Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხაშურელი მძღოლი ვიდეოთვალმა რუსთავსა და თბილისში დააჯარიმა, საურავებს გორის საპატრულო პოლიცია ითხოვს
მოქალაქე ვიდეოთვალმა 10-ჯერ დააჯარიმა. აქედან 8-ჯერ რუსთავში, ხოლო ორჯერ – თბილისში. მოქალაქემ აღნიშნულის შესახებ არ იცოდა. ეს ამბავი მას გორის საპატრულო პოლიციიდან აცნობეს.

გორის საპატრულო პოლიციამ მოქალაქეს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვით, მას გადასახდელი ჰქონდა 10 ვიდეოჯარიმის თანხა თავისი საურავებით.

თანხა საკმაოდ სოლიდურია. მძღოლი ჩივის, რომ ჯარიმების შესახებ არაფერი იცოდა, ფაქტის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გორის საპატრულო პოლიციიდან წერილი მიიღო.

მოქალაქემ საურავების მოხსნის მოთხოვნით, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციას მიმართა. შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ საურავები არ მოუხსნა.

მოქალაქემ, ამის შემდეგ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილება გორის სასამართლოში გაასაჩივრა.

წელიწადნახევარია ვერ დგინდება, თუ რომელი სასამართლოს გადასაწყვეტია დავა – გორის, ხაშურის, რუსთავისა თუ თბილისის.

რას ამბობენ სასამართლოები?

გორის რაიონულმა სასამართლომ განაცხადა, რომ დავა მათი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომ საჩივარი განსჯადობით გადაუგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს .

გორის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქის იურიდიული მისამართია ხაშურის რაიონის ერთ-ერთი სოფელი, ამის გამო, საქმე განსჯადობით ხაშურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმე გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ხაშურის რაიონულმა სასამართლოს აზრით, საჩივარი უნდა განიხილებოდეს სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საჩივარში სამართალდამრღვევი თვითონ უთითებს, რომ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია რუსთავი.

ხაშურის სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული საქმის განსჯადი შეიძლება იყოს რუსთავის საქალაქო სასამართლო და თბილისის საქალაქო სასამართლო.

,,იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევების დიდი ნაწილი ჩადენილია ქ. რუსთავში და ასევე, საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილია რუსთავი, სასამართლომ მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის განსჯადობით რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.’’- განაცხადა ხაშურის სასამართლომ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს აზრით კი, მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გორის სასამართლოს გადასაწყვეტია.

მართალია რუსთავის სასამართლმომ მიიჩნია, რომ საქმე გორის განსახილველია, თუმცა, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში, არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს:

,,შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივაა. ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.’’ - აღნიშნავს რუსთავის სასამართლო.

რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ?

უზენაესი სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ მძღოლს სასამართლოს არჩევის უფლება ჰქონდა, თუმცა არა – გორის.

ასევე, შედგენილი რვა საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქ. რუსთავი, ხოლო ორ შემთხვევაში - ქ. თბილისი.

მძღოლის იურიდიული მისამართია ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., თუმცა საჩივარში მოქალაქემ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა - ქ. რუსთავი.

,,მართალია საჩივარი წარადგინა გორის რაიონულ სასამართლოში, თუმცა აღნიშნული სასამართლო არ მდებარეობს არც საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილის და არც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის სამოქმედო ტერიტორიაზე. შესაბამისად, საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ვინაიდან მძღოლის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. რუსთავი და ასევე სამართალდარღვევის ჩადენის ადგილიც, უმეტეს შემთხვევაში არის ქალაქი რუსთავი.’’ - დასძინა უზენაესმა სასამართლომ.

როგორც გაგრძელდება რუსთავში დავა მოქალაქესა და გორის საპატრულო პოლიციას შორის, ამ ეტაპზე უცნობია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.