გამოსწორებაზე, რაც ცვალებადია და ვიპოვოთ საუკეთესო გზები თანაარსებობისა იმასთან, რაც არ შეიძლება შეიცვალოს ანუ მოვახდინოთ ადაპტაცია ან დამოკიდებულების შეცვლა."

ფუნქციურ ოჯახში აღზრდილი ბავშვები არიან: ემოციურად გაწონასწორებულები, მხიარულები, დომინანტურები, შეგრძნებების მაძიებლები, გაბედულები, სიცოცხლისუნარიანიები, მოწესრიგებულები, პასუხისმგებლობით აღსავსენი. და ა.შ
ზრდასრულები კი გამოირჩევიან: შემოქმედებითობით, მოწესრიგებულობით, მიმტევებლობით, ორგანიზებულობით, მაღალი სოციალური უნარებით,გულთბილობით, მეგობრულობით, განსხვავებული აზრის პატივისცემით, შრომისმოყვარეობით და ა.შ

როცა შეხვალ ოჯახში, მარტივი აღსაქმელია, იგრძნოთ პრობლემური ოჯახის ატმოსფერო. იმედისგან დაცლილი, მომავლის რწმენა დაკარგული. ისეა, თითქოს, ბედნიერება და სიყვარული ვიღაცამ მოიპარა ან გააქრო. ხანდახან სიცივეს ვგრძნობ, თითქოს ყველა სიცივეში იყოს, თითქოს ყველა ძალიან მოწყენილია. სახეზე ღიმილი ძალიან იშვიათია.

დისფუნქციური ოჯახში არის გაუმიჯნავი ფუნქცია მოვალეობები, ოჯახში არ არსებობს წესები, რომლებსაც წევრები ითვალიწინებენ. არაჯანსაღი დამოკიდებულება და მიჯაჭულობა ერთამენეთის მიმართ, არეული როლებით, დარღვეული უფლებებით, ოჯახის წევრებს შორის ემოციური დისბალანსია, დარღვეულია პიროვნული საზღვრები, ხდება ოჯახის რომელიმე წევრის ამოჩემება და დაბულინგება. ოჯახი წევრების ქაოსური ფუნქციონირებით დისფუნქციურია, რაც იწვევს მთლიანი სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, ეს მოვლენა კი პირადპირ პროპორციულად აისახება ოჯახის ყველა წევრზე.
ადამიანებს გვავიწყდება, რომ სწორი კომუნიკაცია ურთიერთობაში იგივეა, რაც სუნთქვა ცხოვრებაში. "ფსიქოლოგიური იმუნიტეტი" თითქმის გამქრალია წარუმატებელ ოჯახში და უმნიშვნელო, ცხოვრებისეულ თუ პიროვნულ სირთულეების  გამკლავება უჭირს ოჯახის წევრს.

დისფუნქციურ ოჯახში ბავშვები და მოზარდები ბავშვები ხშირად არიან: მოავადეები, მშიშარები, მორცხვები, მოღუშულები, აგრესიულები, იმპულსურები, მშფოთვარე, დაძაბულები, მწირი ინტერესებით, გაურკვეველი სურვილებით, დაბალი თვითშეფასებით; მოუწესრიგებლები, დაბალი მოტივაციებით, ჯიუტები, ცივები.

მოზარდები - ჩაკეტილები, აღრეული კავშირებით, ემოციურად ლაბილურები, დაძაბულები, გულგრილები,  ქაოტურები  არაორგანიზებულები, დაბალი პასუხისმგებლობებით, ჯიბრიანები, გულღვარძლიანები, სასტიკები.

და როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ასეთ ატმოსფეროში გადარჩენას ­? - ზოგიერთ ოჯახში ადამიანები უბრალოდ გაურბიან ერთმანეთს: ისინი იმდენად არიან ჩაძირულნი თავიანთ საქმეში ან სახლის გარეთ, რომ ნაკლებად და ნაკლებად ურთიერთობენ საყვარელ ადამიანებთან. ფორმულა მარტივია - იცხოვრო ვინმესთან ერთ ჭერქვეშ და დღეების განმავლობაში არ ნახოთ ერთმანეთი.

თუ თქვენ თქვენს ოჯახში მსგავს სიტუაციებს შეამჩნევთ, რაც ზემოთ აღვწერე დუსფუნქციური ოჯახის პარამეტრებთან მიმართებაში, სასურველი იქნება, ეწვიოთ ფსიქოლოგს / ფსიქოთერაპევტს კონსულტირების მიზნით.... ოჯახის სიძლიერე, ისევე როგორც ჯარის ძალა, მდგომარეობს ერთმანეთის სიყვარულში, ოჯახის ერთგულებაში, და პატივისცემით მოპყრობაში"

ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი, არტთერაპევტი - თემურ სამხარაძე

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.