Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მეტეხის საქმეზე სხდომა დაიხურა - დაზარალებული პოლიციის მაღალჩინოსანია
დღეს გორის სასამართლოში დაიწყო განხილვა იმ პირების მიმართ, რომლებსაც პოლიციის მაღალჩინოსნის ცემა ედებათ ბრალად.

დაზარალებულია თბილისის დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე ლაშა ტუხაშვილი.

სხდომის დაწყებამდე დარბაზში დააკავეს მამაკაცი, რომელიც იყო დამსწრე. მან მოსამართლესა და პროკურორს უყვირა იმის გამო, რომ უდანაშაულო ადამიანები ჰყავდათ დაპატიმრებული.

ამის შედეგ სხდომა დაიხურა და დარბაზი ოჯახის ახლობლებს, მეგობრებსა და თანასოფლელებს დაატოვებინეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურა.

ლაშა ტუხიაშვილის ცემის ფაქტზე 3 მამაკაცია დაკავებული, მათ პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 237-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ'' პუნქტით წაუყენა ბრალი - რაც იარაღის უკანონოდ დაუფლებას გულისხმობს და 9-ან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 2023 წლის 16 ივლისს აღინიშნებოდა ე.წ. ორმოცი. სოფლის გზაზე ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები შეეჯახა შემხვედრ მანქანას, რომელსაც პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე მართავდა.

შეჯახების ფაქტი დაინახა სხვა მანქანაში მყოფმა ელბერტ ტუხაშვილმა, პოლიციელის მამამ. როგორც მეტეხელები ამბობენ, ელბერტ ტუხაშვილი აგრესიით გადმოვიდა მანქანიდან და გინება დაუწყო ადგილობრივ მცხოვრებს, რომელსაც მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა.

ელბერტ ტუხაშვილის მანქანიდან გადმოვიდა პოლიციელი ლაშა ტუხაშვილიც, მათ მანქანაში იმყოფებოდნენ ასევე მცირეწლოვანი ბავშვები. ლაშა ტუხაშვილს თან ჰქონდა იარაღი.

ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორც პროკურორი ამბობს, იარაღი წაართვეს პოლიციის თანამშრომელს და გადამალეს, ასევე პროკურორის მტკიცებით, მობილური ტელეფონი წაართვეს პოლიციელის დედას, რომელიც მისი ვერსიით, 112-ზე რეკავდა.

თუმცა, მეტეხელები აღნიშნავენ, რომ პოლიციელის დედა სავარაუდოდ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, ხოლო პროკურატურა გადაღებული ვიდეომასალის მიჩქმალვას ცდილობს.

პროკურორი ოთარ დოხნაძე ამბობს, რომ ბრალდებულებმა ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემეს დაზარალებული. ფიზიკური დაპირისპირების დროს ცეცხლაძემ დაზარალებულს გასტაცა იარაღი და იარაღთან ერთად დატოვა ადგილი.

,,ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა მანქანას და დაეჯახა დაზარალებულის მეუღლეს. დედას და მეუღლესაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იარაღის ტარი ჩაარტყეს თავის არეში. ფაქტს შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი შვილი დედას გასტაცეს ასევე მობილური ტელეფონი და ცეცხლსასროლი იარაღით და ტელეფონით მიიმალნენ. დაზარალებულს დასჭირდა 5 ნაკერი. ნივთმტკიცებები მოიშორეს თავიდან და გადააგდეს მიტოვებულ სასაფლაოზე. შესაძლოა სხვა პირებიც გამოიკვეთონ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში - განაცხადა პროკურორმა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადმოვიდა მანქანიდან და იკითხა, ხომ არაფერი დაზიანდა. ამ დროს მესამე მანქანის სალონიდან პოლიციის თანამშრომლის მამამ შეიგინა – შენი დედაო, ნორმალურად იარეო. ამას მოყვა დაპირისპირება. იმ კაცმა და მისმა შვილმა, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა, დაუწყეს ცემა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამ დროს გზაზე მოდიოდნენ ორმოციდან მომავალი ხალხი. დაინახეს რომ მათ თანასოფლელ ბიჭს სცემდნენ პოლიციელი და მისი მამა. ხალხმა დაიწყო მამა-შვილის შეკავება, ამდენი ხალხი რომ დაინახა პოლიციელმა, ამოიღო იარაღი და დაუმიზნა მათ. ხალხმა წაართვა ეს იარაღი, ამ წართმევაში მეორედაც გაისროლა. დიდ უბედურებას გადარჩა მეტეხი" - ამბობს ადვოკატი..

ვიდრე მხარეები დაიკითხებიან, საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ ტუხაშვილები კასპის პოლიციაში ცალ-ცალკე შეხვდნენ დაკავებულებს და სცემეს, შურისძიების მიზნით.

,,რამდენიმე პოლიციელმა სახელმწიფოს სახელით სცემეს ადამიანები. დაკავებულებთან წვდომა შეძლეს დაზარალებულმა მამა-შვილმა და სცემეს პოლიციის შენობაში.'' - ამბობს ადვოკატი.

როგორც ირკვევა, ტუხაშვილების ოჯახში კიდევ ერთი პოლიციელი ჰყავთ, ეს არის ლაშა ტუხაშვილის ძმა. მეტეხში ამბობენ, რომ კასპის პოლიციაში ლაშას ძმაც შეიყვანეს დაკავებულებთან და აცემინეს ბორკილდადებული პირი.

იხ. ამავე თემაზე:

,,ეს ოჯახი არის მთელი პოლიციური სისტემა'' - მეტეხში დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.