Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ფარაჯანოვის ფილმს ,,სურამის ციხე'' რესტავრაცია ჩაუტარდება
საქართველოს კინოცენტრის ცნობით, წლის ბოლოს, სერგო ფარაჯანოვისა და
თენგიზ აბულაძის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან
დაკავშირებით მოეწყობა რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივა.
2024 წლის იანვარში კი დაგეგმილია სერგო ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის საიუბილეო ღონისძიებები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ღონისძიებების ორგანიზატორებმა მოითხოვეს რამდენიმე ფილმის ასლი, რომელთა შორის, ფარაჯანოვის ,,სურამის ციხეცაა'' /ამბავი სურამის ციხისა/
როგორც კინოცენტრში აღნიშნავენ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 1984 წელს გადაღებულ ფილმს აღადგენენ საერთაშორისო საფესტივალო სტანდარტებით ((4K სკანერი). ფილმის აღდგენა მოხდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ,,ქართულ ფილმში'' დაცული ასლების მიხედვით. კინოცენტრში აღნიშნავენ, რომ ფილმის ორიგინალი ვერსია დაცულია რუსეთში, ,,გოსფილმში'', საიდანაც ასლის გაკეთება ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, ,,გოსფილმოს" ფონდში დაცულია 700-ზე მეტი ქართული ფილმი, რომელიც გადაღებულია 1921 წლიდან 1991 წლამდე.
,,2022 წელს რუსეთ - უკრაინის ომის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა "გოსფილმოფონდიდან" ფილმების ჩამოტანა. ეროვნულმა კინოცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში არსებული ასლების გამოყენებით გაკეთდეს იმ რეჟისორების ფილმები, რომელთა საიუბილეო თარიღებია აღსანიშნი. კერძოდ, ლევან ზაქარეიშვილის 70 წლის იუბილე, სერგო ფარაჯანოვის და თენგიზ აბულაძის 100 წლის იუბილე. აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით იგეგმება აღდგენილი ფილმების ჩვენება: "მამა", "თბილისი - თბილის" "აშიკ ქერიბი", "სურამის ციხე", "სხვისი შვილები" "სამკაული ჩემი სატრფოსათვის".'' - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.
სერგო ფარაჯანოვმა ,,სურამის ციხე'' გადაიღო 1984 წელს.
ფილმს გადაეცა შემდეგი ჯილდოები:
1986. კატალონიის საერთაშორისო კინოფესტივალი (ესპანეთი). პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის;
1986. ბეზანსონის (საფრანგეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი "მუსიკა და კინო". ჟიურის პრიზი
1987. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი. პრიზი საუკეთესო ნოვატორული ფილმისათვის.
1987. სან პაოლოს საერთაშორისო კინოფესტივალი. კრიტიკოსთა პრიზი
როლები: ვერიკო ანჯაფარიძე ( მკითხავი), თამარ ციციშვილი, დუდუხანა წეროძე, სოფიკო ჭიაურელი (ვარდო), დოდო აბაშიძე (ოსმან აღა), ზურა ყიფშიძე (დურმიშხანი), ლევან უჩანეიშვილი (ზურაბი), ლელა ალიბეგაშვილი (ვარდო ახალგაზრდობაში), მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, გია ბურჯანაძე, ნინო ჩხეიძე, ნუნუ დუგლაძე, გეგი გუჯეჯიანი, აბესალომ ლორია, ვ.მგოიანი, მანანა ცხოვრებოვა, თამაზ დანელია, ელენე ყიფშიძე, გივი თოხაძე, გარი ამბარცუმოვი, ვლადიმერ ჩიტიშვილი, მალხაზ გურგენაშვილი .
ფილმი გადაღებულია დანიელ ჭონქაძის ნაწარმოების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად უდევს ძველი ქართული ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, დამპყრობებისგან თავდასაცავად ქართველი ხალხი ციხე-სიმაგრის აშენებას ცდილობდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ნახევრად მისული კედელი ინგრეოდა. "ციხე მხოლოდ მაშინ აშენდება, თუ მის კედელში ყმაწვილი ბიჭი იქნება ჩატანებული" - ასეთი იყო მკითხავის განაჩენი. და გამოჩნდა ჭაბუკი, რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსკეთილდღეობისთვის.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |