Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სკოლები შიდა ქართლში, სადაც 2025 წლამდე რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება
2023-2025 წლებში შიდა ქართლის რამდენიმე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

აღნიშნული სკოლების მოსწავლეები გადანაწილებულ იქნებიან სხვადასხვა სკოლებში.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება ატენში, ნაბახტევში, ქვიშხეთში, ახალქალაქსა და ხაშურის მეოთხე სკოლებში.

რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, მეჯვრისხევსა და გორის მეთერთმეტე სკოლაში, მათი რეაბილიტაცია გასულ წლებში დაიწყო და პროცესი აქაც 2025 წლამდე გაგრძელდება.

ოფიციალური დოკუმენტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ შესყიდვების ვებ-გვერდზე ატვირთული.

უფრო კონკრეტულად:

მეჯვრისხევის სკოლა - სრული რეაბილიტაცია

ჯამში  - 2 660 431,93 ლარი, აქედან:

დაიწყო 2021 წელს - 400 000,00 ლარი დაიხარჯა

2022 წელი - 947 855,99 ლარი დაიხარჯა

2023 წელი - 812 575,94 ლარი იხარჯება.

2024 წელი - 500 000,00 ლარი დაიხარჯება

სოფელ ახალქალაქის სკოლა - რეაბილიტაცია

ჯამში - 2 622 137,00

დაიწყო 2023 წელს - 1 500 000 ლარი

2024 წელს - 1 122 137 ლარი დაიხარჯება

გორის მე-11 სკოლა - მშენებლობა

ჯამში - 10 980 055 ლარი

2022 - წელს 2 739 114,88 ლარი დაიხარჯა

2023 წელს - 1 000 000,00 ლარი

2024 წელს - 3 633 412 ლარი

2025 წელს - 3 607 527 ლარი დაიხარჯება

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ სკოლას, მათი მშენებლობა იგეგმება Design-Build მეთოდით. დაიწყება 2023 წელს და დასრულდება 2025 წელს.

გორის მუნიციპალიტეტის ატენის საჯარო სკოლა (დაწყებითები) - გათვლილი იქნება 120 ბავშვზე, დაიხარჯება 4 251 036 ლარი

ქალაქ ხაშურის №4 საჯარო სკოლა - გათვლილი იქნება 500 ბავშვზე, დაიხარჯება 12 365 316 ლარი

სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა (ბეღლითის კორპუსი) - გათვლილი 30 ბავშვზე, დაიხარჯება 1 260 766 ლარი

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა - გათვლილი 120 ბავშვზე, დაიხარჯება 4 336 268 ლარზე. 


მთავარ ფოტოზე: ხაშურის მეოთხე სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც შენობიდან ინვენტარი გამოაქვთ. (სკოლის ოფიციალური გვერდი)

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.